თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2014, 11:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2350,
კომენტარები: 12
ვან დერ სარის ინტერვიუ
"იუნაიტედის" ყოფილი მეკარე თავისი ამჟამინდელი სამსახურის, წარსული პერიოდის და სერ ალექს ფერგიუსონის შესახებ საუბრობს.
ვან დერ სარის ინტერვიუ
საკლუბო შეჯიბრებების რვა თასი ჰოლანდიასა და ინგლისში, ჩემპიონთა ლიგის ორი თასი, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული - ეს არის ედვინ ვან დერ სარის 21 წლიანი კარიერის დაუჯერებელი სტატისტიკა, რომელზე შეხედვითაც მას შეუძლია ამაყი და კმაყოფილი იყოს.

თავის 43 წლის ასაკში ჯერ კიდევ ენატრება სტადიონი და სურს სარგებელი მოუტანოს გუნდს, სადაც ყველაფერი დაიწყო მისთვის.

ამჟამად ედვინი ამსტერდამის "აიაქსის" მარკეტინგის დირექტორია და ჩვენ საშუალება მოგვეცა მას ცხოვრებაზე, კარიერაზე და სერ ალექსთან ურთიერთობაზე შევკითხებოდით.

2011 წელი "იუნაიტედისთვის" ჩემპიონატში გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგეთ. მიუხედავად ამისა, მაინც წახვედი. რას აკეთებდი ბოლო სამი წლის განმავლობაში?

კლასიკური გაგებით, ამას კარიერის დასრულებას ვერ დავარქმევდი. ჩემი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ ინგლისში კიდევ რამდენიმე თვით გავჩერდი, შემდეგ კი ჰოლანდიაში დავბრუნდი. თავიდან მინდოდა სამწვრთნელო ხარისხის მიღება და შესაბამისი საქმით დაკავება, მაგრამ შემდეგ ამსტერდამის აკადემიაში "სპორტული მენეჯმენტის" შესწავლას მივყავი ხელი.

თამაშის კომერციული ნაწილის შესახებ ბევრი რამ გავიგე და 2012-ში დავბრუნდი კლუბში, სადაც ყველაფერი დაიწყო - ჩემს "აიაქსში". დირექტორთა საბჭომ კლუბის მარკეტინგის დირექტორის თანამდებობა შემომთავაზა.

შეგიძლია ახსნა, ზუსტად რითი ხარ დაკავებული?

ჩემს ვალდებულებებში საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება, კლუბის ზოგიერთი კომერციული საქმიანობის მართვა და სპონსორებთან ერთად მოქმედება შედის. რა თქმა უნდა, ეს მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც ფეხბურთში ბოლო ათი წლის განმავლობაში ვაკეთებდი. ადრე, უმეტესად სპორტულ კოსტიუმს ვიცვამდი, ახლა კი მაისურის, ჰალსტუხისა და პიჯაკის ტარება მიხდება.

ვან დერ სარის ინტერვიუ


რა სირთულეებს წააწყდი კარიერის დასრულების საწყის ეტაპზე? გენატრება ვარჯიშები, გასახდელი, ატმოსფერო?

დიახ, რა თქმა უნდა! ამ დღეებისგან სიამოვნებას ვიღებდი და მთელ ძალისხმევას ვიყენებდი, რათა კარიერა რაც შეიძლება დიდხანს გამეგრძელებინა. მე უდიდეს აღიარებას მივაღწიე. მოვიგე თასები ინგლისში, იტალიასა და ჰოლანდიაში. მეტის მოთხოვნა არც კი შემიძლია. ეს არის მომენტები, რომელსაც უფრთხილდები, რომლებიც შენთან მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება.

და უცებ ეს ყველაფერი გაქრა. ბუმ! აღარ ვვარჯიშობდი, არც ფორმას ვუფთხილდებოდი, რადგან ვიფიქრე, რომ თამაში აღარ მსურდა. ზოგიერთ სპორტსმენს ხანდახან ეჭვი ეპარება შესაძლო დაბრუნებაში, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი დასრულებული იყო.

შეგეძლო "იუნაიტედის" შტაბს შეერთებოდი, მაგრამ "აიაქსი" აირჩიე. რატომ?

"აიაქსთან" განსაკუთრებული კავშირი მაქვს. ვფიქრობ, ეს გამორჩეული კლუბია. მთელ მსოფლიოში ჩვენ საკუთარი ფილოსოფიით გავითქვით სახელი.

ახალგაზრდული აკადემია კლუბისთვის საციცოცხლო მნიშვნელობას ატარებს. ჩვენ ყოველთვის საკუთარი ფეხბურთელების აღზრდაზე ვართ ფოკუსირებულნი. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში 8-9 წლის ასაკში ხვდებიან, საბოლოოდ გუნდის ძირითადი შემადგელობის წევრები გახდებიან.

ჩვენი ისტორია, ეს არის - მარკო ვან ბასტენი, ფრანკ რაიკარდი, პატრიკ კლუივერტი, ფრანკ და რონალდ დე ბურები, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი, უესლი სნეიდერი და ისეთი უცხოელები, როგორიც ლუის სუარესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან. ეს ყველაფერი - ჩვენი დიდებული შთამომავლობაა.

ბედნიერი ვარ აქ დაბრუნებით და პატივის მიგებით, რადგან ამ კლუბს კარიერას უნდა ვუმადლოდე. თითოეული ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს აქ, კლუბისთვის მადლიერების გამოხატვას ცდილობს, რომელიც ჩამოყალიბებაში დაგვეხმარა.

ვან დერ სარის ინტერვიუ


სერ ალექს ფერგიუსონი არაერთხელ გამოტყდა, რომ 99 წელს შენ ახლოს იყავი შმეიხელის ნაცვლად "იუნაიტედის" კარში ადგილის დაკავებასთან, მაგრამ "იუვენტუსი" აირჩიე. რატომ?

ნუ, "აიაქსს" კლუბის დატოვების სურვილის შესახებ შევატყობინე. ჩემი სამსახურით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდებოდა. როცა სერ ალექსი გამოჩნდა, "იუვენტუსთან" უკვე მიღწეული მქონდა წინასწარ შეთანხმებას.

რა თქმა უნდა "იუნაიტედში" მოგვიანებით გადავედი, მაგრამ სერ ალექსის სიტყვები იმის შესახებ, რომ ხელიდან ჩემ გაშვებას ნანობდა, ძალიან მესიამოვნა. მიუხედავად ამისა, ფერგიუსონთან 6 წლიანი მუშაობის განმავლობაში 4-ჯერ პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. კარგია, არა?

"იუვენტუსში" ძალიან ცოტა დრო გაატარე. ალბათ ამ პერიოდს აქტივში ვერ შეიყვან. როგორ ფიქრობ, რა მოხდა? გადასვლას ხომ არ ნანობ?

სერია ა არ მომერგო. მეკარესა და დაცვას შორის უფრო მეტ თავისუფალ სივრცეს ვამჯობინებ, ასეთ შემთხვევაში სათამაშო პროცესში უფრო ხშირად ვერთვები.

გარდა ამისა, ვერ უარვყოფ იმ ფაქტს, რომ "იუვენტუსში" საკუთარი თამაში ვერ ვაჩვენე. ვწუხვარ, რომ ინგლისში გადასვლამდე რამდენიმე წელი დავკარგე.

მაშინაც კი, როცა "იუვენტუსი" დატოვე, რატომ აირჩიე "ფულჰემი"? ტოპ-კლუბებისგან შეთავაზება გქონდა?

დიახ, ჩემით რამდენიმე გერმანული და ინგლისური ტოპ-კლუბები ინტერესდებოდნენ, მათ შორის "ლივერპულიც" (ცნობილი საფეხბურთო კოლექტივი). მინდოდა გადაწყვეტილება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რაც შეიძლება ადრე მიმეღო, დიდი კლუბები კი როგორც წესი უკანასკნელ დღემდე იცდიან.

ამიტომაც "ფულჰემი" ავირჩიე. იმ დროს საკმაოდ ამბიციურები იყვნენ და კარგ პირობებს მთავაზობდნენ. კლუბში რამდენიმე წლით დარჩენასა და შემდეგ მაღალი დონის გუნდში გადასვლას ვგეგმავდი.

თუმცა, ცოტა მოცდა მომიხდა მანამ, სანამ ქვეყნის ყველაზე დიდებული კლუბი შემიძენდა.

როცა 34 წლის ასაკში "იუნაიტედში" გადახვედი, შეგეძლო წარმოგედგინა, რომ კიდევ 6 წელს ითამაშებდი და ეს 6 წელი შენი საუკეთესო პერიოდი იქნებოდა?

რა თქმა უნდა არა. მე 2 წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და მხოლოდ იმის იმედი მქონდა, რომ ბოლომდე ამოვწურავდი მას. შემდეგ, ალბათ ჰოლანდიაში კიდევ ერთ წელს ვითამაშებდი და 37 წლის ასაკში კარიერას დავასრულებდი. მაგრამ თავი ხელში ავიყვანე, ტრავმებს თითქმის არ ვიღებდი და "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბის დახმარებით 40 წლამდე ვითამაშე.

როცა საუბარი შენ მიერ პრემიერ-ლიგაში განვლილ პერიოდზე მიდის, გონებაში დაუჯერებელი 1311 (1311 წუთის განმავლობაში ვან დერ სარმა კარი "მშრალად" შეინახა) ტივტივდება. როგორ ფიქრობ, ვინმე შეძლებს უახლოეს პერიოდში ამ რეკორდის დამხობას?

ადრე თუ გვიან მას დაამხობენ, თუმცა ვამაყობ, რომ ჯერ კიდევ ძალაშია. უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ "მშრალი" მატჩების ასეთმა ხანგრძლივობამ იმ სეზონში ტიტული მოგვაპოვებინა. იმედი მაქვს, ჩემი რეკორდი კიდევ რამდენიმე სეზონს გასტანს.

ვან დერ სარის ინტერვიუ


"იუნაიტედის" გასახდელის შესახებ მოგვიყევი.

ის, რაც გასახდელში ხდება - გასახდელში რჩება. (იცინის).

საუკეთესო მომენტები სერ ალექსის წამაქეზებელ სიტყვებს უკავშირდება, რომელიც გამარჯვების სურვილს გვინერგავდა.

განსაკუთრებული მომენტები დაკავშირებული იყო ასევე რომელიმე მატჩში, ან ტურნირში გამარჯვებასთან. ემოციების გამოხატვა ყოველგვარი კამერების გარეშე სრულად შეგვეძლო. განსაკუთრებულ ხალხთან ერთად გასახდელი ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი იქნება.

შენი კარიერის ეტაპზე არაერთხელ მიგიღია მონაწილეობა მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში. რამდენად განსაკუთრებული ღამე იყო მოსკოვში? მოყევი, როგორ ემზადები მსგავსი რამისთვის.

დიახ, ასეთი რამ მრავალჯერ გამომიცდია. 1995-ში "აიაქსთან" ერთად მოვიგე, მაგრამ ზედიზედ სამჯერ განვიცადე მარცხი ნაკრებთან ერთად - ევრო - 96-ზე, 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო-2000-ზე. გარდა ამისა, 1996 წელს "იუვენტუსთან" ერთად დავმარცხდი. წლებთან ერთად კი თავდაჯერებულობა დავკარგე.

თუმცა, გამოცდილებისა და გამარჯვებისადმი წადილის ხარჯზე დარწმუნებული ვიყავი, რომ მოსკოვში არ დავმარცხდებოდი.

ჯერ კიდევ მახსოვს. ანელკა ნიშნულთან მივიდა, მარჯვენა კუთხეში დაარტყა, მე სწორი მიმართულებით გადავხტი და ბურთი სახეში მომხვდა. მომდევნო 3-4 წამის განამვლობაში, სანამ ბიჭები მორბოდნენ, მთელი სამყარო მე მიყურებდა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დაუჯერებელი მომენტი იყო!

ვან დერ სარის ინტერვიუ


როგორ ფიქრობ, ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედს" მოერგება? მის სტარტს როგორ შეაფასებ?

მოულოდნელი დასაწყისია, ასე არ არის? ყველანი უფრო მეტ გამარჯვებას და სატურნირო ცხრილში უფრო მაღალ ადგილს ელოდებოდა, გარდა ამისა, "იუნაიტედი" ლიგის თასიდან გავარდა.

თუმცა, ლუის მეთოდებს ვენდობი და დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედის" მდგომარეობა გამოსწორდება. ეჭვი არ მეპარება, რომ იგი "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებას დააბრუნებს.

დეილი ბლინდმა ამ ზაფხულს "აიაქსი" დატოვა. როგორ ფიქრობ, მას "იუნაიტედის" ნახევარდაცვის პრობლემის გადაჭრა შეუძლია?

დეილი "აიაქსში" 8 წლის ასაკში მოვიდა. მაშინ მამამისთან ერთად ვთამაშობდი, რომელმაც ჩვენი გუნდი კაპიტნის სამკლაურით გამარჯვებამდე მიიყვანა. დაუჯერებელია მისი შვილის, დეილის ზრდისა და პროფესიონალად ჩამოყალიბების ხილვა.

თავიდან მარცხენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ჩამშლელი ნახევარმცველი გახდა. დარწმუნებული ვარ, იგი "იუნაიტედის" ნახევარდაცვაში დიდ ხანს დარჩება.

რას იტყვი დავიდ დე ხეას წარმატებაზე? შეიძლება მას შენი ღირსეული მემკვიდრე უწოდო?

(იცინის). შეგიძლიათ ასეც თქვათ. მინდა, რომ მას მუდამ ჩემ მემკვირდედ მოიხსენიებდნენ. დავიდს ყველაფერი აქვს მაღალი კლასის მეკარედ გახდომისთვის, თუმცა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, ლუი ვან გაალთან და ფრანს ჰუკთან ერთად გაცილებით უკეთესი გახდება.

ბლიც-კითხვები. მზად ხარ?

დიახ.

საუკეთესო ფეხბრთელი, რომელთან ერთად გითამაშია.

კრიშტიანუ რონალდუ.

საუკეთესო თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგ გითამაშია.


რომარიო.

სერ ალექს ფერგიუსონი, თუ ლუი ვან გაალი?

ლუი ვან გაალი.

ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება - "აიაქსთან" თუ "იუნაიტედთან" ერთად?

მმმ... ეს რთულია, "იუნაიტედთან" ერთად.

საუკეთესო სეივი


მე ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანი - ანელკას დარტყმა.

ყველაზე ცუდი გაშვებული გოლი

ასეთი ბევრი იყო (იცინის). ვერ ვიხსენებ.

კარიერის ყველაზე დიდი სინანული

ნაკრებთან ერთად ღირებული ტიტულის მოგება ვერ მოვახერხე.

კარიერის საუკეთესო მომენტი

"იუნაიტედთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება - უკანასკნელი პენალტის აღება. ეს ოცნება იყო!

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 ოქტომბერი 2014 10:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ინტერვიუ შენობით ფორმატშია ჩაწერილი და ნუ იფიქრებთ, რომ მე შემეშალა.

ედვინის სახით ჩვენ კარში ყოველთვის იდგა საიმედო დარაჯი და ამას არაერთხელ აღნიშნავდა იგივე ვიდიჩი-ფერდინანდის წყვილი. მისთვის შერქმეული ზედმეტსახელი ზედგამოჭრილია. "მფრინავი ჰოლანდიელი" - 2008 წელს მისი დახმარებით ემოციების ზღვა ჩაიღვარა თითოეული ჩვენგანის გულებში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
29 ოქტომბერი 2014 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
წარმოიდგინეთ, ამან კარიერა მაშინ "დაიწყო", როცა სხვები ამთავრებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადრეც ჰქონდა მიღწეული წარმატებისთვის, თავისი კარიერის მიწურულს უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე მანამდე. მეკარისთვის თითქმის არ არსებობს ასაკი, მაგრამ ედვინი გამორჩეული იყო. მიყვარს ვან დერა და მისი სეივები. ანელკას რომ აუღო. ე
0
№3
ავტორი: Mufc7
29 ოქტომბერი 2014 11:21
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
ჩვენი ფეხბურთელების ინტერვიუების წაკითხვა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს და გაგვანებრივე დღესაც. მართლაც, მფრინავი ჰოლანდიელია,გამორჩეულია ყველაფრით. 2008 წლის ფინალის ემოციები დღემდე მომყვება და თითოეული სეივი,ასევე... მიყვარს რა love ფერგისა და ვან გაალს შორის არჩევანი გამიკვირდა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: red devil
29 ოქტომბერი 2014 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ფერგის ვანგაალი ამჯობინა :@ ამას არ ველოდი
0
№5
ავტორი: Mufc7
29 ოქტომბერი 2014 14:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ისე,დღეს იუბილარი გვყავს ეს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GoGa.
29 ოქტომბერი 2014 14:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
ფერგის ვან გაალი როგორ ამჯობინა ? არ ველოდი მართლა wink
იმედია წაიკითა ფერგიმ და დაურეკა ... wink მაგრამ, ეროვნული ინტერესებიი დაიცვა მაინც... თორე იცის თითონაც ვინუკეთესია
0
№7
ავტორი: Gvantsaa
29 ოქტომბერი 2014 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ახლა ნუ გადაირებით,რომ ფერგის ვან გაალი არჩია.ყველას ყავს თავისი ფავორიტი მწვრთნელი.

დაბადების დღეს გილოცავ ედვინ love
ედვინი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო იუნაიტედის ისტორიასი.მისი დამსახურებით მოვიგეთ 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა.ის არაჩვეულებრივი იყო საკუთარ პოზიციაზე,უმეტეს შემთხვევაში აკონტროლებდა ყველაფერს და საიმედოდ იცავდა კარს! მადლობა ყველაფრისთვის feel
0
№8
ავტორი: Wardell
29 ოქტომბერი 2014 15:34
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Auuuu rogor mevasebiii mrinavo holandielooo )))) iunaitedis istoriashi ki ara saertod istoriashi ert-erti sauketeso iyo!!! Jer marto fexit ra magrad tamashobda bevr shemtevs jobda. Rogor maxsovs amis patkatebi noiers ro abraleben exla mcvelobas eg sad iyo van dera ro mcvelebze magrad aketebda patkatebs <3
0
№9
ავტორი: GeorgeBest
29 ოქტომბერი 2014 15:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
1311 წუთის განმავლობაში ვან დერ სარმა კარი "მშრალად" შეინახა

იმედი მაქვს რამდნეიმე სეზონი კი არა ძალიან დიდი ხანი ვერ მოხსნის ვერავინ ამ რეკორდს, თუ მოხსნაა ისევ დე ხეამ მოხსნას wink

ჩემი ერთ–ერტი უსაყვარლესი ფეხბურთელი იყო და მაგრად მინდოდა იუნაიტედის სამწვრთნელო შტაბი აერჩია, მაგრამ რას ვიზამთ
0
№10
ავტორი: RedGirl
29 ოქტომბერი 2014 16:13
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ იუნაიტედში დარჩებოდა, მაგრამ არაუშავს. საოცრება იყო !! დე ხეა კიდევ იმედია ბოლომდე მის მემკვიდრედ დარჩება და ბოლოს მისი დონისაც გახდება.

ქვეყნის ყველაზე დიდებული კლუბი შემიძენდა.


ედვინ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top