თბილისი:
მანჩესტერი:
26-10-2014, 14:00
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1747,
კომენტარები: 8
ვან გაალი:"მოგება შესაძლოა ახალი ერის დასაწყისი იყოს"
ვან გაალი მატჩზე
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ საკვირაო შეხვედრაში გამარჯვება შესაძლოა ახალი ერის დასაწყისი იყოს "მანჩსტერ იუნაიტედისთვის".

წითლების თამაშში ნამდვილად შეინიშნება გამოსწორება და ის რომ ფეხბურთელები ნელ-ნელა ეჩვევიან ლუი ვან გაალის ფილოსოფიას და სწორედ "ჩელსისთან" ჩაბარებული გამოცდა დაადასტურებს ჩვენ სიტყვებს. პრემიერ ლიგის ლიდერი "ჩელსი" დღეს-დღეობით ყველაზე რთული მეტოქეა "იუნაიტედისთვის".

MUTV-ის კითხვაზე, შეცვლის თუ არა დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება სეზონის მიმდინარეობას, ვან გაალმა ასეთი პასუხი გასცა: "დიახ, მე ასე ვფიქრობ, მე ეს ფეხბურთელებსაც ვუთხარი, რადგან ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა კარიერის განმავლობაში.

როდესაც შენ კარგ შედეგს მიაღწევ ასეთ დიდ მატჩებში, ეს გაძლევს უდიდეს სტიმულს ასევე გააგრძელო. მე ბევრი ასეთი მომენტი მქონია და "ჩელსისთან" მატჩიც ერთ-ერთი მათგანი გახდება."


ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ თუ, წითლები, "ვესტ ბრომთან" დაშვებულ შეცდომებს გაიმეორებენ, ისინი ისევ იქნებიან დასჯილები, ამჯერად უკვე ლურჯების მიერ.

"რა თქმა უნდა. უმეტეს შემთხვევებში როცა ჩვენ დავმარცხდით ან გავუშვით გოლი ეს ინდივიდუალური შეცდომების გამო მოხდა და შეცდომებს სხვა და სხვა ფეხბურთელი უშვებს, ჩვენ ამას ასე ადვილად ვერ გამოვასწორებთ. ჩვენ ძალიან შემტევი ფეხბურთი ვაჩვენეთ ორშაბათს, მაგრამ გატანილი გოლების რაოდენობა არ იყო საკმარისი. "ოლდ ტრადორდზეც" შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ, თუმცა განსხვავება ის იქნება, რომ აქ საოცარი გულშემატკივარის სიმღერა და ხმაური გაგვამხნევებს. არსენალის წაუგებელი სერია სწორედ ამ მოედანზე დასამარდა, იმედი მაქვს იგივე განმეორდება დღესაც. მე ადრეც ავღნიშნე და ეხლაც ვიტყვი, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივარის მსგავსი არასდროს არსად მინახავს, ჩვენ არ გვქონდა კარგი შედეგები, მაგრამ ისინი მაინც მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება. "-დაასრულა ჰოლანდიელმა.

წყარო: manutd.com
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
26 ოქტომბერი 2014 14:07
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იმედი მაქვს თავის ნათქვამს გაამართლებს, 10 ქულით წინაა ჩელსი და წაგების უფლება არ გვაქ.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
26 ოქტომბერი 2014 14:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შემტევ ფეხბურთს ველი მეც, მაგრამ ისეთს არა როგორიც ვესტ ბრომვიჩთან იყო. უკეთესი თამაში გვმართებს თუ რამეს გვინდა მივაღწიოთ ამ თამაშში

გულშემატკივარი ყოველთვის მხარს უჭერს გუნდს და არც ეს თამაში იქნება გამონაკლისი
0
№3
ავტორი: AkkRed
26 ოქტომბერი 2014 14:21
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გულშემატკივარს შენ დაანახე ის რომ შეგიძლია დააბრუნო გუნდი ჩვეულ ადგილას ისინი საერთოდ გაგაგიჟებენ ლუი love
0
№4
ავტორი: red devil
26 ოქტომბერი 2014 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იმედია მოვიგებთ
0
№5
ავტორი: Mufc7
26 ოქტომბერი 2014 15:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ოო,დიდო 8 საათო,მალე მოდი! manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GoGa.
26 ოქტომბერი 2014 17:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
ვაიმე დაიწყოს რა ერთი სული მაქ !!! ვიგებთ ვალენსიას გაააქ გოლი 100% ! manutd

0
№7
ავტორი: kOsTiA
26 ოქტომბერი 2014 18:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
გამარჯობათ ბიჭებო და გოგონებო.....დიდ იმედს ვამყარებ დღევანდელ მატჩზე. წარმატებები გაალს და წითელ ეშმაკებს.
0
№8
ავტორი: RedGirl
26 ოქტომბერი 2014 20:48
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აქ საოცარი გულშემატკივარის სიმღერა და ხმაური გაგვამხნევებს.


აი ამ ძალის მწამს ! მიდით ბიჭებო ბოლომდე <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top