თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2014, 10:35
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1749,
კომენტარები: 7
კოლაროვი: "ბოლო 6 წელია "იუნაიტედს" ვჯობნით"
ალექსანდრ კოლაროვი მიიჩნევს, რომ ბოლო ხანებში "სიტი" თანაქალაქელებს სჯაბნიან.
კოლაროვი:
ალექსანდრ კოლაროვმა კიდევ უფრო დაძაბა მოახლოვებული დერბი იმით, რომ მისი განცხადებით "სიტი" ბოლო 5-6 წელია "იუნაიტედს" ჯობნის.

ორი მანჩესტერული გუნდი ერთმანეთს პრემიერ ლიგის მეათე ტურში დაუპირისპირდება ერთმანეთს. მანამდე კი "სიტიმ" მარცხი (ვესთ ჰემთან) იწვნია, "იუნაიტედმა" კი ერთი ქულის მოპოვება შეძლო "არისტოკრატების" წინააღმდეგ.

დღევანდელი მდგომარეობით ლუი ვან გაალის გუნდი თანაქალაქელებს 4 ქულით და 5 ადგილით ჩამორჩება. კოლაროვი, "იუნაიტედისადმი" პატივისცემის გამოხატვასთან ერთად, აცხადებს რომ ამ ორ გუნდ შორის სხვაობა იზრდება.

"შესანიშნავია ამ მატჩს უყურო, ან თავად გახდე მონაწილე." აცხადებს კოლაროვი TalkSPORT-თან ინტერვიუში. "ვფიქრობ, მსოფლიოს ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა ამ მატჩში მონაწიელობის მიღებას. "იუნიატედს" დიდი ისტორია გააჩნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბოლო 5-6 წლის მანძილზე ჩვენ უკეთესები ვართ მათთან შედარებით."

"ჩვენ ახლახანს დავიწყეთ სეზონი. ასე რომ საკმარისი დრო გვაქვს ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვავითაროთ. ყოველთვის რთულია პრემიერ ლიგის მოგება და "ჩელსისთან" ერთად ჩვენ ორი მთავარი კანდიდატები ვართ, ვისაც ამ სეზონში ჩემპიონობა შეუძლია."


"მათ (იუნაიტედმა) შეცვალეს მენეჯერი და იყიდეს უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი. ვფიქრობ მათ კარგი სეზონი უნდა გამოუვიდეთ, მაგრამ ჩვენ კვირას სახლში ვმასპინძლობთ "წითელ ეშმაკებს" და უნდა ვაჩვენოთ, რომ უკეთესები ვართ."

გასულ წელს მანუელ პელეგრინის დახმარებით, "სიტიმ" პრემიერ ლიგის მეორე ტიტული მოიგო ბოლო სამი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც დევიდ მოიესის "იუნაიტედი" მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ქალაქელებმა ასევე შეძლეს FA და ლიგის თასების მოპოვება 2011 წლის შემდეგ.

"იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2008 წელს მოიგო. მას შემდეგ, "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის სამი მედალი და 2 ლიგის თასი მოიგეს.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 ოქტომბერი 2014 10:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
5-6 წელი ბევრია, მაგრამ დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში მართლა უკეთესად გამოიყურებიან. მაინც ფულით გაწყეტილი გუნდის ჰქვია სიტის და ამიტომ არ ღირს ჩვენთან შედარება, მაგრამ ეს ხომ დღეს მოსული პონტია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
29 ოქტომბერი 2014 11:04
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
№3
ავტორი: DiMaria
29 ოქტომბერი 2014 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
lashavk6,
დავი
0
№4
ავტორი: Mufc7
29 ოქტომბერი 2014 11:31
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს ნახე რა areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: GeorgeBest
29 ოქტომბერი 2014 15:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
5–6 წელი ბევრი მოუვიდა ძმას

ბოლო 5–6 მატჩია მხოლოდ ერტი მოვიგეთ მარა ფერგის ბოლო სეზონში სადაც საჭირო იყო იქ 3 ქულა ავიღეთ და ოლდ ტრაფორდზე რომ წავაგეთ მაგ მატჩს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ასე რომ იმ სეზონში ჩვენ ვაჯობეთ

6–1 ყოველთვის გაიხსენებენ და ის სეზონი ყველაზე საშინელი იყო შარშანდელთან ერთად. თავზე ნუ წავლენ ამის გამო და ამან არ დაღუპოთ რუნი რო გაურჭობთ მერე ილაპარაკონ
0
№6
ავტორი: Manchester United 14
29 ოქტომბერი 2014 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
რას ბოდავ შე საწყალო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: Best 7
29 ოქტომბერი 2014 19:31
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Amas damblam dAar*** raa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top