თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2014, 20:18
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1910,
კომენტარები: 10
სქოულზი:"დერბი დიდი გამოცდაა ბევრი მოთამაშისთვის"
პოლ სქოულზის გრაფა
სქოულზი:
დერბიში გამარჯვება "იუნაიტედისთვის" ყოვეთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება. ეს პირცელი სერიოზული გამოცდაა ლუკ შოუს, ანხელ დი მარიასა და რადამელ ფალკაოსთვის - ამ თამაშის წაგება უბრალოდ არ შეიძლება.

მე ისევ დავუბრუნდი მინდორს, მას შემდეგ რაც დავასრულე კარიერა და მაშინვე მანჩესტერულ დერბის თამაში მომიწია. ეს იყო ინგლისის თასის გათამაშების მესამე რაუნდის მატჩი "ეტიპადზე", 2012 წლის იანვარში. მას შემდეგ მახსოვს მაიკ ფელანის სიტყვები, რომელიც ჩემს გვერდით იდგა, როდესაც ვემზადებოდი განაპირა ხაზთან მოედანზე შესასვლელად, მე ნანი უნდა შემეცვალა.

"ესეც ასე პოლ" -თქვა მან - "ეს არის ის, რაც გინდოდა". მაიკს ძალიან კარგი სარკასტული იუმორი აქვს და იმ მომენტში აშკარად დამცინა. მე 37 წლის ვიყავი. ბოლოს მაღალ დონეზე 7 თვის წინ ვითამაშე. ეს იყო მანჩესტერული დერბი, თანაც იმ პერიოდში როცა ქალაქალები უკვე დიდ წინააღმდეგობას გვიწევდნენ. საერთოდ რას ვაკეთებდი იქ?

მატჩამდე3 კვირის განმავლობაში 21-წლამდელების გუნდში ვვარჯიშობდი უორენ ჯოისთან, მაგრამ ჩემი დაბრუნება საიდუმლოდ რჩებოდა. დერბიმდე 1 დღით ადრე ჩემთან სერ ალექსი მოვიდა და მითხრა, რომ "სიტისთან" გასამართი შეხვედრის განაცხადში ვიქნებოდი სათადარიგოთა შორის, მაგრამ მე ამის შესახებ არავისთვის არ უნდა მეთქვა. საქმე ისე დაიგეგმა, რომ იმ საღამოს სასტუმროში მაგიდასთან უნდა ვმჯდარიყავი გუნდის პერსონალთან ერთად და არა მოთამაშეებთან.

როდესაც მე მოედანზე შევედი "სიტი" კაცნაკლული იყო და ჩვენ ვიგებდით 3-1. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეცდომის გამო მეტოქემ გოლი გაგვიტანა მატჩი ჩვენ მოვიგეთ, 3-2. მანჩესტერული დერბი ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემთვის, მაშინაც კი, როდესაც ცისფერები არ ითვლებოდნენ ჩვენ კონკურენტებად. კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩემთვის არის 2010 წლის აპრილში, ბოლო წუთზე გატანილი გოლი "სიტის" კარში, "ეტიჰადზე".

ჩემი 1 წლიანი შესვენების დროს, 2011 წელს "იუნაიტედმა" საშიანო მატჩი 1-6 დათმო თანაქალაქელებთან. მე ვესწრებოდი ამ მატჩს და ასეთი მატჩის შემდეგ თავი ძალიან საძაგელი ადამიანი მეგონა. თუმცა ეს ფეხბურთია, ცხოვრება გრძელდება. "სიტისთან" გამარჯვება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება "იუნაიტედისთვის" - ეს ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს.

ცისფერები მოქმედი ჩემპიონები არიან და ჩავარდნის მიუხედავად ისინი ყველა გუნდს დიდ გამოცდას მოუწყობენ, მითუმეტეს საკუთარ მოედანზე. დავიდ სილვა და სერხიო აგუერო უდავოდ ძალიან საჭირო მოთამაშეები არიან, მაგრამ ჩემი აზრით დღევანდელ "სიტიში" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა არგენტინელი პაბლო საბალეტაა. იგი დამსახურებულად გახდა ბოლო ორი წლის საუკეთესო განაპირა მცველი პრემიერ ლიგაში.

იმის გათვალისწინებით, რომ მოგება აუცილებელია "იუნაიტედისთვის", საკვირაო შეხვედრაში ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება არგენტინელს ახალგაზრდა ლუკ შოუ. უკეთესი გამომცდელი შოუსთვის არ არსებობს. თუ "იუნაიტედს" დადებითი შედეგის მიღწევა სურს, შოუმ უნდა გააჩეროს საბალეტა და უნდა აიძულოს თავად გაისარჯოს დაცვაში.

სქოულზი:"დერბი დიდი გამოცდაა ბევრი მოთამაშისთვის"

მე ყოველთვის ძალიან ვაფასებდი არგენტინელ მცველს. უკანასკლენ დებიში, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა და რომელშიც 1-0 დავმარცხდით, საბალეტა უბრალოდ შეუდარებელი იყო. ის მუდამ ჩვენს ზურგს უკან იყო და უამრავ პრობლემას გვიქმნიდა.

საინტერესო იქნება ვის დააყენებს მანუელ პელეგრინი მარჯვენა ნახევარმცველად. თუ შეიქმნება საბალეტა-მილნერის დუეტი, მაშინ ანხელ დი მარიას აუცილებლად მოუწევს უკან დაბრუნება დაცვის დასახმარებლად. თუ "იუნაიტედი" საკმარის ყურედღებას არ მიაქცევს მილნერს ან მის ადგილას მდგარ სხვა ფეხბურთელს, ლუკ შოუ დაიჩაგრება.

სილვა - ძალიან კრეატიული ფეხბურთელია. აგუერო აუცილებლად გაგიტანს, თუ მას თუნდაც 1 მეტრს მიცემ თავისუფალს. მიუხედავად ამისა, ზუსტად საბალეტა ითვლება დამრტყმელ ძალად, როდესაც მთლიანად გუნდი კარგ ფორმაშია. ის არ ერიდება თავდასხმაში წასვლას და ამავდროულად არის შესანიშნავი დამცველი.

ჩემი დამოკიდებულება ცისფერების მიმართ არ შეცვლილა "ვესტ ჰემთან" და "ნიუკასლთან" მარცხის მიუხედავად, ჩემი აზრით ისინი ძალიან ძლიერები არიან და საშიშები.

მე პირველად არ ვამბობ რომ, მათი ნახევარდაცვა არ არის ისეთი ორგანიზებული, როგორიც უნდა იყოს. ისინი არ იღებენ მაქსიმუმს იაია ტურესგან. მე ის ისევ მიმაჩნია ძალიან ძლიერად. იაიას შეუძლია ნებისმიერ დროს აფეთქდეს და ეს დიდი ალბათობით კვირას მოხდება.

რაც შეეხება "იუნაიტედს", პირველ საკვანძო ცვლილებას, რასაც მე გავაკეთებდი, ეს არის უეინ რუნი - ხუან მატას ნაცვლად. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ გააკეთებს იგივეს ლუი ვან გაალი. მომეჩვენა, რომ მატა ამოვარდნილი იყო თამაშიდან "ჩელსისთან", ის გადაღლილი გამოიყურება. რუნის კი მშვენიერი რეკორდი გააჩნია "სიტისთან" შეხვედრებში, ის უბრალოდ აუცილებლად უნდა იყოს მოედანზე.

"იუნაიტედმა" საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს რადამელ ფალკაოს შესახებ. მას არ მიეცა შანსი რამდენიმე მატჩში მიეღო მონაწილეობა, რათა აღიდგინოს ოპტიმალური ფორმა და დაიწყოს სტაბილურად გატანა. მან გაიტანა "ევერტონთან" შემდეგ შეცვალეს და უკვე შემდეგ მატჩზე "ვესტ ბრომთან" არ ყოფილა ძირითად შემადგენლობაში. "ჩელსისთან" მატჩის წინ კი დაზიანება მიიღო და საერთოდ ვერ შეძლო გუნდის დახმარება. კოლუმბიელის კარიერა მანჩესტერში არაერთგვარად წარიმართა. მას აუცილებლად უნდა მიეცეს დრო, რომ დაიბრუნოს ძველი ფორმა.

ასეთი მატჩები დიდხანს ამახსოვრდებათ ორივე გუნდის გულშემატკივრებს. ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არაინ - ლუკ შოუ, რადამელ ფალკაო და ანხელ დი მარია, პირველად გაუგებენ გემოს მანჩესტერულ დერბის.

წყარო: carrick.ru
სქოულზის გრაფა
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
31 ოქტომბერი 2014 21:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტურე არ იქნება პოლ winked სიტი რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება ამას მანჩესტერულ დერბიში, ესეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს, მითუმეტეს როცა სახლშია ბევრი რამ შეუძლია მაგრამ მჯერა რო მოვიგებთ

რუნი ბრუნდება, ფალკაოც უნდა იდგეს ძირითადში და პირველივე მანჩესტერულ დერბიში უნდა შეაგდოს. ჩემი აზრით ბოლო ორი წლისგან განსხვავებით ბევრად უკეთესი ნახევარდაცვის ცენტრი გვყავს წელს და თამაში განსხვავებული იქნება, თან ტურც არ ეყოლებათ
0
№2
ავტორი: Wardell
31 ოქტომბერი 2014 21:28
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
იქნება ტურე გიო და ფალკაო არ იქნება სამაგიეროდ :(((((
0
№3
ავტორი: Mufc7
31 ოქტომბერი 2014 21:39
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რამდენი ხანია ფალკაოს ველოდებოდი არადააა:((((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
31 ოქტომბერი 2014 21:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
lashavk6,
უეჭველი? რა ცხოველია ეგ ჩემისა ხო დაიმტვრა? wink
0
№5
ავტორი: Wardell
31 ოქტომბერი 2014 21:42
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
რავი პელეგრინიმ ეგრე თქვა მცირე პრობლემა აქ მარა ითამაშებსო და რავიცი მე არ მინახავს არსად :D :D :D
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 ოქტომბერი 2014 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ზაბალეტა კარგი მცველია ნამდვილად, მაგრამ რავიცი ამდენ ყურადღებას თუ დაუთმობდა პოლი არ მეგონა. არც ჩვენ გვყვავს ნაკლები მარჯვენა მცველი და არც კლიშის ( ან კოლაროვს) დაადგება კაი საქმე. ნუ რუნი რო იქნება მაგაზე ორი აზრი არააა. მოკლედ რო ვთქვათ არავის არ აქვს იმის ფანტაზია რო ადვილი თამაში გველის, მაგრამ შანსი არაა რო წინა თამაშებმა სიტიზე გავლენა არ მოახდინოს...
0
№7
ავტორი: Macklemore
1 ნოემბერი 2014 00:04
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ეჰჰ პოლ, ძალიან აკლიხარ გუნდს.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2014 00:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ხვალ წავიკითხავ ამას. წამართვა კაცმა საქმე და რამე მეც ხომ უნდა გავაკეტო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: DiMaria
1 ნოემბერი 2014 02:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
RojoDiablo,
მეც ხვალ შემოგიერთდები.
0
№10
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2014 11:22
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვეთანხმები პოლს საბალეტასთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებაში. ნამდვიილად ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში. საკმაოდ კარგად გამოიყურება შეტევებში და არანაკლებ დაცვაში.

რუნი მატას ნაცვლად მეც მგონია რომ დაჯდება, მაგრამ მეორე ვარიანტიც არსებობს. ფალკაო ნმადვილად არ იქნებაო და პერსის გვერდით რომ დააყენოს რუნი და მათ უკან მატა არც ეგაა გამორიცხული. თუმცა ლუი რას გადაწყვეტს გააჩნია.

ფალკაოს საქმე ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩვენთვის დაბადებულია თქო და ვერც იმას, რომ არ მოგვერგო თქო. ჯერ თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.

პოლის ის გოლი ბოლო წუთზე კი მახსოვს. მაგ წელს სახლშიც ოუენის გოლით ბოლო წუთზე მოვიგეთ. მოკლედ სიტი გავამწარეთ ბოლო წუთებზე, მაგრამ ჩემპიონები ვერ გავხდით. "ბლექბერნთან" ნათამაშევმა ფრემ გააფუჭა ყველაფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top