თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2014, 10:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1618,
კომენტარები: 6
კოული: "დერბი უფრო პრინციპული გახდა"
ენდი კოულის თქმით, დერბიმ უფრო მეტი პრინციპულობა შეიძინა.
კოული:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი, ენდი კოული აცხადებს, რომ მანჩესტერულ დერბის უფრო მეტი პრინციპულობა შეემატა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" კვირას თანაქელების წინააღმდეგ ითამაშებს. ეს მეორე მნიშვნელოვანი დაპირისპირება იქნება ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ.

"წითელმა ეშმაკებმა" წინა ტურში პრემიერ ლიგის ლიდერი, "ჩელსი" მიიღეს (1-1).

"სიტი" ბოლო სამი წლის განმავლობაში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძვის, რაც კოულის აზრით დერბის დამატებით პრინციპულობას მატებს.

"სიტისთან" გამართული ყოველი შეხვედრა განსაკუთრებულია, მაგრამ ახლა მათ დამატებითი მნიშვნელობა ენიჭება."

"სიტი" უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში გვესახება გუნდად, რომელიც ჩემპიონატის მოგებისთვის იბრძვის."

"საერთოდ, ეს ძალიან სასაცილო გუნდია. შეუძლიათ 6-7 მნიშვნელოვანი შეხვედრა ზედიზედ მოიგონ, მაგრამ შემდეგ სუსტ მეტოქესთან მოულოდნელად დამარცხდნენ. ანუ, არასდროს იცი რას უნდა ელოდე მათგან."

"მაგრამ ეს არის გუნდი, რომელშიც უამრავი დიდებული ფეხბურთელი ირიცხება."


ლონდონის "ჩელსის" კარში შეხვედრის მიწურულს გოლი რობინ ვან პერსიმ გაიტანა, რაც მხოლოდ მესამე გატანილი ბურთი აღმოჩნდა ჰოლანდიელისთვის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 შეხვედრაში.

"არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ "ჩელსის" კარში გატანილი გოლი რობინს თავდაჯერებულობას შემატებს. სეზონის სტარტი რთული გამოდგა არა მარტო მისთვის, არამედ მთელი გუნდისთვის."

"დარწმუნებული ვარ, ასე "იუნაიტედი" მხოლოდ თავდაჯერებულობას შეიძენს და მათი საქმეები კარგად წავა. ეს უახლოეს დროში მოხდება."


წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 ოქტომბერი 2014 10:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სიმწვავე არასდროს აკლდა ამ თამაშს. ახლა ცოტა შეიცვალა მდგომარეობა და დღეს ამას საჩემპიონო თამაშს ვერ დაარქმევ განსხვავებით წინა სამი წლისგან, მაგრამ ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა დავუმტკიცოთ მათ, რომ ფული არის მხოლოდ ფული და მისით შენდება კლუბი, მაგრამ არა გუნდი.

მანჩესტერში ერთადერთი გუნდია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
30 ოქტომბერი 2014 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ეგ მართლა სასაცილოები ეგენი. "ვესტ ჰემმა" რა გამახარა წინა თამაშში. ხშირად მოუგეთ ხოლმე რა
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 ოქტომბერი 2014 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სიტი რო არაპროგნოზირებადი გუნდია ეს ამ სეზონშიც მტკიცდება. ყოველშემთხვევაში ბოლომდე იბრძოლობენ და ადვილი თამაში არ გვექნება, მაგრამ ისეთ დროს ვეთამაშებით რო გამარჯვება აუცილებლად ჩვენ უნდა დაგვრჩეს.
0
№4
ავტორი: Mufc7
30 ოქტომბერი 2014 16:03
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დერბი ყოველთვის პრინციპული დაპირისპირება იყო და ყოველი მატჩი იყო იმაზე მეტად ამაღელვებელი, ვიდრე ველოდი. მე მჯერა,რომ ღირსეულ მეტოქეობას გავუწევთ და 3 ქულასაც წამოვიღებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: GeorgeBest
30 ოქტომბერი 2014 17:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"საერთოდ, ეს ძალიან სასაცილო გუნდია. შეუძლიათ 6-7 მნიშვნელოვანი შეხვედრა ზედიზედ მოიგონ, მაგრამ შემდეგ სუსტ მეტოქესთან მოულოდნელად დამარცხდნენ. ანუ, არასდროს იცი რას უნდა ელოდე მათგან."


მითუმეტეს ამ ბოლო სამ თამაშს თუ გადავხედავთ ეგრეა, მაგრამ იუნაიტედთან გაგიჟდებიან ეხლა ხო ვიცი. ტურე, სილვა დამტვრეულები არიან და ძალიან კაია ეგ ჩვენთვის. აგუეროზე არაფერი ისმის მარა ეგეც თუ არ იყო ესეთ ფორმაში მყოფ სიტის უნდ ამოვუგოთ
0
№6
ავტორი: red devil
31 ოქტომბერი 2014 08:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სიტის უნდა მოუგოს ლუიმ დროა უკვე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top