თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2014, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1934,
კომენტარები: 6
ბლეკეტი: "მანჩესტერი ჩემთვის ყველაფერია"
ბლეკეტი ამაყია, რომ მანკუნიანელია.
ბლეკეტი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, ტაილერ ბლეკეტი აცხადებს, რომ "იუნაიტედში" თამაში მისი ოცნება იყო.

"იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა პირველი გუნდის რიგებში რამდენიმე მატჩი ჩაატარა და ქომაგს თავი დადებითად დაამახსოვრა.

"ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. მე მანჩესტერში გავიზარდე და "იუნაიტედში" თამაში ოცნების ახდენას ჰგავს. იმედი მაქვს, კლუბისთვის სარგებლის მოტანას გავაგრძელებ."

"ადგილობრივობა დამატებითი ზეწოლა არ არის, მაგრამ ამას ვეჭიდები. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ვიცი რას ნიშნავს ეს კლუბი. არასწორად ნუ გამიგებთ, უცხოელმა ფეხბურთელებმაც იციან, რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედი", მაგრამ ადგილობრვს ეს უკეთ ესმის."

"შენ იცნობ ისტორიას და ფეხბურთელებს, რომლებიც შენამდე აქ მოვიდნენ. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავს."


ბლეკეტი შესაძლოა კვირას "ეტიჰადზე" "სიტის" წინააღმდეგ ვიხილოთ.

"მე ჰულმში დავიბადე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. სადაც მე ვცხოვრობ, იქ "სიტის" ქომაგებიც არიან, რომლებთან მცირე უსიამოვნებას განვიცდი, მაგრამ ახლა უფრო უკეთესია მათ გვერდით ყოფნა. ისინი უფრო მრავალრიცხოვანი გახდნენ ბოლო პერიოდში."

"ჩემს ოჯახში ყველა "იუნაიტედს" ქომაგობს და მას წლების განმავლობაში უყურებს. მანჩესტერის ორივე მხარის ქომაგთა ყოფნა მოედანზე თამაშს დიდებულ ატმოსფეროს სძენს. დერბი უდიდესი შეხვედრაა."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
31 ოქტომბერი 2014 09:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაგრამ ახლა უფრო უკეთესია მათ გვერდით ყოფნა


good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 ოქტომბერი 2014 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აფსოლიტურად ვეთანხმები, ადგილობრივისთვის სულ სხვაა მანჩესტერში თამაში. კარგი მცველია ნამდვილად და იმედია მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.
0
№3
ავტორი: chudikone
31 ოქტომბერი 2014 09:54
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩემი აზრით ცენტრში როხოს ეს ჯობია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: GeorgeBest
31 ოქტომბერი 2014 15:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"ჩემს ოჯახში ყველა "იუნაიტედს" ქომაგობს და მას წლების განმავლობაში უყურებს

ბედნიერი კაცია მამამისი wink
0
№5
ავტორი: Macklemore
1 ნოემბერი 2014 00:09
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მაგარი კაცია ბლეკეტი. მგონია, რომ რიოს დონეზე ავა.
0
№6
ავტორი: DiMaria
1 ნოემბერი 2014 02:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩემთვისაც ყველაფერია ტაილერ. დმაიჯერე აბსოლუტურად ყველაფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top