თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2014, 17:42
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1259,
კომენტარები: 8
იანუზაი: ვამაყობ, რომ 11 ნომრიანი მაისური მაცვია
ადნან ინუზაიამ განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია 11 ნომრიანი მაისურის მიღება რაიან გიგზისგან.
იანუზაი: ვამაყობ, რომ 11 ნომრიანი მაისური მაცვია
ადნან ინუზაიამ განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია 11 ნომრიანი მაისურის მიღება რაიან გიგზისგან, რომელსაც ბელგიელი მის "ნათლიას" უწოდებს.

გიგზმა გასული სეზონის ბოლოს დაკიდა ბუცები ლურსმანზე და მაშინვე გამოთქვა სურვილი, რომ მისი ნომერი სხვა ფეხბურთელს აეღო. ეს ფეხბურთელი აღმოჩნდა ადნან იანუზაი, რომელიც დაუფიქრებლად დათანხმდა ამ შემოთავაზებას.

"მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მივიღე ეს ნომერი ასეთი ლეგენდისგან და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო." -განუცხადა ადნანმა ManUtd.com-ს. "მე მივედი ოფისში და მკითხეს მსურდა თუ არა 11 ნომრიანი მაისური. არ ვაპირებდი უარის თქმას. პირდაპირ ვუთხარი 'რა თქმა უნდა' და ამაზე არც მიფიქრია. ეს პირდაპირი პასუხი იყო."

"ეს განსხვავებული გრძნობაა" - გააგრძელა 19 წლის ვინგერმა. "რაღაცეები შეიცვალა, რადგან 11 ნომრიანი მაისურის ტარება დიდი პასუხისმგებლობაა. რაიანი მე ძალიან დამეხმარა, ის ჩემთვის ნათლიასავითაა. მან მითხრა, რომ ბევრი უნდა მემუშავა ვარჯიშებზე, დანარჩენი კი უფრო პირადულია. საერთოდ ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ფეხბურთზე."

იანუზაიმ მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა რაიან გიგზთან ერთად, თუცა ბელგიელი თვლის, რომ ეს 12 თვე საკამრისი იყო უელსელის პროფესიონალიზმისგან მაგალითის ასაღებად.

"მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე და დიდი გამოცდილება მივიღე. რაიანი საყურებლად შესანიშნავი ფეხბურთელია და ჩემი ფავორიტია "იუნაიტედის" ისტორიაში. ვითამაშებ თუ არა 40 წლის ასაკში? რა თქმა უნდა, თუ ისევ მწყობრში ვიქნები. შენ არასდროს კარგავ საკუთარ დონეს, ეს ისაა რაც მისგან ვისწავლე."

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 ოქტომბერი 2014 17:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საერთოდ ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ფეხბურთზე


გიგზისნაირი მწვრთნელი რომ გყავს, მისი ნომერი რომ გერგო და ესე რომ გეხმარება ამაზე მეტი რა უნდა, ამაზე დიდი სტიმული არამგონია რომელიმე ფეხბურთელს ჰქონდეს გუნდში
0
№2
ავტორი: Wardell
28 ოქტომბერი 2014 17:57
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ის ჩემთვის ნათლიასავითაა

ვიტოა კორლეონე? :D :D :D

კი პასუხისმგებლობა გეკისრება და დიდი იმედი მაქ გაართმევ თავს.
0
№3
ავტორი: RedTeen
28 ოქტომბერი 2014 18:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Gaaqtiurebis magier ufro dabla daeshva...titqos auvarda tavshi ragac..wina sezonshi gacilebit uketesi iyo...chelseastan araushavda magram shesadzlebloba meti aqvs da unda gamoiyenos..
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 ოქტომბერი 2014 18:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ასე მგონია შებოჭილია რაღაც, უნდა წავიდეს მცველებზე და მეტი უნდა მოინდომოს.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
28 ოქტომბერი 2014 20:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: lashavk6
ვიტოა კორლეონე? :D :D :D

არ ღირს ასეთ რამეზე ხუმრობა.

პირდაპირ ვუთხარი 'რა თქმა უნდა' და ამაზე არც მიფიქრია. ეს პირდაპირი პასუხი იყო."


დასაფიქრებელი მხოლოდ ის იყო, გერგებოდა თუ არა, სხვა მხრივ საწუწუნო რა გაქვს. მაგრამ უნდა გაამართლო. როგორც შვიდიანს აგრძელებდნენ ისე უნდა გააგრძელო 11-ც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: DiMaria
28 ოქტომბერი 2014 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შენ არასდროს კარგავ საკუთარ დონეს, ეს ისაა რაც მისგან ვისწავლე."


დონეს ყველა კარგავს ფორმის დაკარგვასთან ერთად. მაგრამ თუ არ აჰყვები ემოციებს და ბევრს ივარჯიშებ ყველაფერი რიგზე იქნება
0
№7
ავტორი: VaRdo
29 ოქტომბერი 2014 01:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჩელსისთან რაღაცას ჰგავდა მანამდე მკვდარი იყო. იმედია მოუმატებს თორე მოუწევს კვლავ რეზერვებში პახაობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: red devil
29 ოქტომბერი 2014 09:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მეტი შრომააა საჭირო თორე ნიჭი ქინქლაძესაც ქონდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top