„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უარყო „ოლდ ტრაფორდის“ რეკონსტრუქციის იდეა. პროექტი ძალიან ძვირი ჯდება. გლეიზერების ოჯახი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა, ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ეძებს ეფექტურ დაფინანსების წყაროებს.
როგორც გვამცნობებს Goal, იმისათვის,რომ შემოსავალი მეტი ყოფილიყო გლეიზერებმა გადაწყვიტეს „ოლდ ტრაფორდის“ მოცულობის გაზრდა 90 ათას მაყურებელზე. მას გეგმაში ჰქონდა, რომ სამხრეთის ტრიბუნისთვის კიდევ 15 ათასი სკამი დაემატებინა.
თუმცა, კვლევების შედეგად დადგინდა რომ ეს რეკონსტრუქცია წამგებიანი იქნებოდა, რადგან სამხრეთის ტრიბუნებზე 15ათასი სკამის დამატება 30 მილიონ ფუნტს მოითხოვდა.ამიტომაც „ოლდ ტრაფორდი“ ინარჩუნებს თავის ტევადობას რომელიც 75 ათასს შეადგენს.