თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2014, 23:44
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1778,
კომენტარები: 9
5 რამ, რაც გუშინდელმა თამაშმა გვასწავლა
"იუნაიტედი" - "ჩელსი"
5 რამ, რაც გუშინდელმა თამაშმა გვასწავლა
ხასიათი

გასულ სეზონში, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" უშვებდა პირველ გოლს, მაქსიმუმი რაც მათ შეეძლოთ იყო 82 ჩაწოდების განხორციელება ერთ მატჩში. ვან გაალის გუნდი ბევრად ძლიერია. ეს "იუნაიტედი" დარტყმებს უმკლავდება. ამ გუნდს სჯერა საკუთარი თავის. წითლები "ხურდას არ იტოვებენ" და სამაგიეროს უხდიან.

ზედიზედ ორი მატჩია, გუნდი არ ნებდება და გააქვს გოლი "ფერგის დროში".

როხოს შეცდომები

5 რამ, რაც გუშინდელმა თამაშმა გვასწავლა

მარკოს როხო ცნობილია თავისი უნივერსალობით, მას დაცვის ხაზში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა საუკეთესო თამაში მაინც მარცხენა მცველის ამპულაში აჩვენა. ცენტრალური მცველის პოზიციაზე "იუნაიტედის" არგენტინელი ფეხბურთელი საკმაოდ ხშირად ცდება. შედაგად "ჩელსისთან" გამართულ შეხვედრაში, სტუმრებმა კომბინაციური თამაშით მხოლოდ ერთხელ შექმნეს ხიფათი, დანარჩენ შემთხვევებში კი მათ მარკოსი დაეხმარა.

ჭორები ვრცელდება რონ ვლაარის "იუნაიტედში" შესაძლო გადასვლაზე.

ბლინდი - "იუნაიტედის" შეტევების საწყისი

5 რამ, რაც გუშინდელმა თამაშმა გვასწავლა

ჟოზე მოურინიო არ არის მაღალი პრესინგის მოყვარული, ამიტომ მისი გაწვრთნილი გუდნები ძლიერი ნახევარდაცვით მეტოქეს მოედნის ცენტრში ხვდებიან და იქ უწევენ წინააღმდეგობას. ამის გამო ბლინდს საკვირაო შეხვედრაში დიდი და რთული სამუშაო არ ჰქონია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ "იუნაიტედში" თუ კი მოიძებნება ვინმე, ვინც გუნდისთვის შეუცვლელია, ეს ბლინდია. რუნის შეცვლა მატა შუძლია, მატას ერერა შეცვლის, ერარას - ფელაინი, ფალკაოს - ვან პერსი, ვან პერსის - უილსონი და ა.შ. მაგრამ დეილის სრულფასოვანი შემცვლელი, რომელიც ცენტრალური მცვეების ზონაში ჩავა მათ დასახმარებლად და ასევე წამოიწყებს შეტევებს, არ მოიძებნება.

კერიკს სწორედ ამიტომ უჭირს დაბრუნება და არა იმიტომ, რომ მას ბევრი გაუცდა ან არაა ფორმაში, უბრალოდ ბლინდი შესანიშნავ თამაშს აჩვენებს

ვან გაალი სიტყვის კაცია

5 რამ, რაც გუშინდელმა თამაშმა გვასწავლა

მაშინ როცა "იუნაიტედმა" უელბეკი გაყიდა, გავარდა ხმები, თითქოს წითლებმა თავიანთ სტილს უღალატეს და ჩვეული გზიდან გადაუხვიეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში 7 მოთამაშეს მიეცა შანსი, რომლებიც სარეზერვო გუნდში თამაშობდნენ, ძირითად გუნდში ევარჯიშათ და ეთამაშათ.

უმნიშვნელოვანეს მატჩი "ჩელსის" წინააღმდეგ, სასტარტო შემადგენლობაში კი ვხედავთ 19 წლის ადნან იანუზაის, რომელსაც არცთუ ისე კარგი სეზონი აქვს. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, შეხვერის 67-ე წუთზე მოედანზე შემოდის 18 წლის ჯეიმს უილსონი, რომელმაც პარასკევს სარეზერვო გუნდთან ერთად ითამაშა. აი ეს არის "იუნაიტედი" და მას არსად გადაუხვევია.

ფელაინი საკუთარ თავს პოულობს

5 რამ, რაც გუშინდელმა თამაშმა გვასწავლა

გასული სეზონის ყველაზე გაკრიტიკებადი მოთამაშე, ბევრის აზრით "იუნაიტედის" ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერი - ეს მარუან ფელაინია. მას კიცხავდნენ: ცუდი თამაშის, ცუდი ფორმის და თავდაჯერებულობის არ ქონის გამო. ექსპერტთა აზრით ბელგიელი აუცილებლად დატოვებდა გუნდს ზაფხულში, მას შემდეგ რაც ვან გაალი შეუდგებოდა საქმეს.

9 ტურის შემდეგ კი ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ფელაინი, რომელიც მისთვის ბევრად კომფორტულ პოზიციაზე დააყენეს, საკმაოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებს. მეტიც, ზედიზედ ორი მატჩია ერთ-ერთი საუკეთესოა მინდორზე.

წყარო: carrick.ru
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 ოქტომბერი 2014 00:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შარშან როცა ბურთს ვუშვებდით ბრძენი მოიესი იამზე ზრუნავდა რომ მეტი არ გაგვეშვა და 1–0 წაგებით დავკმაყოფილებულიყავით. ვან გაალის გუნდი ბევრად ძლიერია, უკეთესი მოთამაშებიი და მეტი ბრძოლისუნარიანობა მოედანზე

ბლინდი მაგრად მევასება და დიდ სამუშაოს ასრულებს დღეს გუნდში. ბლინდის შემცვლელი არ მოიძებნებაო მე პირადად არ ვეთანხმები,რადგან კერიკი იგივე როლს ასრულებდა ამ ხნის მანძილზე და შეუძლია დღესაც მისი ადგილის დაკავება

ფელაინის საღოლ მაგრად უმატა. იანუზაიმაც კარგი მატჩი ჩაატარა და ეგეც მოუმატებს, დიდი პოტენციალი აქვს დ აიმედები უნდა გაამართლოს
0
№2
ავტორი: Wardell
28 ოქტომბერი 2014 00:54
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
იანუზაი მარცხნივ ბევრად პროდუქტიულია ვიდრე მარჯვნივ, მაგრამ დი მარიაც მარცხნივაა რაღაც უნდა მოიფიქროს ლუიმ თორე ეგრე არაფერი გამოვა. ისე თუ დააკვირდით გუშინ 8 ცაცია იყო მოედანზე :/
0
№3
ავტორი: AkkRed
28 ოქტომბერი 2014 01:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Ramxela progresia <3
0
№4
ავტორი: RedTeen
28 ოქტომბერი 2014 02:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Sagol fellaini sagol dzma...:D :D
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 ოქტომბერი 2014 08:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაფერი სწორედ წერია პრინციპში უბრალოდ ერთ რაღაცას დავამეტებდი, რო იანუზაისგან მეტი გვინდა რაა. კიი ჩელსისთან ცუდათ არ უთამაშია, მაგრამ რასაც იანუზაიმ მიგვაჩვია იმას ვითხოვთ winked

ფელაინმაც აშკარად მოუმატა, დავლაგდებით ნელ-ნელა რააა. აი სიტისთან რომ მოვიგოთ მერე შეიძლება კაციშვილმა ვეღარ გაგვაჩეროს... winked
0
№6
ავტორი: RojoDiablo
28 ოქტომბერი 2014 09:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ხასიათი რა თქმა უნდა. ძალიან გვაკლდა შარშან ბრძოლიუნარიანობა და ეს ბრძოლა ბოლო წუთამდე თითქმის არასდროს გრძელდებოდა. მოსაწყენია გუნდი, რომელიც მალე ნებდება და მისგან თითქმის არაფერს უნდა ელოდე.
სწორედ ის მომწონს "იუნაიტედში", რომ ემოციურად დაღვრის საშუალებას გაძლევს. განა რამეა უფრო ემოციური, ვიდრე ბოლო წამებზე გატანილი გოლი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: red devil
28 ოქტომბერი 2014 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ფელაინი ათამაშდება კიდევ უკეთესად მე მჯერა
0
№8
ავტორი: chudikone
28 ოქტომბერი 2014 11:54
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ქამბექები გვინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: VaRdo
29 ოქტომბერი 2014 01:27
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ქამბექები უნდა ვისწავლოთ და რაც მთავარია სტაბილურობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top