თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2014, 01:25
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2355,
კომენტარები: 12
დი მარია:" ამ მაისურის ტარების დიდი სურვილი მქონდა"
დი მარია "იუნაიტედზე"
დი მარია:
ანხელ დი მარია აცხადებს, რომ იგი საერთოდ არ ნანობს "რეალის" დატოვებას "იუნაიტედის" გამო - წერს დინ ჯონსი (ბრიტანელი ჟურნალისტი). ამასთან კარლო ანჩელოტი გადაჭრით ამბობს, რომ ესპანური გუნდი იძულებული გახდა გაეყიდა არგენტინელი ვარსკვლავი, რადგან ისინი ვერ შეთანხმდნენ ხელფასზე.

დი მარია ახლა 200,000 იღებს კვირაში და აღნიშნავს, რომ ის უბედნიერესი ადამიანია, რადგან დატოვა "სანტიაგო ბერნაბეუ".

"მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. რთულია, ეს გრძნობა სიტყვებით აღწერო. მე ძალიან მიხარია აქ ყოფნა, ყოველთვის მსურდა ამ მაისურით თამაში.

ასევე ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მე ახალი 7-ანი ვარ. ეს ნომერი უდიდეს ფეხბურთელებს ეკუთვნოდათ წარსულში და ეს ჩემთის დიდი პატივია.

ვგრძნობ, რომ ხალხი ჩემით კმაყოფილია, ამიტომ მე უნდა გავამართლო ეს ნომერი. "


დი მარია მართლაც დიდი ძალა გახდა "იუნაიტედისთვის", მაგრამ წითლები მაინც ვერ აჩვენებენ სასურველ თამაშს. "ფოქს სპორტთან" ინტერვიუში ანხელმა განაცხადა:

"ჩვენ გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელები და გვაქვს იმის რესურსი, რომ გუნდი დავაბრუნოთ იქ სადაც ისინი 2-3 სეზონის წინ იყვნენ.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვპროგრესირებთ და ვვითარდებით სწორი გზით. ჩვენ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი ახლოს და შევთამაშდეთ, რადგან ძალიან ბევრი ახალი სახეა გუნდში. მაგრამ ჩვენ ვადგავართ სწორ გზას და დარწმუნებული ვარ ვიბრძოლებთ ტიტულისთვის.

მე აქ მოვედი ტიტულების მოსაგებად და იმისთვის რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" დავეხმარო დაბრუნდეს იქ სადაც მისი ადგილია."



წყარო:mirror.co.uk
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
27 ოქტომბერი 2014 01:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლო ორი თამაშით არამგონია ვინმე იყოს კმაყოფილი. სიტისთან იმედია ესე არ იქნება და ჩწოდებებს არ დაიწყებს მხოლოდ. დი მარიას კრიტიკა ადრეა ჯერ მაგრამ მაინც
0
№2
ავტორი: RojoDiablo
27 ოქტომბერი 2014 01:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენ აქ მოიგებ ტიტულებს და დაეხმარები "მანჩესტერ იუნაიტედს". შენ ბევრ რამეს მიაღწევ, გუნდიც მიაღწევს. ახალი ეპოქა დაიწყო, ახლა ძველი ეპოქის შედეგების განმეორება დარჩა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: VaRdo
27 ოქტომბერი 2014 01:51
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
სიტისთან უფრო გაუადვილდება თამაში. ჩელსი ცენზურა გუნდია იცის მაურინიომ როგორ ჩაკეტოს ზონები. ტაქტიკოსია, მაგარი. პელეგრინის სიტი სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობს არც ეგეთი ჩაკეტილი თამაში უყვართ უფრო გახსნილი თამაში წავა და დი მარიასაც მეტი სივრცე ექნება რომ გაამწვავოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: Best 7
27 ოქტომბერი 2014 09:38
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Dimkaa midi axla gaurchve qalaqelebs
0
№5
ავტორი: Macklemore
27 ოქტომბერი 2014 09:40
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
სიტის შემადგენლობა ბევრად უფრო მრისხანეა. ვინც არუნდა დაემტვრეთ, ეს გუნდზე არ აისახება ხოლმე. ჩელსის ფორვარდი დაემტვრა და დააკლდა გუნდს და სიტის ფაქტობრივად ყველა მოთამაშე ძირითადის ყავს.
0
№6
ავტორი: AkkRed
27 ოქტომბერი 2014 10:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მომავალ წელს ამის ხარჯზე მოვიგებთ ლიგას love
0
№7
ავტორი: Mufc7
27 ოქტომბერი 2014 12:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩვენ კი ტიტულებს ველით და დაბრუნებას იქ, სადაც მისი ადგილია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: chudikone
27 ოქტომბერი 2014 13:21
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვინც იმენა დაცვაში თამასობს იმის წინააღმდეგ ვერ ქმნის მომენტებს დი მარია, დავაკვირდი. აი სიტისთან მგონი უნდა აფორთხიალოს ხალხი, აქეთ-იქით. სულ სხვა თამაში წავა და იმედია მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: Esi
27 ოქტომბერი 2014 13:52
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მიდიიი რა დიმკაა მიდიიი!
0
№10
ავტორი: lasha.baramidze
27 ოქტომბერი 2014 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
კარგია რომ ხვდება ამ პასუხისმგებლობას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top