თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2014, 08:33
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1731,
კომენტარები: 7
მანჩესტერული დერბი: ჯეიმი კარაგერი მანჩესტერული გუნდების შესახებ
ჯეიმი კარაგერი საკვირაო მატჩზე
მანჩესტერული დერბი: ჯეიმი კარაგერი მანჩესტერული გუნდების შესახებ
როგორი შთაბეჭდილება დატოვა "იუნაიტედმა", "ჩელსისთან" გამართულ შეხვედრაში?

"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში რამდენიმე ძალიან კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ ეს თამაშები იყო ისეთ გუნდებთან, რომლებთანაც ამას ყველა ელოდა, თუმცა ის რამაც მე გამაოცა "ჩელსისთან" მატჩში, იყო ის თუ როგორი წინააღმდეგობა გაუწიეს "წითლებმა" პრემიერ ლიგის ლიდერებს. მართალია არც ერთი წამით არ მიფიქრია რომ ლონდონელები დამარცხდებოდნენ, მაგრამ "იუნატედი" აგრძელებდა ზეწოლას, ჰქონდათ უპირატესობა ბურთის ფლობაში და ქმნიდნენ ძალიან სახიფათო მომენტებს."

მარუან ფელაინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო საკვირაო თამაშში, მეთანხმებით?

"დიახ, მან ბოლო ორ თამაშში ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა. ის შემოვიდა და გაიტანა ულამაზესი გოლი ორშაბათს. "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო კვირას. მან გაანეიტრალა სესკ ფაბრეგასი და ამასთანავე შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა. ვფიქრობ ბელგიელმა კიდევ უნდა მოუმატოს და რეგულარულ სათამაშო დროს მიიღებს, მაიკლ კერიკთან და ანდერ ერერასთან ერთად კარგი არჩევანი იქნება მოედნის ცენტრის გასაძლიერებლად."

უნდა ველოდოთ თუ არა "სიტისგან" განსხვავებულ "ჩხვლეტას"?

"რა თქმა უნდა, იქნება უფრო მეტი ზეწოლა "ეტიჰადზე", ამიტომ მე რუნის დავაყენებდი მატას ნაცვლად. ხუანი ძალიან ჭკვიანურად და დისციპლინირებულად თამაშობდა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ "სიტისთან" შენ მაინც გჭირდება სიძლიერე და აგრესია, რაც უეინს ნამდვილად არ აკლია. ყველამ კარგად იცის რომ "სიტი" ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, იაია ტურე და ფერნანდო მოედნის ცენტრში, ორი ძალიან მაღალი მცველი და ედინ ჯეკო წინ. გასულ სეზონში ლურჯებმა 4-1 დაამარცხეს თანაქალაქელები და ეს მეტწილად იმის ხარჯზე გააკეთეს რომ, გადათელეს "იუნაიტედის" ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელები. რუნი გთავაზობს სიძლიერეს და ოსტატურ თამაშს ერთდროულად, ამიტომ მე ვერ ვხედავ საბაბს თუ რატომ არ უნდა იყოს იგი ძირითადში."

რატომ აქვს ჩავარდნა "სიტის" ამ მომენტში?

რადგან ისინი დაცვაში გამოიყურებიან სუსტად და უშვებენ ბევრ გოლს. "ვესტ ჰემის" მენეჯერმა სემ ელერდაისმა მატჩის შემდეგ, წარმატების "რეცეპტი" გაამხილა და თქვა რომ მან მიზანში ამოიღო, ახალგაზრდა ელიაკიმ მანგალა, რომელიც გუნდის ახალწვეულია. საინტერესო იქნება შეინარჩუნებს თუ არა ფრანგი ადგილს ძირითადში, არის შესაძლებლობა მისი ადგილი, გამოცდილმა, მარტინ დემიკელისმა დაიკავოს. ბევრი ითქვა პელეგრინის 4-4-2 და ვან გაალის 4-3-3 ტაქტიკებზე, შექმნის მოედნის ცენტრში ერთით მეტი მოთამაშე უპირატესობას? სავარაუდოდ რუნი დაიწევს უკან მაგრამ გადაჭრის ეს პრობლემას? თუ ტურე დაეპატრონება ცენტრს? არავინ იცის. ვფიქრობ თამაშში ბევრი გოლი გავა და ჩემი აზრით "სიტის" მოგების მეტი შანსი აქვს, მაგრამ თანაბარ თამაშს ველი."

"სიტის" რომ ჰქონდეს შესაძლებლობა "იუნაიტედის" ერთი ფეხბურთელი საკუთარ სასტარტო შემადგენლობაში დააყენონ, რას ფიქრობ ვინ იქნება ის?

"დი მარია იქნებოდა აშკარა არჩევანი. მისი კარიერა "იუნაიტედში" ფანტასტიურად დაიწყო და ახლაც, როდესაც არგენტინელი ბურთს იღებს ყოველთვის რაიმე გრანდიოზულის მოლოდინში ხარ. როგორც უკვე ავღნიშნე "სიტის" დაცვაში უჭირს, მაგრამ მათ ერთი ცენტრალური მცველი მაინც ჰყავთ, რომელსაც შესაძლოა დაეყრდნონ, აი რაც შეეხება "იუნაიტედს" მათ არცერთი ცენტრალური მცველი არ ჰყავთ მაღალი დონის. რომ არა დი მარია, სავარაუდოდ დავასახელებდი ლუკ შოუს, რამეთუ არც კოლაროვი და არც გაელ კლიში არ არიან თავის პოზიციაზე საუკეთესოები. რაც შეეხება შოუს დარწმუნებული ვარ 1-2 წელში იგი პრემიერ ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველი იქნება."

ვის მხარეს დადგებოდი, ვან პერსის თუ აგუეროს? რომელ მათგანს იყოლიებდი გუნდში?

"რა თქმა უნდა, აგუეროს. მას აქვს საუკეთესო მაჩვენებელი პრემიერ ლიგის ისტორიაში, საშუალოდ გატანილ გოლებში და ამ სეზონშიც უკვე 8 გოლი გაიტანა 9 მატჩში. მართალია რობინ ვან პერსის მუდმივად ტრამვები უშლიდა ხელს და იმ მწვერვალს ვერ მიაღწია რაც თვითონ სურდა, მაგრამ მე მაინც არგენტინელს ვამჯობინებ. სუარესის წასვლის შემდეგ სწორედ სერხიო არის პრემიერ ლიგის საუკეთესო შემტევი."

არის თუ არა ეს მატჩი "სიტისვის" უფრო მნიშვნელოვანი?

"აუცილებლად უნდა დაგეთანხმოთ, რადგან სხვაობა ლიდერთან უკვე ექვსი ქულაა, რაც დამეთანხმებით უკვე საკმაოდ რთული აღმოსაფხვრელია, მაგრამ თუ წარუმატებლობის შემთხვევაში გახდება 8 ან 9 უკვე თითქმის შეუძლებელი იქნება "ჩელსის" დაწევა. "სიტიმ" შარშანაც ცუდად დაიწყო და საბოოოდ მოახერხა ტიტულის მოგება, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდი შარშანდელთან შედარებით ბევრად ძლიერია. თუ "იუნაიტედი" დამარცხდება ოთხეულში მოხვედრა მაინც შესაძლებელი იქნება, მაგრამ თუ "სიტი" დამარცხდება ტიტულისთვის ბრძოლას თითქმის გამოეთიშება, რადგან "ჩელსი" არაა "არსენალის" კალიბრის გუნდი, რომელმაც შეიძლება სეზონი ძალიან კარგად დაიწყოს და შემდეგ ჩაფლავდეს."


წყარო: skysports.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
31 ოქტომბერი 2014 08:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რაღაც ცუდად ილაპარაკა ამან. ჯერერთი აგუერო ვინ არის როცა რუნია პერსის ჯობია ბაზარი არააა მეორეც სიტი არ იყო ჩვენ რო ამოგვიქაჩა 8 ქულა ? მესამეც ჩელსი არ იყო დიდი ანგარიშით იგებდა ყველა თამაშს 10 ტურის განმავლობაში და ბოლოს მეორეზე გავიდნენ. ასე რო რაც ამან ილაპარაკა არამგონია ლოგიკასთან ახლოს იყოს რადგან ეს პრემიერ ლიგააა სადაც ყველაფერი ხდება
0
№2
ავტორი: RojoDiablo
31 ოქტომბერი 2014 09:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მანგალა მართლაც სუსტი წერტილია ჯერ-ჯერობით, მაგრამ არამგონია ეგ დიდხასნ გაგრძელდეს. უბრალოდ ახალია და შეგუება სჭირდება.

red devil,
მაგაში კი გეთანხმები. ზამთრისს შემდეგ შეიძლება ჩელსიმ ისე არასტაბილური მატჩები გამოაცხოს, რომ ყველა გააკვივრვოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 ოქტომბერი 2014 09:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმენა ლივერპულული ლოგიკა აქ ამ კაცს რაა.
0
№4
ავტორი: chudikone
31 ოქტომბერი 2014 10:04
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძალიან მაინტერესებს რა შემადგენლობას გაიყვანს ვან გაალი. ბლინდი აუცილებლად უნდა იყოს. ფელაინის ეხლა დასმა არ შეიძლება, მეტი რაღა გააკეთოს კაცმა. ერერაც საჭიროა, კარგად ამოაქვს ბურთი და ანაწილებს.. მოკლედ იმედია ვან გაალი წარმატების ფორმულას გამოთვლის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Wardell
31 ოქტომბერი 2014 11:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რატო ჩამოგვწერა ესე უცებ და მარტო ოთხეული დაგვისახა ვერ გეტყვით. არ ვეთანხმები რო რომელიმესთვის უფრო მნიშვნელოვანია და მეორესთვის ნაკლებად ეს დერბია!!!!!
0
№6
ავტორი: AkkRed
31 ოქტომბერი 2014 14:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ზამთრის მერე შეიძლება საერთოდ ჩელსიმ წამოიწიოს ქვემოთ ამათ ხო ახასიათებთ ისეტ მომენტში ჩაისვრიან ხოლმე რო გაგაოგნებენ no იუნაიტედზეც რაც თქვა ამის ბოღმიანი ჯერარდობა გავაჯანჯღალე love
0
№7
ავტორი: GeorgeBest
31 ოქტომბერი 2014 15:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართალია არც ერთი წამით არ მიფიქრია რომ ლონდონელები დამარცხდებოდნენ


არც იმაზე ფიქრობდი ხოლმე შენ კარში რო გოლებს იტანდი მარა ბომბარდირი კი ხარ winked ყველამ როგორ ჩამოგვწერა, პრემიერ ლიგის ლიდერებთან იუნაიტედის ასეთ თამასს არ ელოდნენ. რა დღე დაგვიდგა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top