თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2014, 09:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1598,
კომენტარები: 9
შოუ დე ხეას აქებს
ლუკ შოუ დე ხეას სეივებს იხსენებს.
შოუ დე ხეას აქებს
ლუკ შოუ მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" მატჩში დავიდ დე ხეამ და ტიბო კურტუამ თავიანთი მაღალი ოსტატობა დაამტკიცეს.

"წითლების" მარცხენა მცველი თავისი გუნდის მეკარის სეივით მოხიბლული დარჩა, როცა დავიდმა ედენ აზარს აუღო საოცარი ბურთი. დე ხეას გარდა კარგად ითამაშა კურტუამაც, რომელმაც გოლამდე რობინ ვან პერსის ორჯერ, ხოლო მარუან ფელაინის ერთხელ აუღო ახლო მანძილიდან დარტყმული.

დე ხეა და კურტუა თავის სიძლიერეს "ატლეტიკო მადრიდში" ამტკიცებდნენ და კიდევ ერთხელ აჩვენეს, თუ რატომ ითვლებიან მსოფლიო-კლასის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეებად.

"მათ გოლამდე დავიდის სეივს თუ ნახავთ, ვფიქრობ ეს მსოფლიო კლასის თამაში იყო და საერთოდ, რასაც იგი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აკეთებს იმას ნიშნავს, რომ საოცარ ფორმას უბრუნდება."

"ვიცით კურტუა რასაც აკეთებდა ბოლო 6 თვის განმავლობაში და არა მარტო "ჩელსიში", არამედ მანამდე "ატლეტიკოშიც", ასე რომ, ეს ბრწყინვალე შენაძენია მათთვის."

"უამრავი შანსი გვქონდა და "ჩელსის" გოლის არ გაშვება მისი დამსახურებაა. რობინს ჰქონდა რამდენიმე მომენტი და ვფიქრობ კარგი დარტყმის შემთვევაში ადნანსაც ექნებოდა."


შოუ "ოლდ ტრაფორდის" არმოსფერომ მოხბილა.

"ეს არის გრძნობა, რომელიც მანამდე არასდროს განმიცდია. მთელი სტადიონი ადგა და ყველა ხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. ერთმანეთს ვახტებოდით."

"შესვენებაზე ვისაუბრეთ და ვიცოდით, რომ მომენტების გამოყენების შემთხვევაში სამი ქულის აღება შეგვეძლო. იქნებ მათი გოლის დროს უკეთ უნდა გვემოქმედა. მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 ოქტომბერი 2014 09:15
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ერთმანეთს ვახტებოდით."


ვან პერსი რომ გათელეს? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
28 ოქტომბერი 2014 09:24
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეგ მომენტი ყველაზე მაგარი იყო wink ასეთი გახარებული სახეები ვნახო სიტისთანაც და პერსი აიტანს იმ გათელვას wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: red devil
28 ოქტომბერი 2014 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დეხეა მაგარია ვიცით
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 ოქტომბერი 2014 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დათუნას სეივები მართლა გასაგიჟებელია ხოლმე რაა love
0
№5
ავტორი: AkkRed
28 ოქტომბერი 2014 12:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არა და როცა ვიყიდეთ როგორ მახსოვს რო ამბობდა ზოგი ამისგან არაფერი გამოვაო smile ჩვენი დათკა :დ
0
№6
ავტორი: RedTeen
28 ოქტომბერი 2014 14:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Ra mekareebs zrdis atletico, magram bolos yvela gaurbis...david shesanishnavi xar..❤❤
0
№7
ავტორი: GeorgeBest
28 ოქტომბერი 2014 15:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთმანეთს ახტებდით და ფელაინის სახე იყო ყველაზე მაგარი wink

დე ხეამ მართლა ძაან მაგარი აუღო აზარს მარა მაინც გაგვიტანეს სამწუხაროდ. დროგბას რო რაფაელს დაუყენებ გაგვიტანს აბა რა იქნება

შოუს თამაშიც მომეწონა, უკეთესობა იგრძნობა
0
№8
ავტორი: DiMaria
28 ოქტომბერი 2014 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რომ ძლიერია განა მაგას ლაპარაკი უნდა?
0
№9
ავტორი: VaRdo
29 ოქტომბერი 2014 01:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კიდეკაი მეკარე მაინც გვყავს წესიერი თორე იმენა მარაზმი იქნებოდა ჩვენი დაცვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top