თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2014, 22:49
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2491,
კომენტარები: 7
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ჩელსი" 1–1 (BBC–ის მიმოხილვა)
გასული მატჩის მიმოხილვა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" შედგა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა და ბოლო წამებზე გამოგლიჯა ქულა სტუმრებს. პირველ ნახევარში ორივე გუნდს შეეძლო გატანა, თუმცა მეკარეები ყოჩაღობდნენ. დე ხეამ დროგბას არ გაატანინა, ხოლო კურტუამ ვან პერსის.

ანგარიში 53-ე წუთზე დროგბამ გახსნა, რომელმაც ფაბრეგასის ჩაწოდებით ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. კარგი მატჩი ჩაატარა კურტუამ, რომელმაც არაერთხელ იხსნა "ჩელსი" გაშვებული გოლისგან. გადამწყვეტი აღმოჩნდა 94-ე წუთი, როდესაც ფილ დაუდმა უხეში თამაშისთვის ივანოვიჩი გააძევა და სახიფათო ჯარიმა დანიშნა. საჰაერო ბრძოლაში ფელაინიმ ყველას აჯობა, თუმცა კურტუა კვლავ დიდებული იყო და საოცარი ბურთი მოიგერია. "არისტოკრატთა" სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ლონდონელთა მცველებს "ჩაეძინათ", ყველას ვან პერსიმ დაასწრო და თავის გუნდს ქულა მოუტანა - 1:1.

9 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგის ცხრილში "მანჩესტერ იუნაიტედი" 13 ქულით მე8 ადგილზე იმყოფება და 3 ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან "ვესტ ჰემს". შემდეგი მატჩში ვან გაალის შეგირდები თანაქალაქელ "სიტის" დაუპირისპირდებიან "ეტიჰადზე".

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ჩელსი" 1:1 (0:0)

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი"
გოლები: 0:1 დროგბა (53), 1:1 ვან პერსი (94).
გაფრთხილებები: რაფაელი, ფელაინი, ვან პერსი – დროგბა, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი, ივანოვიჩი, აზარი.
გაძევება: ივანოვიჩი (94).
მსაჯი: ფილ დაუდი

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, როხო, სმოლინგი, რაფაელი, შოუ, ბლინდი, ფელაინი, მატა (უილსონი 67), იანუზაი, დი მარია, ვან პერსი.

მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

"ჩელსი": კურტუა, ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, ლუისი, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი (მიკელი 67), აზარი (შურლე 90), ვილიანი (ზუმა 93), დროგბა.

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
მიმოხილვები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 ოქტომბერი 2014 22:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დამაგვიანდა დადება მაგრამ არაუშავრს

იუნაიტედის სეზონის საუკეთესო თამაშად მონათლეს და ღირს ამისთვის ლოდინი
0
№2
ავტორი: VaRdo
29 ოქტომბერი 2014 00:52
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ნელა_ნელა გუნდი გუნდს ემსგავსება. პროსტა სუ ვიღაც გვაკლია და დავიტანჯე რა. საჭირო 1 ქულა იყო, მაგრრამ 3 უკეთესი იქნებოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: AkkRed
29 ოქტომბერი 2014 01:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Mgoni citystan saocari tamashi gveqneba
0
№4
ავტორი: GoGa.
29 ოქტომბერი 2014 01:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
BBC's mimoxilva yoveltvis magaria ra
0
№5
ავტორი: red devil
29 ოქტომბერი 2014 08:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სიტისთან სერიოზული თამაში გვექნება
0
№6
ავტორი: RojoDiablo
29 ოქტომბერი 2014 14:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა უნდა ჩემ კომპიუტერს რომ ვერ ჩავრთე. რობინის ჭცენზურატის ყურება მინდა.

მოკლედ, მთელი ემოციები ახალად განვიცადე რა. კომენტატორის წამაქეზებელი ხმა იმდენად გიღვიძებს ემოციებს, რომ შეუძლებელია არ დაგბურძგლოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Scholes18
29 ოქტომბერი 2014 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
დაამატეთ რა გადმოსაწერი ლინკი :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top