თბილისი:
მანჩესტერი:
26-10-2014, 13:39
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1473,
კომენტარები: 6
მატა:"გულშემატკივარი ჩვენთვის ყველაფერია"
მატა "იუნაიტედის" გულშემატკივარზე საუბრობს
მატა:
დღევანდელი შეხვედრა "იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის ექსტრა მნიშვნელობის იქნება ხუან მატასთვის, იგი პირველად ითამაშებს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და ხუანი იმედი აქვს, რომ "ოლდ ტრაფორდის" პუბლიკა დიდ როლს ითამაშებს მატჩის მიმდინარეობაში.

წითლები მართლაც რთული ამოცანის წინაშე დგანან, რამეთუ მანჩესტერს პრემიერ ლიგის ლიდერი და ჯერ კიდევ დაუმარცხებელი "არისტოკრატები" ესტუმრებიან.

"გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია. "ოლდ ტრაფორდზე" ისინი შესანიშნავები იყვნენ, განსაკუთრებით ბოლო ორი თამაშის დროს, ისინი ნამდვილად მე-12 მოთამაშეები იყვნენ. ფეხბურთი არის გულშემატკივრობა, როდესაც შენ მოედანზე ხარ, ისინი მღერიან შენზე, გამხნევებენ და სჯერათ შენი. ფეხბურთი არაფერი იქნებოდა ფანობის გარეშე." -განაცხადა ესპანელმა

ყოფილ გუნდთან დაპირისპირებაზე მატა ამბობს: - "როდესაც მე ვითამაშე "ვალენსიას" წინააღმდეგ ("ჩელსის" შემადგენლობაში), ცოტა არ იყოს ვღელავდი, რადგან სულ 1 თვე იყო გასული, რაც ესპანეთიდან ინგლისში გადავბარგდი, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნოც, მე ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელი ადამიანი ვნახე, ასევე ისინი, ვისთან ერთადაც მე ვმუშაობდი ყოველდღე. დღეს უმნიშვნელოვანესი თამაშია ჩემთვის, მაგრამ როგორც მე ისე მთელი გუნდი მხოლოდ 3 ქულაზეა კონცენტრირებული."

წყარო: manutd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
26 ოქტომბერი 2014 13:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატას გოლი ყველაზე მაგრად გამიხარდება, პირადად მოურინიოს უნდა მიუძღვნას
0
№2
ავტორი: Count Alucard
26 ოქტომბერი 2014 13:56
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ასე ბევრს თუ ნიშნავს გულშემატკივარი გაგვახარე ხუან მოგებით love
0
№3
ავტორი: AkkRed
26 ოქტომბერი 2014 14:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მატა დღეს დუბლს შეასრულებს და დიმკა 1 გოლს გაიტანს wink
0
№4
ავტორი: Wardell
26 ოქტომბერი 2014 14:32
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
გაიღვიძე 3 ხდება აგერ უკვე რა არი ამდენი ხანი ძილი :D :D :D
0
№5
ავტორი: red devil
26 ოქტომბერი 2014 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მატამ უნდა შეაგდოს დღეს
0
№6
ავტორი: RedGirl
26 ოქტომბერი 2014 20:49
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
როგორ ძალიან მინდა დღეს რომ გაიტანოს რა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top