თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2014, 00:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2584,
კომენტარები: 17
ვან გაალი მატჩის შემდგომ
მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" დამარცხების შანსი გაუშვა ხელიდან.

"მატჩის შემდგომ მოთამაშეებს ვუთხარი, რომ მოგება შეგვეძლო, მაგრამ ეს სპორტში არ ითვლება. უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ მათი დასრულება უნდა მოგვეხერხებინა. "ჩელსის" მეორე ტაიმში ერთი მომენტი ჰქონდა, რის შემდეგ თამაშს 10 წუთით გამოვეთიშეთ. მიხარია, რომ სათანადო რეაგირება მოვახდიენთ."

"ნეგატიური შედეგი კიდევ ერთხელ გარდავსახეთ პოზიტიურ შედეგში, როგორც ეს "ვესტ ბრომთან" მატჩში გავაკეთეთ. გუნდის სულისკვეთებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ერთადერთი უკმარისობა ის დამრჩა, რომ "ჩელსის" დამარცხება შეგვეძლო. "ჩელსი" ლიგის საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჯერ უამრავი შეხვედრაა წინ. შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, თუმცა მაინც მგონია, რომ მატჩის მოგება შეგვეძლო."

"ვიწინასწარმეტყველე, რომ "ჩელსის" შესვენების შემდეგ შეეძლო გოლის გატანა, რადგან კუთხურებს ადვილად ვთმობდით. შესვენებაზე ვთქვი, რომ "ჩელსის" მხოლოდ სტანდარტულიდან შეეძლო გოლის გატანა და ამას მეორედ აღარ ვიტყვი, რადგან წინასწარმტყველება ახდა."

"არ მინდა ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად ვისაუბრო. ბედნიერი ვარ, რომ ვან პერსიმ გაიტანა, რადგან ეს მისთვისაც და კლუბისთვისაც საჭირო იყო. მაგრამ არ მომეწონა, რომ მაისური გაიხადა, ყვითელი ბარათი კარგი არ არის."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
27 ოქტომბერი 2014 00:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არიქა პერსიმ გაიტანა ეხლა და სულ ამას გაიმეორებს და გაგვახსენებს, ამის მერე ვაბშე აღარ გაიყვანს მოედნიდან wink
0
№2
ავტორი: Macklemore
27 ოქტომბერი 2014 00:34
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია პერსისთვის ეს მუხტი იქნება და გააგრძელებს გოლების გატანას, თორე ეს არ ამოაგდებს მაინც სასტარტოდან :D :D
0
№3
ავტორი: RojoDiablo
27 ოქტომბერი 2014 00:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაგრამ არ მომეწონა, რომ მაისური გაიხადა, ყვითელი ბარათი კარგი არ არის."


ა, კაცო საყვედური. ძლივს არ გავიგე რაღაც მაინც? ნუ ეს არაფერია, მაგრამ...

მოგება ნამდვილად შეგვეძლო, მაგრამ არა მეორე ტაიმში. პირველი ტაიმი ჩვენი იყო და გოლი რომ გაგვეტანა არავინ იცის რა მოხდებოდა. ნუ მოვინდომებთ ზედმეტს, დავჯერდეთ ამას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: gilmour
27 ოქტომბერი 2014 00:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ფაქტია რომ არაფერი დავუთმეთ კი არა უკეთესადაც ვითამაშეთ, ფალკაო-რუნი-ჯონსი ძალიან დიდი ძალა გვაკლდა, გუნდში ძალიან დიდი პოტენციალი ჩანს, თუნდაც წაგებულ მატჩებში და ესაა ზუსტად ის სხვაობა რაც წინა სეზონთან გვაქვს, არ არსებობს რომ შედეგი არ მოვიდეს, შეთამაშების პრობლემა მოიხსნება და ნახავთ რეალურად რა შეუძლია ამ შემადგენლობას.
0
№5
ავტორი: Wardell
27 ოქტომბერი 2014 00:55
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
პირველი ტაიმი ძაან კაი იყო. უბრალოდ გაეტანა რობინას ან მე-3 წუთზე ან 22 რააა :/ არაუშავს ქულა ცუდი არაა მარა მეტი შეგვეძლო
0
№6
ავტორი: chudikone
27 ოქტომბერი 2014 01:11
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
უფრო მეტის მოლოდინში ვართ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: tupaca
27 ოქტომბერი 2014 01:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
სტანდარტულებზე ძაან ვიჩაგრებით ძაან დაბალია როხო არც სხვები არიან ბუმბერაზები ერთი სტამის ნაირი კაცი გვჭირდება. ეჰ რობინ რობინ რა ბურთები მაზე ან დროგბას თავური მაინც გამოგეგდო წინ... მაგრამ. არაუშავს მაინც მიყვარხარ! ბედმა გვიმუხთლა რა დროს დაიმტვრა ფალკაო თორე დარწმუნებული ვარ მოვიგებდით ეხლაც მახსოვს ჩელსის კარში.მისი ხეტრიკი :-) ეხლა კი პოზიტივზე ფელაინი მგონი შედის ფორმაში და კიდე წაუგებელი სერია 4 მაჩამდე გავზარდეთ :-)
0
№8
ავტორი: RojoDiablo
27 ოქტომბერი 2014 01:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
tupaca,
და არაფერს ამბობ იმაზე, რომ არც ჩვენი სტანდარტულები ვარგა? დი მარია საშინლად რომ აწვდის ამას მარტო მე ვხედავ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: tupaca
27 ოქტომბერი 2014 01:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
RojoDiablo,
რათქმაუნდა მაგასაც ვხედავ მაგრამ მარტო დიმარიაში მაინც არაა პრობლემა ტანმაღალი მცველები ან ფელაინის გარდა ვინმე მაღალი რო გვყავდეს ვან პერსი ჩააწვდიდა
0
№10
ავტორი: RojoDiablo
27 ოქტომბერი 2014 01:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
tupaca,
რა გინდ მაღალი იყოს მცველი, როცა ჩაწოდება პარაშუტის ტიპისაა აზრი არ აქვს. ყოლვეთვის მეკარე იჭერს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top