თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2014, 20:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1859,
კომენტარები: 0
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)
საკვირაო შეხვედრის ტაქტიკური ანალიზი.
შეტევა

როცა ვან პერსი ვერ გამოყენებულ მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას და ვან გაალი მას მხარს უბამს, ეს არ არის ყბედობა, არც მატჩის შემდგომ ნათქვამი სტანდარტული ფრაზები, ეს სიმართლეა.

მოდით დარტყმის სტატისტიკას შევხედოთ:

სულ დარტყმები: 19-9 "იუნაიტედის" სასარგებლოდ. კარში დარტყმები: 7-4 "იუნაიტედის" სასარგებლოდ. ნამდვილად სახიფათო მომენტების მხრივ თანაფარდობაა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მატჩის შედეგი მართებულია და მნიშვნელობა არ აქვს გოლი მე-60 წუთზე გავიდა, თუ 94-ზე. გუნდები თანაბარნი იყვნენ და არავინ იმსახურებდა მარცხს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


ვან პერსი - მატა - დი მარია

მატჩის საწყის წუთებში "იუნაიტედს" შესანიშნავი შეტევა გამოუვიდა. ყველაფერი როხოს მიერ ვან პერსისთვის საჯარიმოში გაკეთებული პასით დაიწყო. რობინმა მცველი მოატყუა და მატას გადააწოდა პასი, რომელიც ცენტრში სრულიად მარტო იმყოფებოდა. აზარი მას ვერ მიუსწრებდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


ხუანმა კარში არ დაარტყა და დი მარიას მისცა პასი. ამ უკანასკნელმა კი მომენტი გააფუჭა, რამეთუ ერთი შეხებით დარტყმა გადაწყვიტა. თუ დავწვრილმანდებით, კარამდე 10 მეტრი იყო და ანხელს არავინ უშლიდა ხელს, ასე რომ, 100%-ანი მომენტი გახლდათ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


ვან პერსის დარტყმა

პირველ ტაიმში რობინს შეექმნა მომენტი, რომელშიც ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ კურტუამ გუნდი იხსნა.

ყველაფერი იანუზაის მიერ გაკეთებული გამჭოლი პასით დაიწყო, რომელმაც "ჩელსის" დაცვა გაანადგურა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


რობინმა ბურთი სისწრაფეზე მიიღო. ყურადღება მიაქციეთ, რომ ვან პერსი თავს მაღლა სწევს და კურტუას ადგილმდებარეობას აკვირდება, მაგრამ ამავდროულად მატას შემჩნევა გაუჭირდებოდა. შესაბამისად დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


კურტუამ კარის დროულად დატოვებით შესანიშნავად ითამაშა. რობინმა მეკარისთვის ბურთის აცილება დააპირა, მაგრამ არ გამოუვიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


"იუნაიტედის" გოლი


გოლის ეპიზოდში ყურადღება მიაქციეთ "ჩელსის" დაცვის ხაზის განლაგებას. 6 ფეხბურთელი მეკარის საჯარიმოს ხაზზე დგას. ვერ ვიტყვით, რომ ივანოვიჩის გაძევებამ იქონია გავლენა. ისინი მანამდეც ასე თამაშობდნენ. საბოლოოდ "იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელმა საჭირო სივრცეები მიიღო და მხოლოდ კარგი პასის გაკეთებაღა გახდა საჭირო. დი მარიამ ეს შეძლო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


საერთო ხედვა

იანუზაი

ადნანმა ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩაატარა. მის მიერ გაკეთებულმა ორმა გამჭოლმა პასმა "ჩელსის" საჯარიმოში ნამდვილი პანიკაა გააჩინა.

აღვნიშნოთ იანუზაის სათამაშო მანერა. სივიწროვის პირობებში, როცა თითოეული ფეხბურთელი ჩაკეტილია, ის პაუზას იღებს და გამჭოლ პასს ეძებს, თანაც ბურთს თითქმის არ კარგავს და შეტევას ამწვავებს. მსგავს მდგომარეობაში რობინ ვან პერსი პირდაპირ საჯარიმოსკენ წავიდოდა, ან უკან დააბრუნებდა ბურთს, დი მარია კი მოწინააღმდეგის მოტყუებას შეეცდებოდა.

პირველ ტაიმში იანუზაი თავისთვის საყვარელ ფლანგზე იდგა და სარგებელიც მოჰქონდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


მეორე ტაიმში კი დი მარიამ და იანუზაიმ ფლანგები გაცვალეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


დი მარია და მატა

ვფიქრობ, "და" კავშირის ნაცვლად ამ ქვესათაურში მატას მხარეს მეტობის ნიშანი უნდა ეწეროს.

დი მარია ჩაწოდებას აგრძელებს, დი მარია გაუმართლებლად მიდის მოტყუებაზე, დი მარია კარგი პოზიციიდან ვერ იტანს.



ანხელი უფრო უნდა უფრთხილდებოდეს ბურთს. გასაგებია, რომ "რეალი" ისე თამაშობს, რომ მატჩში 20-30 მომენტს ქმნის და ჩაწოდებებზე ისევე შეუძლია ივარჯიშოს, როგორც ვარჯიშებზე. მაგრამ ინგლისში არავინ დაგაცინინებს თავს. თუ თამაშში 10-ჯერ კარგავ ბურთს შენი არასწორი პასების გამო, ამის გამო შეიძლება დამარცხდე. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ამ მატჩის შემხედვარე დი მარიამ იანუზაისთან გაკვეთილები უნდა გაიაროს.

თუმცა დი მარიას სასარგებლოდ უნდა ვთქვათ, რომ მან დაცვაში თამაში ისწავლა. იგივე ეხება მატასაც. ორივე ღრმად ჩადიოდა უკან, მატამ კი რამდენიმეჯერ ბურთიც კი წაართვა მოწინააღმდეგეს.

საბოლოო ჯამში კი სწორედ დი მარიამ გააძევებინა ივანოვიჩი და გააკეთა პასი, რომელსაც საბოლოოდ გოლი მოჰყვა.

შეჯამება


გუნდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. განსაკურებით პირველი ტაიმი.

დაცვის შეცდომებს თუ დავუბრუნდებით, პოზიტივის პოვნაც შეიძლება. სმოლინგმა ორჯერ მოასუფთავა როხოს დასვრილი, ხოლო თავად როხომ ბლინდის შეცდომის შემდეგ გამოასწორა მდგომარეობა. ბლინდი ნაკლებად შესამჩნევი იყო, ვიდრე წინა თამაშებში, რადგან მის საქმეს მთლიანად ფელაინი აკეთებდა. მარუანმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა გუნდი სახიფათო მომენტებისგან. ფელაინის ფიზიკური სიძლიერე "ჩელსის" ტექნიკურ შემტევებს გაქანების საშუალებას არ აძლევდა. ფელაინი-ბლინდის დუეტი პერსპექტიულად გამოიყურებოდა.

არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ რაფაელი, რომელმაც კიდევ ერთი ძლიერი შეხვედრა ჩაატარა. მე-12 წუთზე მის მიერ მიღებული ყვითელი ბარათის გამო მეგონა, რომ მატჩს ვერ დაასრულებდა. მატჩის დანარჩენი ნაწილი რაფაელმა ყურადღებით ჩაატარა და მოწინააღმდეგეს მოტყუების საშუალებას არ აძლევდა. გარდა ამისა, შეტევაშიც გაისარჯა, ფლანგზე ორი მცველი მოატყუა და ჯარიმა გამოიმუშავა.

თუ "იუნაიტედი" ერთხელ მაინც გამოვა ორ შეხვედრაში ერთიდაიგივე დაცვის ხაზით, შეცდომები გაქრება და გაცილებით ნაკლები საფრთხე იარსებებს.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

carrick.ru
სტატიები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top