ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას.
ვფიქრობ, ხვდებით რამდენად დაძაბული დღე მქონდა დღეს. კვირა სავსე იყო ემოციებით, რომელიც "ჩელსისთან" მატჩმა გამოიწვია. ყოფილი გუნდისადმი ჩემი პირველი თამაში განსაკუთრებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტურად ვაფასებ, ჩემი აზრით უკანასკნელ წუთამდე ყველა დაძაბული იყო. ვფიქრობ, პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა შანსების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. მეორე ნახევარში დროგბას გოლის შემდეგ მათ თამაშის სადავეები ხელთ იგდეს, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ისინი საკუთარ საჯარიმოს მივაჯაჭვეთ და გოლის გატანა მოვახერხეთ. სიმართლე გითხრათ, მოედანზე სრულ კომფორტს ვგრძნობდი. რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო მეგობრებთან და ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა, მაგრამ როცა მოედანზე ხარ კონცენტრირებული უნდა იყო და გუნდს უნდა დაეხმარო. მხოლოდ ამას უნდა აქცევდე ყურადღებას.
როგორც ყოველთვის, "ოლდ ტრაფორდის" ატმოსფერო დაუჯერებელი იყო, თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
მინდა რამდენიმე სიტყვით "ჩელსის" ქომაგებსაც შევეხო: მათი მიმზიდველობა სიამოვნებას მგვრის და როგორც უკვე ვთქვი, მათი მუდამ მადლიერი ვიქნები. საპასუხო პატივისცემასაც ვგრძნობ და ეს ყველა ასპექტის მხრივ მნიშვნელოვანია ჩემთვის.
მოკლედ რომ ვთქვა, ერთი ქულა, რომელიც შესვენებაზე არასაკმარისი ჩანდა სიამოვნებით მივიღეთ და ვფიქრობ დამსახურებულადაც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ცხრილის სათავეში ადგილის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ყოველ მატჩში სულ უფრო და უფრო მოვუმატებთ და "იუნაიტედი" თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდება. ჩემი დავალება - ყოველდღიურად მუშაობაა, რათა გუნდს დავეხმარო მიზნის მიღწევაში.
მომდევნო კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, ამჯერად მანჩესტერელ მეზობლებთან.
გმადლობთ მხარდაჭერისთვის.
გკოცნით.
ხუანი.
წყარო:
manutd.com