თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2014, 09:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1914,
კომენტარები: 6
შმეიხელი: "მნიშვნელობა შეიცვალა"
პეტერ შმეიხელი "სიტისთან" დაპირისპირების შესახებ.
შმეიხელი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე, პეტერ შმეიხელი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ სიტი" უფრო მნიშვნელოვან კლუბად იქცა, ვიდრე "იუნაიტედი."

ცნობილ დანიელ მეკარეს ორივე გუნდის რიგებში მოუხდა თამაში. 1999 წელს იგი "იუნაიტედის" ცნობილი ტრებლის თანამონაწილე გახდა.

თუმცა, მას მიაჩნია, რომ "სიტიმ" მეზობლებს ძლიერ გადააჭარბა.

"იუნაიტედში" ჩემი პირველი რამდენიმე სეზონის განმავლობაში "სიტისთან" დაპირისპირება არ მესმოდა."

"ლივერპულისა" და "ლიდსის" წინააღმდეგ თამაში უფრო მნიშვნელოვანი იყო."

"ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონია. გასულ წელს მეორედ მოიგეს პრემიერ ლიგა და შესაძლოა ამჟამად შედეგების თვალსაზრისით უფრო დიდ კლუბად ითვლება, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი", ამიტომაც დაპირისპირების მნიშვნელობა შეიცვალა."


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 ოქტომბერი 2014 10:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"მანჩესტერ სიტი" ვერასდროს იქნება უფრო დიდი კლუბი, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი". შედეგები - ეს ცალკე თემაა და მისი მიღწევის საშუალება კიდევ სხვა. როცა ასეთი ვარსკვლავებით სავსე გუნდი ერთ წელს მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო გჯობნის, მეორე წელს კი 11 ქულით ჯობნი, სალაპარაკო აღარაფერი რჩება. ეს არის ქალაქის ფულით სავსე მხარის ერთი პატარა კლუბი და ვერ იქნება იმდენად დიდი, როგორც "იუნაიტედი".
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
30 ოქტომბერი 2014 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
სამ წელიწადში სამი თასი მოიგეს, ჩვენ ერთი და ამიტომ? კარგია, რომ შედეგების თვალსაზრისითო დააყოლა
0
№3
ავტორი: Mufc7
30 ოქტომბერი 2014 10:24
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ძლიერ გადააჭარბა" - რა თამამი განცხადებაა wink მხოლოდ შედეგით არ უნდა განისაზღვრებოდეს მათი სიძლიერე. "სიტის" ვერასდროს ექნება ის ისტორია,რაც ჩვენ გვაქვს. წლებიც რომ გავიდეს მაინც. მიუხედავად, შარშანდელი ჩავარდნილი სეზონისა,მე "სიტის" "იუნაიტედზე" დიდ კლუბად არ ვთვლი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: VaRdo
30 ოქტომბერი 2014 11:20
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
შენც მააც მოაცვავ რა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 ოქტომბერი 2014 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვინ ვინ და აი შმეიხელი კი ამას არ უნდა ამბობდეს რაა...
0
№6
ავტორი: GeorgeBest
30 ოქტომბერი 2014 17:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუმცა, მას მიაჩნია, რომ "სიტიმ" მეზობლებს ძლიერ გადააჭარბა.


areyoukiddingme რითი გადააჭარბა? ბოლო მატჩებში მაგრად გვიჭირს მაგათთან მაგრამ პრემიერ ლიგა ორჯერ ჩვენ მოვიგეთ ბოლო 4 წელში და ორჯერ მაგათ. იმ დღის დედა ვატირე სიტი რო შედეგებით გადაასწრებს იუნაიტედს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top