თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2014, 17:31
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1518,
კომენტარები: 9
ფეხბურთელთა გადაადგილება
"იუნაიტედი" - "ჩელსი"
ფეხბურთელთა გადაადგილება
"იუნაიტედმა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინა თამაში და მოიპოვა დამსახურებული ქულა, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე თავს კარგად იცავდა.

ჩვენ შემოგთავაზებთ მოთამაშეთა ვიზუალურ რუკას, რომელზეც მოთამაშეთა პოზიციები და გადაადგილება ნათლად ჩანს.

ფეხბურთელთა გადაადგილება


გადაადგილება არ არის ზუსტი წუთების მიხედვით, მაგრამ გვიჩვენებს მოთამაშეთა ზოგად მოძრაობას.

პირველი ტაიმი

  • "იუნაიტედი" ასე გამოიყურება: ვან პერსი წინ, დი მარია და იანუზაი კი ფლანგებზე. ტაქტიკა: 4-3-3. მატა ნახევარ დაცვის და შეტევის შემაერთებელი ხიდია. ეს არის ის ცვლილება, რომელიც ვან გაალმა "ვესტ ბრომთან" მატჩის შემდეგ განახორციელა.
  • პიტველ ტაიმში ბლინდი ძალიან ეფექტური იყო, მიემაგრა ფაბრეგასს და თითქმის არ აძლევდა ბურთის მიღბის უფლებას. სესკს დაცვის ზონაში უხდებოდა ჩასვლა ბურთის მისაღბად.


მეორე ტაიმი

  • შესვენების შემდეგ, იანუზაიმ და დი მარიამ ფლანგები გაცვალეს. მეორე ტაიმის, პირველ 15 წუთში ანხელი ძალიან აქტიური იყო და ცდილობდა ივანოვიჩისთვის პრობლემების შექმნას.
  • მას შემდეგ რაც "ჩელსიმ" გოლი გაიტანა, გუნდი დაუბრუნდა ჩვეულ სქემას და ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდა. ტერიმ და კეჰილმა ძალიან უკან დაიწიეს, ივანოვიჩი და ფილიპე ლუისი თითქმის აღარ ერთვებოდნენ შეტევებში. შეცვლაზე შემოსულმა ობი მიკელმა კი ჩვეული სამუშაო შეასრულა.
  • "იუნაიტედის" შეტევა გოლის შემდეგ ვეღარ "დაიქოქა", მხოლოდ ბოლო 5 წუთში გააქტიურდნენ ისინი.


დასკვნა

  • ფაბრეგასმა, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო ეს მატჩის დაწყებამდე, ყველაზე ცუდი თამაში აჩვენა მას შემდეგ რაც "ჩელსის" წევრი გახდა. ეს მეტწილად, მარუან ფელაინის და დეილი ბლინდის დამსახურებაა, რომლებიც გასაქანს არ აძლევდნენ ესპანელს.
  • ფრე ორივე გუნდისთვის მისაღები და დამსახურებული შედეგია, მაგრამ "იუნაიტედი" შექების ღირსია, რადგან "ჩელსის" თამაშის მოკვდლა ძალიან კარგად ეხერხება და თითქმის ყოველთვის ინარჩუნებენ შედეგს, წითლებმა კი მოახერხეს და წაართვეს მათ გამარჯვება.



წყარო: statsbomb.com
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 ოქტომბერი 2014 17:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ ბლინდს და საღოლ ფელაინის. უფრო ფელაინის მაგარად ითამაშა

ფაბრეგასმა მართლა ევრაფერი გააკეთა და გე გამისწორდა, არაფრის საშუალება არ ჰქონდა
0
№2
ავტორი: Wardell
28 ოქტომბერი 2014 17:53
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ფელაინისთვის ეს იმედია უბრალოდ გაბრწყინება არ იქნება და გააგრძელებს პროგრესს.
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 ოქტომბერი 2014 18:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ბუჩქას მეტი დრო უნდა და კაი იგორკიაა რა... ცოტა ტლანქი კი არის მარა :დ დაცვას კარგად ეხმარებოდა.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
28 ოქტომბერი 2014 20:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აი ყველგან იყო რა, ფელო აბსოლუტურად ყველგან იყო. შეტევის დროს სხვანაირად თამაშობდა, დაცვის დროს სხვანაირად. ის გოლიც მას ეკუთვნოდა, მაგრამ თანამემამულემ არ შეარგო. ასე გააგრძელოს და პრობლემები არ შეექმნება/.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DiMaria
28 ოქტომბერი 2014 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ეს ხშირად დადეთ ხოლმე რა
0
№6
ავტორი: Wardell
28 ოქტომბერი 2014 21:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
DiMaria,
როგორც კი წავაწყდები სადმე დავდებ )))) ჩემით ვერ გავაკეთებ თორე წინა სეზონისასაც დავდებდი :D :D
0
№7
ავტორი: RojoDiablo
28 ოქტომბერი 2014 22:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
lashavk6,
carrick.ru-ზე ყოველთვის იდება. ყოველი მატჩის შემდეგ და იქ იპოვი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: VaRdo
29 ოქტომბერი 2014 01:08
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ფელაინის პროგრესი მომწონს. ბლინდის შავი სამუშაოოც მომწონს, როხო ნერვებს მიშლის!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Wardell
31 ოქტომბერი 2014 12:25
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
მაშინ აუცილებლად დავდებ ))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top