თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2014, 18:54
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2014,
კომენტარები: 9
ხმა მიეცით თვის საუკეთესო ფეხბურთელს
ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი
ხმა მიეცით თვის საუკეთესო ფეხბურთელს
არც ისე წარმატებული გამოდგა ოქტომბრის თვე "წითლებისთვის", მათ მოახერხეს სამი ქულის აღება "ევერტონთან" მატჩში, თუმცა მომდევნო ორ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულას დასჯერდნენ. ორივე შემთხვევაში "იუნაიტედმა" მხოლოდ ბოლო წუთებზე მოახერხეს ქულის გადარჩენა. გთავაზობთ ამ თვის სამ გამორჩეული ფეხბურთელს, თქვნ კი შეგიძლიათ მათგან საუკეთესოს მისცეთ ხმა

დავიდ დე ხეა | 3 მატჩი, 1 "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი": ესპანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორისაა. გასული სეზონის შესანიშნავად ჩატარების და "იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მოგების შემდეგ მან შესანიშნავად დაიწყო ახალი სეზონი. დევიდმა განსაცვიფრებელი მატჩი ჩაატარა "ევერტონთან" და მისმა ბოლო სეივმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ის უძლური იყო "ვესტ ბრომის" ორი გოლის წინააღმდეგ, თუმცა შესანიშნავი კლასი აჩვენა "ჩელსისთან" მატჩში და ორი საოცარი სეივით მოახერხა ედენ აზარის და დიდიერ დროგბას დარტყმული ბურთების განეიტრალება.

მარუან ფელაინი | 3 მატჩი, 1 გოლი, 1 "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი": ბელგიელი ნახევარმცველი ტრავმის შემდეგ პირველად მოედანზე თავისი ყოფილი კლუბის, "ევერტონის" წინააღმდეგ გამოვიდა. მომდევნო მატჩში კი მან მოახერხა მანჩესტერულ კარიერაში პირველი გოლის გატანა, ფელაინმა შესანიშნავად მიიღო დი მარიას ჩაწოდებული ბურთი, სწრაფად შემოტრიალდა და საოცარი დარტყმით აიღო ბოიას მაჰილის კარი. ლუი ვან გაალი მას "ჩელსისთან" მატჩშიც ენდო, სადაც მან მენეჯერის იმედები გაამართლა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ანხელ დი მარია | 3 მატჩი, 1 გოლი, 2 ასისტი: სექტმებრის თვის საუკეთესო ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატრა "ევერტონის" წინააღმდეგ სადაც თავის ანგარიშზე ერთი გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა. "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში მან რამდენიმე ძალიან სახიფათო ჩაწოდება განახორციელა და მოახერხა ფელაინისთვის საგოლე გადაცემის გაკეთება. "ჩელსისთან" გამართულ შეხვედრაში კი სწორედ მის ჩაწოდებულ ბურთს მოყვა რობინ ვან პერსის ბოლო წუთზე გატანილი ბურთი.

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 ოქტომბერი 2014 18:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დე ხეა კონკურენციის გარეშეა ამ ეტაპზე.
0
№2
ავტორი: Wardell
28 ოქტომბერი 2014 19:11
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
დე ხეას ეკუთვნის რა თქმა უნდა მარა , ფელაინის რო მისცენ სტიმულის ამბავში კარგი იქნბა ძაან ))) მე ფელას მივეცი ხმა. იმედია გაყალბებაში არ ჩამეთვლება :D :D :D
0
№3
ავტორი: DaTo_O
28 ოქტომბერი 2014 20:08
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ჩემი ხმა დავიდს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№4
ავტორი: GeorgeBest
28 ოქტომბერი 2014 20:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არცაა საკითხავი ეს ალბათ, დე ხეა საუკეთესო იყო
0
№5
ავტორი: RojoDiablo
28 ოქტომბერი 2014 20:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დე ხეა. მისი სეივების გარეშე გატანილი გოლები საკმარისი არ იქნებოდა ქულების დასაგროვებლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: DiMaria
28 ოქტომბერი 2014 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
უსინდისო ვიქნები დი მარიას რომ არ მივცე, მაგრამ უარესი ვიქნები დე ხეას რომ არ მივცე
0
№7
ავტორი: VaRdo
29 ოქტომბერი 2014 01:03
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დე ხეა იასნად. love მაგრამ საღოლ ფელაინს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: red devil
29 ოქტომბერი 2014 09:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ფელაინი იმსახურებს
0
№9
ავტორი: Gvantsaa
30 ოქტომბერი 2014 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
დე ხეას love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top