თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2014, 01:18
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2187,
კომენტარები: 11
პეტერ შმეიხელმა "იუნაიტედის" დაცვა შეაფასა
შმეიხელი ყოფილ გუნდზე
პეტერ შმეიხელმა
წითლების ყოფილი კარის დარაჯი, პეტერ შმეიხელი, "ჩელსისთან" გამართული შეხვედრის მერე აცხადებს რომ, "იუნაიტედის" დაცვის ხაზს დისციპლინა აკლია.

"ორივე გუნდს ძალიან კარგი ახალგაზრდა მეკარე ჰყავს დავიდ დე ხეას და ტიბო კურტუას სახით. მაგრამ მათი სიტუაცია განსხავებულია, იმის მიხედვით თუ როგორ მოქმედებენ მის წინ მცველები. ბელგიელი თამაშობს ძალიან გამოცდილი და ორგანიზირებული დაცვის უკან, ხოლო "იუნაიტედის" დაცვის ოთხეულს კი პირიქით არ ჰყოფნით თავდაჯერება და გამოცდილება. "

მარკოს როხოს და კრის სმოლინგის დუეტი გახდა მერვე ვარიანტი დაცვის ცენტრში, რომელიც ლუის ვან გაალმა სულ რაღაც 9 ტურის განმავლობაში გამოიყენა.

პეტერ შმეიხელმა "იუნაიტედის" დაცვა შეაფასა


"როგორც "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ, კარგად ვიცი, რომ დაცვის ხაზი უნდა მოქმედებდეს როგორც ერთი მთლიანი და არა მარტო დაცვის ხაზი, მეკარეც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა იყოს.

როდესაც თქვენ მეტოქის შეტევას შლით, ან ასე ვთქვათ მონაწილე ხართ დაცვითი ფუნქციებისა, თქვენ რა თქმა უნდა კომფორტულად იგრძნობთ თავს, როდესაც თქვენი კოლეგის ძლიერი მხარეები გეცოდინებათ.

მაგალითად, თუ მე ვთამაშობ ცენტრალური მცველით, მე მინდა ვიცოდე რომელია მათგან უფრო სწრაფი და რომელი უფრო კარგად თამაშობს მეორე სართულზე.

მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, შემიძლია თუ არა კუთხის ისე ჩაკეტვა, რომ მისთვის უსაფრთხო იყოს შემტევის ამა თუ იმ ზონისკენ გაყვანა. სწორედ ეს მოხდა მეორე გოლის დროს, როდესაც კურტუამ აუღო ვან პერსის. ტიბო უკვე ადგილზე ელოდა დარტყმულს.

პეტერ შმეიხელმა "იუნაიტედის" დაცვა შეაფასა

ამ ყველაფრის მისაღწევად აუცილებელია ერთად ხშირი თამაში. წამყვან ევროპულ კლუბებს თუ დააკვირდებით, თქვენ ნახავთ, რომ მათი შეტევის ხაზი უფრო ხშირ როტაციას განიცდის ვიდრე დაცვის, რაც "იუნაიტედში" ნამდვილად არ ხდება."


იუნაიტედის მცველებმა აუცილებლად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა

"კვირას, დავიდ დე ხეამ კიდევ ერთი მშვენიერი მატჩი ჩაატარა, ის ცდილობდა სტაბილურობა შეეტანა დაცვის ქმედებებში: მეკარის მოედანს ყურადღებით აკონტროლებდა, ძალიან კარგად გამოდიოდა და მეტოქის ჩაწოდებულ ბურთს ჭრიდა.

მაგრამ როგორც ჩანს, ვინც არ უნდა ეყენოს ვან გაალს ცენტრალური მცველის პოზიციაზე, არავინაა ლიდერი, რომელიც მყარად იდგება მოედანზე ორივე ფეხით.

როხოს და სმოლინგს არასდროს არ უთამაშიათ ერთად "ჩელსისთან" მატჩამდე, მაგრამ ეს არ იყო მათი ერთადერთი პრობლემა. არ ვარ დარწმუნებული, რომ როხო ცენტრალური მცველია. ის არ ჰგავს ცენტრალურ მცველს და არ გამოირჩევა თავდაჯერებულობით, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამ ამპულის ფეხბურთელს. ის უფრო აგრესიულ მარცხენა მცველს ან ნახევარმცველს ჰგავს, მარკოსი ასეთ სტილში თამაშობს. "ჩელსისთან" მატჩში არგენტინელი აკეთებდა პასებს, რომელსაც აკეთებენ მარცხენა მცველები.

სმოლინგს, რომელიც როხოს გვერდით თამაშობდა, არასდროს ჰქონია პრეტენზია მთავარ ცენტრალურ მცველობაზე "იუნაიტედში". ის ნერვიულობს და არადამაჯერებელობა ეტყობა. მის გვერდით უნდა ითამაშოს ძლიერმა და გამოცდილმა მცველმა, რომელიც მიუთითებს და დაეხმარება. არც ისაა ლიდერი და საერთოდაც არ არის კარგი "იუნაიტედისთვის".

რაფაელის მე-12 წუთზე მიღებული ბარათმა ერთი-ორად გაურთულა ცხოვრება სმოლინგს.

ჟოზე მოურინიოს ტაქტიკა თავიდანვე ნათელი იყო: აზარს ეაქტიურა ფლანგზე, რათა რაფაელს ვერ გაეძლო ზეწოლისთვის. ამ ტაქტიკამ ასე თუ ისე გაამართლა. მატჩის სტარტშივე რაფაელი წამეოგო აზარის ცრუ მოძრაობაზე და დამსახურებული ყვითელიც მიიღო. ახლა როცა ბრაზილიელი გაფრთხილებული იყო გაიზარდა იმის შანსი, რომ განერვიულებული მარჯვენა მცველი კიდევ ერთხელ შემცდარიყო და ნაადრევად დაეტოვებინა მინდორი. ეს კიდევ ერთი თავის ტკივილი იყო კრის სმოლინგისთვის.

პეტერ შმეიხელმა "იუნაიტედის" დაცვა შეაფასა


როგორც მახსოვს, "იუნაიტედი" ყოველთვის მოხერხებული გუნდი იყო, მათ შეტევაში ისეთი რამის მოფიქრება შეეძლოთ, რასაც სხვა გუნდები ვერც წარმოიდგენდნენ, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ შენ ზურგს გიმაგრებს კარგი დაცვა, რომელსაც შეტევის დაშვებული შეცდომით წამოწყებული კონტრ-შეტევის შეჩერება შეუძლია. ახლა კი ფეხბურთელებს ეშინიათ ბურთის დაკარგვის."


წყარო: BBC
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
30 ოქტომბერი 2014 01:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სწორად ილაპარაკა, დაცვის ხაზში დიდი პრობლემებია. 9 ტურში 8–ჯერ რომ იცვლება ცენტრალური მცველები ეს უკვე პრობლემა აბა რა არის. გუნდს უნდა ჰყავდეს ძლიერი და გამოცდილი მცველი და არა ახალგაზრდები ან დაბალი კლასის ფეხბურთელები, რომლებიც ეხლა გვიყრია გუნდში. ამ როხოსი ვაბშე ვერაფერი გავიგე, მარცხენა მცველად თუ დააყენებენ შოუსთან არამგონია რამე შსნი ჰქონდეს, არადა მარცხნივ ბევრად უკეთესია. იმედია მოუნახავენ ადგილს თუ არადა ცენტრალურ მცველად ესე სკამზეც არ იმსახურებს ჯდომას

ბევრი იყო ვინც გაიძახოდა რომ გუნდს ვიდიჩი არ სჭირდებოდა, იმედია ეხლა აღარ არიან. სანამ შემცვლელი არ გამოჩნდებოდა ცუდ ფორმაში მყოფი ვიდიჩიც დიდი ძალა იყო გუნდის დაცვის ხაზში. ეხლა ბევრად უკეთესი იქნებოდა ეგ რომ გვყოლოდა თორემ ჰუმელსზე ოცნება კაია, მაგრამ არავინ მოყავთ და ვლაარებს დავდევთ
0
№2
ავტორი: gilmour
30 ოქტომბერი 2014 01:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მართალია ეს კაცი, დეხეას რომ წინ ორი კარგი მცველი ყავდეს მერე ნახეთ მშრალი სერიები. ვერ ჩამოყალიბდა გუნდი ვინაა ძირითადის მცველები, თან ტრავმებმაც დაგვტანჯა. ზამთარში ერთი მაღალი დონის მცველი თუ არ დავიმატეთ ცუდათაა საქმე. და სმოლინგი ან ევანსი გუნდიდან უნდა წავიდეს.
0
№3
ავტორი: red devil
30 ოქტომბერი 2014 05:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაპიტანი არ უნდა გაეშვათ არ შეიძლება გუნდიდან გაუშვა სამი გამოცდილი მცველი და ერთიც არ დაიტოვო
0
№4
ავტორი: manutd---10
30 ოქტომბერი 2014 08:54
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
გიორგი,
გიო ძმა ამ როხოს მაგივრად ფერდინანდი ან ვიდიჩი ერთი წელი რო გაეჩერებინათ არ ჯობდა? ამას არ ვიძახოდიი??????

და კიდეეე სად ხართ ვინც მიმტკიცებდით რომ როხო ცენტრალური მცველია ჰააააააა? კიდეეე დამიმტკიცებთ?? am
0
№5
ავტორი: RojoDiablo
30 ოქტომბერი 2014 08:56
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გაუშვით ეს კაცი სადმე მატჩის განხილვის ექსპერტად. მიუხედავად იმისა, რომ სმოლინგს არც მე მივიჩნევ "იუნაიტედის" დონის მცველად, ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი და ამას ნუ უარვყოფთ. ორჯერ გადაგვარჩინა როგორც მინიმუმ. რაფაელმა ალბათ ისწავლა "ბაიერნთან" 2010-ში ჩადენილი ქმედებისგან და აღარ აიკიდა მეორე ბარათი. დაცვა რომ არასტაბილურია და გამოსასწორებელი ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, რომელსაც თითქმის ვერ დააბრალებ მწვრთნელს. უბრალოდ ფეხბურთელები არ ჰყავს. ყოველ თამაშზე ახალი ხაზის დაყენებით ნებისმიერი გუნდი ასეთ მდგომარეობაში იქნებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: DiMaria
30 ოქტომბერი 2014 09:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
პეტერ შე ძველო. რა კაი ხედვა გქონია
0
№7
ავტორი: VaRdo
30 ოქტომბერი 2014 11:36
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: gilmour
სმოლინგი ან ევანსი გუნდიდან უნდა წავიდეს.


რეებს წერ? და მერე ვინმემ ტრავმა რომ მიიღოს მე დავდგე ხო მის შემცვლელად? თუ კერიკ იდავწიოთ ისევ დაცვის ცენტრში? ან სად უშვებ ჯერ? სმოლინგიც და ევანსიც გამოსადეგი ფეხბურთელები არიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 ოქტომბერი 2014 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დაცვა რო პრობლემაა ეხლა მაგას არც უნდა ლაპარაკი, იმაშიც ვეთანხმები რო დაცვის ლიდერი არ გვყვავს. იცით რა არიი??? ექსტრა კლასის მცველები ყოველთვის კარგია, მაგრამ მათი გადმობირება რა თქმა უნდა ძნელია, ვინმე ისეთი გვინდა ვინც თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას და არ შეუშინდება არავის და არაფერს. ესეთი შეიძლება არ იყოს ვინმმე ვარსკვლავი, მაგრამ შეეძლება რო სტაბილურად ითამაშოს და დაცვა დააბალანსოს- ასეთი როგორც ჩანს ვან გაალს როხო ეგონა, მაგრამ როხო ჯერ-ჯერობით ვერ ამართლებს იმედებს. რავიცი დაველოდოთ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას, იმედია ერთ კარგ მცველს დავიმატებთ...
0
№9
ავტორი: DimaSanaia
30 ოქტომბერი 2014 15:44
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ვიდიჩმა არავის კითხა ტოვებდნენ თუ არა, წასვლა უნდოდა და წავიდა. არავის გაუშვია. დაეტოვებინათ კაია, ვის არ უნდოდა მაგის დარჩენა მაგრამ არ დარჩა....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№10
ავტორი: GeorgeBest
30 ოქტომბერი 2014 16:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
manutd---10,
ფერდინანდი ვეღარ იყო ვერაფერი. არც ვიდიჩი წყვეტდა ვარსკვლავებს მარა ვიდიჩი ვიდიჩია და დღეს დაცვაში მაგისნაირი არავინ გვყავსი მცველი გაუშვა და როხო მოიყვანო. ევრას პრობლემა მოგვარდა, ჯერ საშინელი სეზონი ჰქონდა ბოლო და შოუ ასკის მიუხედავად ახერხებდა მაღალ დონეზე თამაშს. აი ცენტრზე რა გითხრათ

ვიდამ თავისი სურვილით დატოვა ეგ ვიცი მაგრამ აქ ნახევარი მიმტკიცებდა მაგის ადგილი არ იყო გუნდშიო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top