თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2014, 13:00
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2410,
კომენტარები: 14
"სიტი" დერბის დანაკლისებით ხვდება
მანუელ პელეგრინი დიდი პრობლემის წინაშეა.
მანუელ პელეგრინი აღიარებს რომ მის გუნდში თვითრწმენის კრიზისი სუფევს. პრემიერ ლიგის ამჟამინდელი ჩემპიონები გუშინ ღამით სამარცხვინოდ გამოეთიშნენ Capitan One Cup-ის გათამაშებას და დაკარგეს ორი წამყვანი ფეხბურთელი.

პელეგრინის გუნდი მესამე მატჩია გამარჯვებას ვერ აღწევს. მათ ფრე ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში "ცსკ"-ს წინააღმდეგ, იწვნიეს მარცხი პრემიერ ლიგაში "ვესთ ჰემთან" და გამოეთიშნენ სათასო შეხვედრას "ნიუკასლის" მატჩის შედეგად. პრემიერ ლიგის ცხრილში კი პირველადგილოსან "ჩელსის" 6 ქულით ჩამორჩებიან.

"რა თქმა უნდა ჩვენ სანერვიულოდ გვაქვს საქმე." აცხადებს პელეგრინი. "ჩვენ ვერ მოვიგეთ ვერცერთი მატჩი ამ კვირაში. ამაზე უნდა ვღელავდეთ, მაგრამ ამასთანავე გამოსავალი მოვნახოთ. ვგრძნობ რომ კარგად არ მიგვდის თამაში. რთული პერიოდი გვაქვს. აშკარად იგრძნობა ნდობის ნაკლებობა."

"ჩვენ ორი მარტივი გოლი გავუშვით და საპასუხოდ ვერ გავიტანეთ. ძალიან ადვილად ვიღებთ გოლს საკუთარ კარში და ვერ გაგვაქვს. ეს ხდება მაშინ, როდესაც გუნდში უნდობლობაა."


დავიდ სილვას მუხლის ტრავმა აწუხებს, ხოლო იაია ტურეს მყესი აქვს დაზიანებული, რამაც შესაძლოა ეს ორი ფეხბურთელი დერბის მიღმა დატოვოს.

"ჩვენ ხვალ ვნახავთ ექიმს და ამის მერე გავაკეთებ კომენტარს. ახლა არაფრის თქმა შემიძლია." განაგრძობს პელეგრინი. "დავიდს პრობლემა აქვს მუხლზე, მაგრამ ჯერ არ ვიცი რამდენად სერიოზულია ის. იაიას მყესი აქვს გადაღლილი, ასე რომ არ მინდა სერიოზულ რისკზე წავიდე."

ჩილელმა მწვრთვნელმა საკუთარი გადაწყვეტილება, რომელიც სილვას სასტარტო შემადგნლობაში დაყენებას გულისხმობდა, გაამართლა იმით, რომ მან იცოდა იმის შესახებ რომ ესპანელი სრულ მწყობრში იყო.

"არავითარი მიზეზი არ არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სილვას არ მიეღო მონაწილეობა მატჩში. ჩვენ ოთხშაბათს ვითამაშეთ და მას ოთხი დღე ჰქონდა გამოსაჯანმრთელებლად. ასე რომ ის სრულიად მზად იყო თამაშისთვის. შესაძლოა სრული მატჩის ჩატარებას არ აპირებდა, რადგან მატჩის ბოლოს ნასრით მის შეცვლას ვგეგმავდი." დაასრულა პელეგრინიმ.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 ოქტომბერი 2014 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მშვენიერ დროს ჩავდივართ ეტიჰადზე. იმედია ტურე და სილვა არ იქნებიან winked

უეჭველი 3 ქულ გვინდა!!!
0
№2
ავტორი: Mufc7
30 ოქტომბერი 2014 13:12
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ბედი გვაქვსო, ჩვენ უნდა ვთქვათ wink 3 ქულას ველი am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: VaRdo
30 ოქტომბერი 2014 13:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Mufc7
ბედი გვაქვსო, ჩვენ უნდა ვთქვათ 3 ქულას ველი


ისეთი მაგარი ბედი გავქვს რომ ყოველ ტურში და ყოველი ვარჯიშის წინ ვიღაც გვეჩეხება. wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: Mufc7
30 ოქტომბერი 2014 13:58
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
VaRdo,
wink ძალიან მაინტერესებს, ასეთს რას ვარჯიშობენ wink ცალი თვალით მაინც შემახედა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: deqstera
30 ოქტომბერი 2014 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
არავინ ართქვას რო ჯობია ყავდეთ და ისე მოვუგოთო, იმედია არც ეს წყვილი იქნება და აგუეროსაც დისკვალიფიკაციას აარ***ვენ!!! მაინც არიქნება ადვილი გასეირნება მაგრამ ეს სამეული მთავარი დამრტყმელი ძალაა სიტისთვის!!!
0
№6
ავტორი: RojoDiablo
30 ოქტომბერი 2014 15:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ცსკას ვერ მოუგეს, ვესტ ჰემთან წააგეს, ნიუკასლთან წააგეს.საერთოდ ასეთი თამაშების მერე უფრო მონდომებული ხდება გუნდი, მაგრამ განა რამე ზედმეტი მოტივაცია არის საჭირო დერბიში? მეოთხე წარუმატებელი მატჩი კვირას ვაგემოთ. სილვა დიდი ძალაა, ტურე მითუმეტეს და აგუერო ხომ საერთოდ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Malboro463
30 ოქტომბერი 2014 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
სილვა დაუბრუნდათ. ტურე მაგრად დაკლდებათ
0
№8
ავტორი: GeorgeBest
30 ოქტომბერი 2014 17:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტურე ვერაა ფორმაში როგორც სჩვევია მარა ყველაზე მაგრად მაგის არყოფნა მიხარია

მაგ კაცს ვერაფერი მოვუხერხეთ იმენა. ბლინდი–ფელაინიც იმედი მაქვს, თუ ფელაინი იდგება იმედი მაქვს ისევ კარგად ითამაშებენ და სიტის ჩელსისნაირი ორგანიზებული და კარგი დაცვის ხაზი არ ჰყავს, ფალკაო გვიბრუნდება, რუნიც იმედია დი მარიაც ნორმალურად ითამაშებს დ აუნდა გავარღვიოთ რა
0
№9
ავტორი: Rosso Diavolo
30 ოქტომბერი 2014 21:19
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მართლა ძაან გაგვიმართლა. სამი ქულა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ
0
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
30 ოქტომბერი 2014 22:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იაია იმედია არ იქნებაააააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top