თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2014, 01:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2526,
კომენტარები: 13
კინმა სქოულზი გააკრიტიკა
როი კინი სქოულზს აკრიტიკებს.
კინმა სქოულზი გააკრიტიკა
"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, როი კინმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი, პოლ სქოულზი გააკრიტიკა, რამეთუ უარყო წითურთმიანი ინგლისელის მოკრძალებულობის მითი.

"იუნაიტედში" თამაშის 19 წლის განმავლობაში პოლ სქოულზი იშვიათად იძლეოდა სატელევიზიო ინტერვიუებს, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ პოლი ხშირად ჩნდება ეკრანებზე და სხვადასხვა გამოცემებისთვის გრაფებს წერს.

კინის აზრით, ყველაფერი ფულის გამო ხდება.

"ხალხს არ ესმის, რომ სქოულზს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის დროსაც შეეძლო სატელევიზიო ეკრანებზე გამოჩენა, მაგრამ ამის არავითარი სურვილი არ ჰქონია."

"ხალხს მიაჩნია, რომ მას კამერის წინ გამოჩენის რცხვენოდა. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. არც ერთ ჩვენგანს არ მოსწონდა კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ წესი ასეთია, რომელსაც გასახდელში მყოფი თითოეული ფეხბურთელი ემორჩილება."

"ხალხი ამბობდა: სქოულზი ზედმეტად თავშეკავებულია ამისთვის. მაგრამ, ჯანდაბა! ახლა ხომ აკეთებს ამას? იქნებ ახლა ამისთვის უფრო მეტს უხდიან. ამას პირისპირ შეხვედრის დროსაც კი ვეტყვი."
- განაცხადა კინმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
1 ნოემბერი 2014 01:30
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ამ კინმა რაღაც ძაან უაზრო კომენტარების კეთება დაიწყო ამ ბოლო დროს, არც ადრე არ აკლებდა მაგრამ ახლა ძაან უხეშობს ხოლმე.
0
№2
ავტორი: Mufc7
1 ნოემბერი 2014 01:30
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სულ გაუბერა ამან კიდე რა areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Wardell
1 ნოემბერი 2014 01:35
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუ ძაან ატრაკებ უკვე რა როი nope2
0
№4
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2014 01:48
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ალბათ გამოჰყვა რამე ბოღმა კაერიერის მიწურულს. არც თამაშის დროს აკლებდა და როგორც ფერგის უწერია, ტელევიზიით ხშირად სარგებლობდა გასაკრიტიკებლად, მაგრამ ეს უბრალოდ ცილისწამებას ჰგავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
1 ნოემბერი 2014 02:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
და რა ამის ერთი ადგილის საქმეა პოლს რამდენს უხდიან ან სად ჩნდება?

ძაან ატრაკებს ესეც რა ზოგჯერ და მოუხშირა ბოლო დროს wink
0
№6
ავტორი: DiMaria
1 ნოემბერი 2014 02:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ამას პირისპირ შეხვედრის დროსაც კი ვეტყვი." -


არც ის მოგითმენს ბებერო
0
№7
ავტორი: Count Alucard
1 ნოემბერი 2014 02:34
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს რაღაცაზე დაბოღმილი, რომ არის და არ იცის ვისზე, ან რაზე გადმოანთხიოს ეს ბოღმა და მერე ყველას და ყვეალფერს ლანძღავს. ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებლებს ემართებათ ხოლმე ეგ. ან იმის ბრალია რომ მართლა ფსიქოლოგი ჭირდება ან კიდევ ირლანდიელი რომაა მაგის, ეგენი ხო იქაური სვანები არიან...
0
№8
ავტორი: chudikone
1 ნოემბერი 2014 03:45
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩემი ენაწყლიანი და გაბოროტებული კიანო ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: Red Hooligan
1 ნოემბერი 2014 10:04
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
პოლის პასუხი არ დაიგვიანებს და არ მგონია სასიამოვნო იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№10
ავტორი: red devil
1 ნოემბერი 2014 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ისე ამას ვინ ეკითხება რა და როგორ არის? :/
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top