თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2014, 14:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1924,
კომენტარები: 8
ოუენი დერბიში გატანილ გოლს იხსენებს
მაიკლ ოუენი ხუთი წლის წინ გატანილ გოლს იხსენებს.
ოუენი დერბიში გატანილ გოლს იხსენებს
მაიკლ ოუენი იხსენებს მატჩს, რომელშიც იგი შეცვლაზე შემოვიდა და "იუნაიტედს" "სიტისთან" შეხვედრის მიწურულს გამარჯვების გოლი გაატანინა.

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი აცხადებს, რომ "ხმაურიანი მეზობლების" წინააღმდეგ 4-3 გამარჯვება მის მეხსიერებაში მუდამ დარჩება.

"ოლდ ტრაფორდზე" გადასვლისა და კრიშტიანუ რონალდუსგან 7 ნომრიანი მაისურის მემკვიდრეობით მიღების შემდეგ ოუენისთვის პირველი დერბი წარმატებული გამოდგა.

სწორედ იმ დღეს, ოუენმა "იუნაიტედის" ქომაგების სიყვარული დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერის განმავლობაში "ლივერპულის" მაისურითაც გაუხარებია მერსეისაიდელი ქომაგი.

თავდამსხმელი, რომელიც "რეალის", "ნიუკასლისა" და "სტოკის" რიგებშიც ასპარეზობდა აცხადებს, რომ დერბიში განცდილი ემოცია მისი ცხოვრების განმავლობაში არასდროს დაავიწყდება.

"ძალიან რთულია იმ ემოციების გადმოცემა"

"გოლის შემდეგ მოზღვავებული ემოცია და გრძნობა, რომელიც მომეძალა მხოლოდ უდიდესი ადრენალინის გამოყოფას თუ შეედრება."

"ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო."

"დაემთხვა დროს, როცა "სიტიმ" დიდძალ ხარჯვას მიჰყო ხელი და ფეხს იკიდებდა."

"შეიძლება ვინმემ თქვას, რომ წარსულში ისინი "იუნაიტედის" ხმაურიანი მეზობლები იყვნენ, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი დამარცხება."

"იუნაიტედში" ჩემი კარიერის ადრეულ პერიოდში გოლის გატანა და კლუბის ნაწილად თავის გრძნობა უდიდესი რამ იყო ჩემთვის."

"არსებობს მომენტები, რომელსაც არასდროს ივიწყებ."

"შეიძლება ასობით გოლი გაიტანო, მაგრამ როცა კარიერას ასრულებ - ჩემ შემთხვევაში მაინც - მხოლოდ 20 მათგანი მახსოვს."

"და მხოლოდ 10 მათგანი იჭერს განსაკუთრებულ ადგილს შენს გულში."

"ასეთი იყო თასის ფინალში გატანილი გოლი, ან "სიტისთან" ბოლო წუთზე გატანილი, თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატის ნებისმიერი გოლი. მსგავსი რამ შენ ცხოვრებას ცვლის."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 ოქტომბერი 2014 14:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ფერგის რომ ეს იყიდა ზოგს უკვირდა, ზოგი აკრიტიკებდა და მეთ მათ შორის ვიყავი, ვინც არასწორად მიიჩნევდა "მოხუცი" კაცის მოყვანას. იგივე შემთხვევა იყო კარიერადამთავრებული სქოულზის დროს. მაგრამ თუნდაც ამ ერთი გოლის გამო ღირს მაიკლის მოყვანა გუნდში. ეს დღე ჩემი საყვარელი მატჩია "იუნაიტედის" შესრულებით. დღე, როცა უბრალოდ გავსკდი ყვირილისგან და დავტეხე სახლში რამდენიმე ნივთი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
29 ოქტომბერი 2014 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აუ ეს დღე. ერთი ასეთი მოგება მათ სტადიონზე და ფსიქოლოგიურად დავცემთ. ისე მაგ წელს სქოულზმა გასვლაზეც ბოლო წუთზე გაიტანა :დ
0
№3
ავტორი: GeorgeBest
29 ოქტომბერი 2014 15:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართლა ძალიან მაგარი მომენტი იყო რომელიც ალბათ შევიდა კიდეც ისტორიაში, ერთ–ერტი საუკეთესო დერბი და ყველაზე გამორჩეული

გიგზის პასი იყო მანდ ყველაფერი
0
№4
ავტორი: Best 7
29 ოქტომბერი 2014 18:29
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ლეგენდააა ოუეეენ love
0
№5
ავტორი: SAF
29 ოქტომბერი 2014 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ეს რომ გაიტანა სახლში დავრბოდი და ვღრიალებდი სიხარულით


ესე გოლი იშვიათად გამხარებია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№6
ავტორი: Malboro463
29 ოქტომბერი 2014 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
ყოველი დერბის წინ გახსენება რად უნდა wink
0
№7
ავტორი: achi98
29 ოქტომბერი 2014 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
gun2 ჩვენი წითელი ლეგენდა. თავიდანვე უნდა გადმოსულიყო და უფრო მეტს მიაღწევდა
0
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
29 ოქტომბერი 2014 21:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დაუვიწყარი მატჩი იყო და ამის გოლი ხო საერთოდ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top