თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2014, 09:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1932,
კომენტარები: 6
უილსონის ინტერვიუ
ჯეიმს უილსონმა შეკითხვებს უპასუხა.
უილსონის ინტერვიუ
პირველი გუნდი მომავალში რამდენიმე დიდ შეხვედრას ჩაატარებს. რამდენად გაქვთ მათში მონაწილეობის იმედი?

ეს თამაშები სატურნირო მნიშვნელობით და სეზონის მხრივ უმნიშვნელოვანესი მატჩები იქნება. მოედანზე გატარებული ნებისმიერი წუთი, იქნება ეს პირველი გუნდის რიგებში, თუ 21 წლამდელთა გუნდში ფორმის შენარჩუნებაში ძლიერ დამეხმარება.

წინა საშინაო მატჩის დროს, "ევერტონის" წინააღმდეგ მოედანზე 17 წუთი გაატარებთ. რა გამოცდილება მიიღეთ?

დიდებული იყო ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე ყოფნა და მატჩში მონაწილეობის მიღება. ბრწყინვალე იყო.

რას ნიშნავდა თქვენთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელისა და გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელის, რადამელ ფალკაოს შეცვლა?

დიახ, ის მე შევცვალე და გამოსვლის დროს ტაშს უკრავდა, ყურში კი მითხრა: "წარმატებებს გისურვებ". დიდებულია ისეთი თავდამსხმელის შეცვლა, როგორიც ის არის. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია, ასე რომ, მოხარული ვარ.

რა გრძნობაა ისეთი ფეხბურთელების გვერდით ყოფნა, როგორიც უეინ რუნი, რობინ ვან პერსი და რადამელ ფალკაო არიან?

მშვენიერია, ისეთი მსოფლიოს საფეხბურთო სახელების გვერდით ყოფნა, როგორებიც ისინი არიან. ვარჯიშებზე და თამაშებზე თუ უფრო მეტ დროს მივიღებ სათამაშოდ, იმედი მაქვს ჩემს შანს უფრო ფართოდ გამოვიყენებ.

დენი უელბეკის გაყიდვამ და ჩიჩარიტოს იჯარით გაშვებამ თქვენ უფრო მეტი დრო მოგცათ სათამაშოდ - რამდენად მონდომებული ხართ ამ შანსის გამოყენებისთვის?

ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დროა. ორივე მათგანის წასვლამ უდიდესი შესაძლებლობა მომცა. მოედანზე დროის გატარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი განვითარებისთვის 21 წლამდელთა გუნდში თამაში?

ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველ გუნდში ხშირად თამაშის საშუალება არ მეძლევა, ასე რომ ფორმის შენარჩუნებას 21 წლამდელთა გუნდში თამაშით ვახერხებ. შეგიძლია ვარჯიშებზე მატჩები განასახიერო, მაგრამ ის არასდროს იქნება 90 წუთის განმავლობაში თამაშის მსგავსი. ასე რომ, კარგი იქნება თუ 21 წლამდელთა გუნდში დროს მივიღებ.

იმავე დონეზე სეზონს როგორ შეაფასებთ. ის მანჩესტერის თასის გამარჯვებით დაიწყო.

დიახ, ეს კარგი იყო და მითუმეტეს "სიტის" წინააღმდეგ. ფინალური შეხვედრის ნებისმიერ მატჩში 4 გოლის გატანა... მითუმეტეს მანჩესტერის ცისფერი მხარის კარში - ეს ძალიან კარგია.

მუხლი როგორ გაქვთ?

ბრწყინვალედ, კარგად. ტრავმა აღარ მაქვს.

"აკრინგტონთან" შეხვედრაში უილ კინს პირველი გოლი გაატანინეთ, ხოლო მან ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. რამდენად ბედნიერი ხართ მისი დაბრუნების ხილვით მას შემდეგ, რაც ტრავმა აწუხებდა?

დიახ, მას საშინელი ტრავმა ჰქონდა, ამიტომ მოხარული ვარ ასეთი ფეხბურთელის დაბრუნების ხილვით.

ერთმანეთში როგორი დამოკიდებულება გაქვთ - მეგობრები ხართ თუ მეტოქეები?

ჩვენ ვლაპარაკობთ, მეგობრები ვართ! ერთმანეთის წარმატება არ გვწყინს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა თქვენი ჯერია ჰეთ-ტრიკის გასაფორმებლად.

ჰა! კარგი, მე ჩემი გატანილი მაქვს "სიტის" წინააღმდეგ, მას "აკრინგტონის" წინააღმდეგ. კარგი იქნება თუ ასე გაგრძელებას შევძლებთ.

21 წლამდელთა გუნდში თამაშის მთავარი უპირატესობა რა არის?

ფორმაში ყოფნა ფეხბურთში უმნიშვნელოვანესია. სადაც არ უნდა თამაშობდე, 18 წლამდელებში, 21 წლამდელებში თუ პირველ გუნდში, ფორმაში უნდა იყო. შემდეგ, როცა საკუთარ თავს წარმოაჩენ, შეგიძლია მაღალ საფეხურებზე გადაინაცვლო - 18 წლამდელებიდან 21 წლამდელებში და 21 წლამდელებიდან პირველ გუნდში.

ძალიან რთულია, როცა რაიმეს გამოტოვება გიხდება. მაისში ინგლისის 19 წლამდელთა ნაკრების უნგრეთში შეკრება ტრავმის გამო გამოტოვეთ?


ეს სეზონის დასრულების შემდეგ მოხდა და დიახ, ტრავმის გამო დავაკლდი მას, მაგრამ დასვენება კარგი იყო, რადგან გადატვირთული სეზონი გამოდგა. ალბათ, ტრავმებთან ერთად ძალიან რთული და ძალიან ადვილი სეზონი გამოდის. მაგრამ დიახ, ჩემი ქვეყნის ნაკრების რიგებში თამაშის შესაძლებლობის წართმევა ძალიან სამწუხარო იყო.

ტრავმა იყო კლუბის ტურნეს გამოტოვების მიზეზიც?

დიახ, რამდენიმე დღით ადრე ფეხის თითი დავიზიანე. კონტაქტურ ფეხბურთს დიდხანს ვერ დავუბრუნდი და ამის გამო ტურნე გამოვტოვე, რაც უფრო მეტად სამწუხარო იყო, ვიდრე ინგლისის ნაკრების შეკრების გამოტოვება. ყველაფერი ისეა, როგორც ხდება. სეზონის განმავლობაში ნებისმიერი რამ შეიძლება შეგემთხვეს.

იმედია, უფრო ნაკლები ტრავმა გექნებათ... ამ სეზონში რამე მიზანი გაქვთ?

პირველი გუნდის რიგებში თამაში იმდენად, რამდენსაც შევძლებ. ნებისმიერ გუნდში თამაში ჩემი ფორმისთვის კარგი იქნება, ასე რომ რაც შეიძლება მეტი მინდა ვითამაშო.

ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში დაბრუნება თქვენთვის მნიშვნელოვანია?

დიახ, უკანაკსნელად ჰოლანდიაში გაემგზავრნენ, მაგრამ "იუნაიტედის" რიგებში საკმაოდ არ მითამაშია, რათა მათთან ერთად წავსულიყავი.

მაგრამ "სამ ლომთა" მაისურის შემდეგ ჯერზე მორგება თქვენთვის საამაყო იქნება?

დიახ, როცა შენი ქვეყნის რიგებში თამაშობ, შენ ქვეყანას წარადგენ. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია იქ მოხვედრა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 ოქტომბერი 2014 09:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არ ვიცი პასუხების სიმცირე უბრალოდ ინტერვიუს ფორმატია, თუ უილსონს ეზარება ლაპარაკი, მაგრამ ძალიან ცოტას რომ ლაპარაკობს აქ ფაქტია.

თუმცა ერთი რამ კი ნამდვილად ჩანს მის სიტყვებში - მზად არის მოთმენისთვის. მისთვის სირცხვილს სულაც არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პირველი გუნდიდან ისევ დაბალ საფეხურზე გადაინაცვლოს. ძალიან მონდომებულია და თუ ასეთ სურვილს შეინარჩუნებს, შანსი აუცილებლად ექნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
30 ოქტომბერი 2014 10:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძალიან დიდი ნიჭის პატრონია და ამის დაკარგვა არ იქნება. ვიღაც ზანგების მოთრევას ჯობია ამას მისცენ შანსი.
0
№3
ავტორი: red devil
30 ოქტომბერი 2014 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაიბიჭია ნიჭია აქ და თუ სწორად განავითარებს თავის ნიჭს დიდ ფეხბურთს ითამაშებს
0
№4
ავტორი: Mufc7
30 ოქტომბერი 2014 10:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მომწონს ეს ბიჭი,დიდი მომავალი აქვს და ამ ნიჭს გამოიყენებს რომ განავითარებს დიდი, დიდი ფეხბურთელი დადგება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: VaRdo
30 ოქტომბერი 2014 11:27
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კაი ბიჭია ვნახოთ როგორ გამოუყენებს მიცემულ შანს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: GeorgeBest
30 ოქტომბერი 2014 16:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან მაგარი კაცია

ჩიჩას და უელბეკის გაშვება ამისთვის კარგი შანსია და გამოიყენებს კიდეც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top