თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2014, 01:18
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2722,
კომენტარები: 7
5 საუკეთესო დერბი ისტორიიდან
ოფიციალურმა საიტმა მოამზადა ვიდეოკოლაჟი სადაც აღწერილია "ცისფრების" სტადიონზე გამართული 5 საუკეთესო დერბი
5 საუკეთესო დერბი ისტორიიდან
სულ უფრო მცირე დრო რჩება ტურის და მთლიანად სეზონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მატჩამდე. კვირას, "მანჩესტერ სიტი" სახლში მიიღებს "იუნაიტედს" და შეეცდება ზედიზედ მეოთხედ დაამარცხოს პრინციპული მეტოქე, ხოლო "იუნაიტედი" ჩემპიონატის ლიდერებში დაბურნებას უმიზნებს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ოფიციალურმა საიტმა მოამზადა ვიდეოკოლაჟი სადაც აღწერილია "ცისფრების" სტადიონზე გამართული 5 საუკეთესო დერბი.

"ქამბექის" მეფეები

"მანჩესტერ სიტი" 2-3 "მანჩესტერ იუნაიტედი" | 7 ნოემბერი, 1993 წელი




დავიწყოთ "მეინ როუდზე" გამართული ერთ-ერთი საუკეთესო მატჩით, სადაც როი კინისა და ერიკ კანტონას შესანიშნავი თამაშის წყალობით "იუნაიტედმა" 3 ქულის მოპოვება შეძლო.

"მანჩესტერ სიტის" ენერგიულმა თავდამსხმელმა ნაიალ ქუინმა უამრავი პრობლემა შეუქმნა "იუნაიტედს" და მისი დუბლის წყალობით "ქალაქელები" ორ ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ შესვენებაზე.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ერიკ კანტონამ ისარგებლა მასპინძლების საშინელი შეცდომით და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. დიდი გარჯა მოუწია პიტერ შმეიხელსაც, რომელმაც დევიდ უაითის დარტყმული მოიგერია და სტუმრები თამაშში დატოვა.

გამათანაბრებელი გოლი ისევ ფრანგმა თავდამსხმელმა გაიტანა რაიან გიგზის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ. გადამწყვეტი გოლი კი მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე როი კინმა შეაგდო, მან დროულად მოახერხა დენის ირვინის მიერ გაკეთებული გამჭოლი პასისთვის მიმართულების შეცვლა.

შეუჩერებელი რაიანი

"მანჩესტერ სიტი" 2-3 "მანჩესტერ იუნაიტედი" | 6 აპრილი, 1996 წელი




"წითლებმა" კიდევ ერთხელ მოახერხეს ტაბლოზე 3-2 ანგარიშის დაფიქსირება, ამჯერად 1995/96 სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედს" "ქამბექი" არ შეუსრულებია, ეს მატჩი მაინც დასამახსოვრებელი აღმოჩნდა რაიან გიგზის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით.

ერიკ კანტონამ პირველივე წუთებზე მოახერხა "იუნატედის" დაწინაურება თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხა ქართველმა დებიუტანტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასპინძლების სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა, რადგან გაშვებულ გოლს უცებვე უპასუხა ენდი კოულმა.

მეორე ტაიმში იუე როსლერმა შესანიშნავი დარტყმით კვლავ აღადგინა წონასწორობა, თუმცა ბოლო წერტილი ამ მატჩში უელსელმა რაიან გიგზმა დასვა, რომელმაც ბოლო წუთებზე შესანიშნავი დარტყმით დაამწუხრა "სიტის" გულშემატკივრები.

სეზონი საბოლოოდ "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო "სიტი" "ჩემპიონშიფში" გავრდა ბურთების ცუდი სხვაობის გამო.

"ჩაახვიე როგორც ბექჰემმა"

"მანჩესტერ სიტი" 0-1 "მანჩესტერ იუნაიტედი" | 18 ნოემბერი, 2000 წელი




ამ მატჩამდე მანჩესტერული დერბი ოთხ-ნახევარი სეზონის განმავლობაში არ გამართულა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ განმეორებულა.

"პრემიერ ლიგაში" ახლად დაბრუნებული "სიტი" ჯერ კიდევ აზრზე არ იყო მოსული, როდესაც დევიდ ბექჰემმა საოცარი საჯარიმოთი აიღო "ქალაქელების" კარი და ეს მატჩის მეორე წუთზე მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩში მეტი გოლი არ გასულა ორივე გუნდს რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა. შესანიშნავად ირჯებოდა "იუნაიტედის" ფრანგი მეკარე ფაბიენ ბარტეზი, ხოლო პოლ სქოუზმა ძალიან ხელსაყრელი მომენტი გაანიავა.

შესაძლოა ამ დროს ფერგიუსონი თმებს იგლიჯავდა სამხრეთ აფრიკაში, სადაც ის თავისი შვილის ქორწილს ესწრებოდა. ბოსს სტივენ მაკლარენი ცვლიდა, რომელმაც "იუნაიტედს" მიყოლებით მეშვიდე გამარჯვება მოაპოვებინა დერბიში.

დანი და გაცამტვერებული "სიტი"

"მანჩესტერ სიტი" 0-2 "მანჩესტერ იუნაიტედი" | 13 თებერვალი, 2005 წელი




2004 წლის მარტში "იუნაიტედი" დამარცხდა "ეტიჰადზე", თუმცა "წითლებმა" შემდეგ ჯერზე შეცდომა აღარ გაიმეორეს და დამაჯერებლად სძლიეს მასპინძლებს.

საკმაო მომენტი ჰქონდა ორივე გუნდს პირველ ტაიმში. პირველად პოლ სქოულზს შეეძლო თავით დაელაშქრა "სიტის" კარი, თუმცა ბურთი კარის ჩარჩოს ასცდა. უქმად არც მასპინძლები ყოფილან და პირველ ტაიმში რობი ფაულერი და სტივ მაკმანამანი ახლოს იყვნენ გოლთან.

ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა თამაში, სანამ უეინ რუნიმ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა მანჩესტერულ დერბიში, მისი დარტყმული ბურთი "სიტის" მცველს რიჩარდ დანს მოხვდა და მცირე რიკოშეტის შემდეგ ბურთი ბადეში აღმოჩნდა.

მეორე გოლის შემთხვევაში ანტიგმირი კვლავ დანი აღმოჩნდა რომელმაც რუნის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ამჯერად გოლი მცველის ანგარიშზე ჩაიწერა.

რუნის "მეასე"

"მანჩესტერ სიტი" 0-1 "მანჩესტერ იუნაიტედი" | 30 ნოემბერი, 2008 წელი




სერ ალექსის შეგირდები "სიტის" სტადიონზე ამაღლებული განწყობით გავიდნენ, რადგან გასულ სეზონში მათ ორივე შეხვედრა დათმეს თანაქალაქელებთან.

"წითლებმა" თავიდანვე აქტიურად შეუტიეს , თუმცა გოლის გატანა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხეს. ჯო ჰარტმა მაიკლ კერიკის დარტყმული ბურთი ვერ გააჩერა და რუნის გოლის გატანის საშუალება მისცა, რომელიც ინგლისელის კარიერაში მეასე გამოდგა.

მეორე ტაიმი ისევ "წითლების" უპირატესობით დაიწყო, თუმცა სიტუაცია შეიცვალა, როდესაც მოედნიდან კრიშტიანო რონალდო გააძევეს ორი ძალიან საეჭვო ყვითელის შემდეგ. პირველად ის სახიფათო ვარდნის გამო გააფრთხილა უებმა, შემდეგ კი მეტოქის საჯარიმოში ხელით თამაშის შემდეგ.

საბოლოოდ "იუნაიტედმა" სეზონი "პრემიერ ლიგის" ტიტულით დააასრულა, ხოლო "სიტი" მეათე ადგილს დასჯერდა.

წყარო: ManUtd.com
სტატიები, ვიდეოები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
1 ნოემბერი 2014 01:24
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
96 ში მაგრა გვაწვალეს ქართველებმა wink wink wink
0
№2
ავტორი: Mufc7
1 ნოემბერი 2014 01:26
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"მანჩესტერ სიტი" 1-2 "მანჩესტერ იუნაიტედი" | 2 ნოემბერი, 2014 წელი
lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2014 01:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ქამბექის" მეფეები


ამდენ მომენტს რომ გააფუჭებ წესით არ უნდა მოიგო ის თამაში, მაგრამ სადაა კანონი.

შეუჩერებელი რაიანი


დავთვალე და ქართველის გოლის მერე 13-14 პასი გაკეთდა. მანამდე კიდევ რამდენი არ ჩანს კადრში ვინ იცის. და გიგზმა რა გაიტანააა

"ჩაახვიე როგორც ბექჰემმა"


ანუ როგორც მივხვდი აქ 0-1 მოვიგეთ ხო? გავასწორებ მაშინ ანგარიშს.

დანი და გაცამტვერებული "სიტი"


ახალგაზრდა რუნი. საერთოდ თუ სწორად მახსოვს რუნი დერბის საუკეთესო ბომბარდირია არა?

რუნის "მეასე""


რამდენი აეღო ჰარტს აბა. ამ წელს საერთოდ ძალიან მაგარი სეზონი გვქონდა. რონალდუ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Vodafone
1 ნოემბერი 2014 01:52
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
RojoDiablo,
კი 11 გოლი აქვს, ჩარლტონს გაუსწრო მაშინ დუბლი რო გაიტანა 2-3 ზე
0
№5
ავტორი: DiMaria
1 ნოემბერი 2014 02:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ამ ღამით ძალიან მეზარება ამის ყურება, მაგრად მეძინება და მაგიტომ. ხვალ ვნახავ აუცილებლად.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
1 ნოემბერი 2014 02:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაბრუნდი გიუშ? megustamucho

ქინქლაძეს გამოჩენა გამისწორდა ვიდეოში, ყაველაშვილმა შმეიხელს ტვინის შერყევა მიაღებინა wink

გიგზმა იმენა ყველა მატჩი ითამაშა ყველაფერს მოესწრო ტიპი. კანტონას რა პასი დაუდო 93 წლის დერბიში, ეგ ყველაზე გამორჩეული იყო აქედან

ისე სქოულზის ბოლო წუთზე გატანილი გოლით რომ მოვიგეთ ეგეც ძალიან მაგარი დერბი იყო
0
№7
ავტორი: Vodafone
1 ნოემბერი 2014 02:31
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
გიორგი,
რავი, ვცდილობ wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top