თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2014, 11:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2665,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" და პიცის ნაჭერი
10 წელი პიცის შემთხვევიდან.
"ყველამ მის მხარეს გაიხედა პირღია და თვალებდაჭყეტით. პიცის ნაჭერი მის ცნობილ წითელ სახეზე ჩამოცურდა და გზა შავი კოსტიუმისკენ გაიკვლია."

ეშლი კოულის ავტობიოგრაფიის ეს ნაწილი შესაძლოა ზღაპრად მოგეჩვენოთ, რომელსაც სკოლაში შესვენებაზე ყვებიან.

სინამდვილეში კი ეს არის კადრი "ოლდ ტრაფორდის" გვირაბიდან, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" "არსენალზე" გამარჯვებას მოჰყა 2004 წლის 24 ოქტომბერს. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "არსენალის" 49 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

"ოლდ ტრაფორდის" გვირაბში კლუბის წარმომადგენლებსა და მოთამაშეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს "იუნაიტედის" მწვრთნელი პიცის ნაჭერმა განგმირა, რომელიც "არსენალის" ფეხბურთელმა ესროლა. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეს სესკ ფაბრეგასი იყო.

"საკვებით ბრძოლის" შესახებ უფრო ზუსტი ცნობების მოპოვება შეუძლებელი გახდა, თუმცა ზოგიერთი ტაბლოიდის მტკიცებით სუპი და სენდვიჩი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების მთავარი საბრძოლო იარაღი იყო.

ამ შემთხვევიდან უკვე 10 წელიწადი გავიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" და პიცის ნაჭერი


წარმოუდგენელი დაძაბულობა


"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" შორის დაპირისპირება ინგლისურ ფეხბურთში ყველაზე რთულ მატჩად ითვლებოდა.

ორივე მათგანის შედეგებს თუ შევადარებთ ეს გუნდები 9 წლის განმავლობაში იგებდნენ პრემიერ-ლიგას (1995/96 წლების სეზონიდან 2003/04 წლების სეზონამდე "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგა 6 ჯერ მოიგო, ხოლო არსენალმა 3-ჯერ) და ყოველი მომდევნო ურთიერთშეხვედრა მტკივნეული გამოდიოდა.

2004 წლის ოქტომბრის დაპირისპირებას მოგვიანებით "ოლდ ტრაფორდზე" ბრძოლა. ნაწილი 2"-ს დაარქმევენ.

ეს ყველაფერი კი 2003 წლის შეხვედრის მიწურულუს რუუდ ვან ნისტელროის მიერ ვერ გამოყენებულ პენალტს და "არსენალის" ფეხბურთელების აგრესიულ რეაქციას მოჰყვა.

სერ ალექსი განმეორებითი შეხვედრის ჩატარებას მოითხოვდა: "მათ დანაშაულის ადგილიდან მიმალვა მოასწრეს. ის, რაც "არსენალის" ფეხბურთელებმა გააკეთეს, ყველაზე საშინელი რამ იყო, რაც ფეხბურთში მინახავს."


ვენგერის პასური: "იქნებ კედელთან დავეყენებინეთ და დავეცხრილეთ? იმედი მაქვს დამშვიდდება."

თუმცა, მოდით 2004 წლის ოქტომბერს დავუბრუნდეთ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" და პიცის ნაჭერი


უეინ რუნი: "არსენალი" მთელი კვირის განმავლობაში იმას ამბობდა, თუ რამდენად სასიამოვნო იქნებოდა 50 მატჩიანი წაუგებელი სერიის "ოლდ ტრაფორდზე" მიღწევა. ეს დიდი შეცდომა იყო. ისინი მხოლოდ ჩვენ მომართვას უწყობდნენ ხელს. 50 თამაში? არავითარ შემთხვევაში. ოღონდ ჩვენ მიწაზე არა.

ფილ ნევილი: "ამას 12 თვეს ვითმენდით, რადგან რაც 2003 წელს მოხდა აბსოლუტურად შემაძრწუნებელი იყო. ის ხალხი რომ მახსენდება, რომელიც რუდის ირგვლივ დახტოდა! ამის შემდეგ თითოეულ ჩვენ შეხვედრაში დაუჯერებელი დაძაბულობა სუფევდა. ძალიან მონდომებულად ვთამაშობდით. ეს ნაკლებად ჰგავდა ომს, უფრო ორი მძიმეწონოსანის დაპირისპირება იყო, რომლებიც რინგზე ხვდებიან ერთმანეთს. დანებებას არავინ აპირებდა.

მატჩის დღე


შეტაკება აბსოლუტურად უკომპრომისო, სასტიკი და მრისხანე გამოდგა. მატჩის ბედი შესაძლო იყო რამდენიმე საკამათო ინციდენტს გადაეწყვიტა.

ძმები ნევილები "არსენალის" ვინგერის, ხოსე-ანტონიო რეისის წინააღმდეგ ჯარიმის გამო დაისაჯნენ, ხოლო "მეთოფეები" "იუნაიტედის" ვინგერის, კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ. მსაჯმა, მაიკლ რაილიმ ვერ შეამჩნია ვან ნისტელროის მიერ კოულისთვის ბუცის ჩარტყმა, მაიკლმა არც ფერდინანდი დასაჯა ფრედი ლიუნგბერგზე წესების დარღვევის გამო.

73-ე წუთზე რაილიმ საკამათო პენალტი დადო, როცა სოლ კემპბელი უეინ რუნის ჩაუვარდა ფეხებში. რუუდ ვან ნისტელროიმ წინა წლიდან მოყოლებული დემონების განდევნის მოლოდინში პენალტი მარჯვენა კუთხეში დაარტყა და ანგარიში გახსნა. რამდენიმე წუთში უეინ რუნიმ საკუთარ თავს მე-19 დაბადების დღეზე მარჯვენა ფლანგიდან ალან სმიტის ჩაწოდების შემდეგ საჩუქარი გაუკეთა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" და პიცის ნაჭერი


ფილ ნევილი: "ნადვილად ვიცოდით "არსენალის" დამარცხების საშუალება. ვიცოდით როგორ უნდა გამოგვეყვანა მწყობრიდან. ჩვენ ზეწოლას ვახდენდით რეიესზე, ანრისა და პირესზე. ვიცოდით, რომ ეს მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები იყვნენ. მოთამაშეები, რომლებიც მთელ თამაშს წარმართავენ და თუ მათზე ზეწოლას განვახორციელებთ, ადვილად გავიმარჯვებთ."

რეიესი: "მთელი ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში არც ერთხელ არ მიმიღია იმდენი დარტყმა, რამდენიც იმ საღამოს მანჩესტერში. ეს ჩემი ყველაზე რთული შეხვედრა გამოდგა."

ვენგერი: "მატჩს რაილი განაგებდა. ვიცოდით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო "ოლდ ტრაფორდზე" ჩვენ გაგვქურდეს. რუნიმაც კი აღიარა, რომ იქ პენალტის არავითარი მიზეზი არ იყო. ჩვენ შეგვიძლია საკუთარ სამუშაოს თავი გავართვათ, მაგრამ ვერაფერს მოვუხერხებთ მსაჯს. ჩვენ ვიცნობთ რუუდს, მას მხოლოდ მოტყუება შეუძლია იმ ხალხის, ვინც არ იცნობს.

ქურდობის ექო გვირაბში


გვირაბში მომხდარი სკანდალის ნადმვილი მიზეზი არავინ იცის, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ეს რუუდსა და ვენგერს შორის გამეფებული უსიამოვნება იყო.

სერ ალექს ფერგიუსონი: "რუდ ვან ნისტელროი ჩემთან გასახდელში შემოვიდა და მითხრა, რომ ვენგერი მის დაჭერას ცდილობდა, როცა რუდი მოედანს ტოვებდა. მაშინვე მივვარდი ვენგერს და ვუთხარი: "შენ, არ გაბედო ჩემი ფეხბურთელებისთვის ხელის ხლება, თავი დაანებე." წაგების გამო ძალიან გაბრაზებული იყო. ვუთხარი, რომ უმჯობესია თავის მოთამაშეებს მიხედოს. არსენი სიკვდილივით უფერული იყო. მისი მუშტები შეკრული დამხვდა, მაგრამ თავს ვაკონტროლებდი. ეს კარგად მეხერხება."

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" და პიცის ნაჭერი


კოული: "იმ მომენტისთვის მოძრავ გვირაბში შევდიოდით და ერთმანეთის გვერდით უნდა ჩაგვევლო. მესმოდა შეძახილები "თქვენ იტყუებით" და მოთამაშეები მაღლა ხელის კვრით წავიდნენ. სადღაც შუაში გავიჭედე. მესმოდა, როგორ ცდილობდა ბოსი, არსენ ვენგერი თავისი ფრანგულით შოტლანდიელის შევიწროვებას."

ფილ ნევილი: "გასახდელში ვიყავი და მომესმა, რომ გარეთ ხმაური იყო. არსენი მარცხნივ იდგა, ჩვენ კი მარჯვნივ."

სერ ალექს ფერგიუსონი: "მომდევნო, რაც მახსოვს - ეს არის პიცის ნაჭერი, რომელიც ჩემკენ მოფრინავდა. ყოველი მატჩის შემდეგ საჭმელს სტუმრების გასახდელში ვტოვებთ. პიცას, ქათამს. კლუბების უმრავლესობა ასე არ იქცევა. "არსენალს" საუკეთესო საჭმელი ჰქონდა. მათ მითხრეს, რომ ეს სესკ ფაბრეგასი იყო. მან მესროლა პიცა."

კოული: "პიცის ნაჭერი ჩემ თავს ზემოთ გაფრინდა და პირდაპირ ფერგის სახეზე დაეცა. ექო გვირაბის მთელ სივრცეზე გაისმა და ჩხუბი ყველამ შეწყვიტა. დრო გაჩერდა. ყველა მისკენ იყურებოდა პირის დაღებითა და თვალების დაჭყეტით. პიცის ნაჭერი მის ცნობილ წითელ სახეზე ჩამოცურდა და გზა შავი კოსტიუმისკენ გაიკვლია. მეგონა, რომ ფერგიუსონი აფეთქდებოდა, მაგრამ იგი გასახდელში წავიდა და გზად საყელოდან ნამცეცებს იბერტყავდა. ჩვენ კი საკუთარ გასახდელში შევედით. ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია: დამნაშავე არც ფრანგი იყო და არც ინგლისელი.

ფილ ნევილი: "სერ ალექსი გასახდელში პიჯაკზე ნამცეცებით დაბრუნდა. რატომ უნდა ისროლო პიცა? კაცები მუშტებს უნდა იქნევდნენ და არა პიცის ნაჭრებს. არამგონია სერ ალექსისთვის მორტყმის სურვილი ჰქონოდათ. გვირაბი 1 მეტრის სიფართოვის იყო და იქ 22 მოთამაშე იდგა. სხვა ვინმეს უნდა მოხვედროდა."

როი კინი, რომელმაც მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა: "მოგვიანებით ძალიან ვწუხდი, რომ მთელი მატჩი და საბრძოლო მოქმედებები გამოვტოვე. მატჩსაც კი არ ვესწრებოდი."

"დღე, როცა ჩვენ შორის უფსკრული გაჩნდა"


რუდ ვან ნისტელროის სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცი მისცეს. ვენგერს კი ჰოლანდიელი ფეხბურთელის შეურაცხყოფისთვის 15 ათასი ფუნტის გადახდა დაევალა. მისი გუნდი საფეხბურთო ასოციაციის სხდომაზე მიიწვიეს, რათა მსგავსი რამ თავიდან აერიდებინათ.

ჟოზე მოურინიომ პრემიერ-ლიგა მოიგო. "არსენალმა" კი მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში ინგლისის თასი აღმართა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" და პიცის ნაჭერი


სერ ალექსი წერს: "ეს იყო დღე, როცა ჩვენ შორის უფსკრული გაჩნდა და ეს ეხება არა მარტო ვენგერს. დაძაბული ურთიერთობა ვენგერის ასისტენტებსაც შეეხოთ, რომლებიც ჩემთან ერთი ჭიქა ღვინის დასალევად აღარ მოდიოდნენ. ეს 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე გაგრძელდა, როცა ვენგერმა გამარჯვების მოსალოცად თავისთან მიგვიწვია. რამდენიმე დღეში "ოლდ ტრაფორდზე" ვთამაშობდით და არსენმა თავის დამხმარეებთან ერთად რამდენიმე წუთით შემოიხედა ჩემთან."

7 წლის შემდეგ, BBC Radio 5 -თან სატელეფონო საუბარში "არსენალის" მცველმა, მარტინ კიოუნმა განაცხადა, რომ ეს სესკ ფაბრეგასი იყო:

წყარო: carrick.ru
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 ოქტომბერი 2014 11:22
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან საინტერესოა. წაიკითხეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
28 ოქტომბერი 2014 11:24
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Me mainc aramgonia fabregasi yopiliyo raa mashin dzaan patara iyo tan im invisible-s nawili ar iyo da ravi ra mainc an vieiras gaketebuli mgonia an flaminis egeni arian chatlaxebi
0
№3
ავტორი: AkkRed
28 ოქტომბერი 2014 11:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
lashavk6,
ლემანი რატო გამორიცხე ეგაც კაი წუწურაქია )))
მაგრამ მაინც მგონია რო ფაბრე იყო ბავშობიდან ეგეთი ჩათლახი ჰქონდა ეხლაა რო ჩამოყალიბდა პროფესიონალ ფეხბურთელად....
0
№4
ავტორი: Mufc7
28 ოქტომბერი 2014 11:51
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ძალიან საინტერესო იყო. რამდენიმე წუთი დამაბრუნა ამ სტატიამ 2004 წლის ოქტომბერში... love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Count Alucard
28 ოქტომბერი 2014 12:05
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
აუ როი რო ყოფილიყო ხო წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა lol ფაბრეგასი რეანიმაციაში მოხვდებოდა მაგის გამო.
0
№6
ავტორი: Mufc7
28 ოქტომბერი 2014 12:10
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
nika_123,
wink გაუშვებდა ეგრევე მარილზე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Jubo
28 ოქტომბერი 2014 12:30
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
და ფაბრეგასის გადმოყვანა უნდოდათ იუნაიტედში? ტყ. კინი აკლდა მაგ დღეს. მოუვლიდა ფაბრეგასს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: RedTeen
28 ოქტომბერი 2014 14:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Dzalian saintereso iyo..mominda am matchis yureba...

Au keane iq rom yofiliyo warmomidgenia ra moxdeboda...:D
0
№9
ავტორი: GeorgeBest
28 ოქტომბერი 2014 15:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან მაგარი სიახლეა good2

ჩვენ ვიცნობთ რუუდს, მას მხოლოდ მოტყუება შეუძლია იმ ხალხის, ვინც არ იცნობს.


მაშინვე მივვარდი ვენგერს და ვუთხარი: "შენ, არ გაბედო ჩემი ფეხბურთელებისთვის ხელის ხლება, თავი დაანებე."


ბაბუ რა ძმაა wink wink
0
№10
ავტორი: chudikone
28 ოქტომბერი 2014 16:16
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მინდა არსენალი ისევ ასეთი პრინციპული მეტოქე იყოს, ბულკების გროვად იქცნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top