თბილისი:
მანჩესტერი:
26-10-2014, 11:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2331,
კომენტარები: 9
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (მატჩის წინ)
მატჩის წინ.
ლუი ვან გაალმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო მის მიერ მოთხოვნილი გამოსაცდელი სამ თვიანი ვადის ამოწურვა, რომ წინ მას უფრო სერიოზული გამოცდა ელოდება - წარუმატებელი შედეგების შემდეგ ნამდვილი გამოცდა - უახლოეს ოთხ ტურში "ჩელსის", "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" წინააღმდეგ თამაში. პირველი მათგანი იქნება შეხვედრა ლუის ძველ ნაცნობსა და მეგობართან, ჟოზე მოურინიოსთან, რომელიც მეგობრობის მოედანზე გადატანას არ აპირებს.

"ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ერთ ლიგაში. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი კენჭისყრაზეა დამოკიდებული და ჩვენი შეხვედრაც ერთადერთხელ მოხდა. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა - კვირას ლუისა და ჩემი დაპირისპირება კი არა "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩი იქნება. მატჩის დროს არ მექნება საშუალება მიმოვიხედო და დავინახო თუ ვინ წვრთნის მეტოქე გუნდს. მატჩის წინ და მას შემდეგ იგი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო მეგობარია, რომლის ნახვა მუდამ მიხარია." - განაცხადა მოურინიომ პრეს-კონფერენციაზე.

2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, რომელშიც "ინტერი" და "ბაიერნი" ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და რომელიც ერთადერთი შეხვედრაა ამ ორ სპეციალისტს შორის მოურინიომ ლუის სმს გაუგზავნა: "თბილი ჩახუტება ფინალამდე და თბილი ჩახუტება ფინალის შემდეგ". ამჯერად ეს მწვრთნელები ერთმანეთს მცირედით განსხავებულ ფორმატში შეხვდებიან - თუ კი ბოლო 10 წლიდან 9 წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" დაპირისპირება გვირგვინოსანის ვინაობას არკვევდა, ახლა ეს უბრალოდ დიდი შეხვედრაა, რომელშიც უფრო მეტ ინტერესს მოურინიოსა და ლუის დაპირისპირება იწვევს, ვიდრე სატურნირო მომენტები. მითუმეტეს, რომ "მანჩესტერ სიტის" ქულების დაკარგვამ საჩემპიონო რბოლა კიდევ უფრო უინტრიგო გახადა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (მატჩის წინ)


ისეთი რამ, რასაც მწვრთნელის გავლენას ეძახიან, რა თქმა უნდა არსებობს - 90-ანი წლების "ბარსელონამ", რომელსაც ლუი წვრთნიდა მსოფლიოს რამდენიმე საინტერესო მწვრთნელი აჩუქა - პეპ გვარდიოლა, ფილიპ კოკე, ლუის ენრიკე, ფრანკ დე ბური. თითოეული მათგანი "კატალონიური სტილის" მიმდევრები არიან, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ სტილის ანტაგონისტი ჟოზე მოურინიოა, რომელიც ასევე "ბარსელონადან" მოდის.

"ის ამაყი იყო, ავტორიტეტებს ხშირად არ აღიარებდა. ხანდახან მეჩვენება, რომ მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც მისი სჯეროდა. "ბარსელონაში" ხომ მას El Traductor (თარჯიმანი) ეძახდნენ. მას გაცილებით სერიოზულად ვეკიდებოდი, ვიდრე კლუბში მომუშავე ხალხის უმრავლესობა." - იხსენებს ვან გაალი "ბარსელონას" პერიოდს.

იმ ადამიანის კვალობაზე, რომელსაც "ბარსელონასთან" ჰქონდა კავშირი მოურინიომ ლუისთან ცალსახა ურთიერთობა შეინარჩუნა. თავდაპირველად კი, ჟოზეს ბობი რობსონთან ერთად სურდა კლუბის დატოვება, რომელიც ლუიმ ჩაანაცვლა, მაგრამ ჰოლანდიელმა ჟოზეს დათანხმება მოახერხა და კლუბში დატოვა, რაც მოგვიანებით არც ერთ მათგანს არ უნანია. სწორედ ვან გაალმა დაინახა მასში არამარტო მეოცნებე-თარჯიმანი, არამედ ანალიტიკოსი, მწვრთნელის დამხმარე და ზოგიერთ ამხანაგურ შეხვედრაში - პირველი გუნდის სრულფასოვანი მწვრთნელი.

"ბარსელონაში" ოთხწლიანი მუშაობა, რომლისგან ერთი წელიწადი ბობი რობსონთან, სამი კი ლუი ვან გაალთან ერთად გავატარე ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. თუ ოდესმე ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების დასახელებას მომთხოვენ, ისინი ჩემი სიის სათავეში მოექცევიან. არასდროს დამიმალავს, რომ ლუი ჩემი მეგობარია და მას პატივს ვცემ" - ამბობს მოურინიო.

თუმცა, ვან გაალისდამი მთელი პატივისცემისა და "ჩელსის" სახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად მოურინიოს სენტიმენტალიზმი არ შეაწუხებს და ვან გაალს ხელს არ გაუმართავს. სადაც ბრენდან როჯერსს არ დაეხმარა საჩემპიონო რბოლაში, როცა მის გუნდს არაფერი სჭირდებოდა ადვილი წარმოსადგენია, რომ მოურინიო კოშტას ტრავმით უფრო იყოს შეწუხებული, ვიდრე ლუის მდგომარეობით.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (მატჩის წინ)


მოურინიოს კიდევ ერთი კარგი ნაცნობი ანხელ დი მარიაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" წამყვანი ფეხბურთელი, რომლის მონაწილეობა ისევე საეჭვოა, როგორც დიეგო კოშტასი. მოურნიო: "დი მარია მხოლოდ იმიტომ ვიყიდე, რომ ეს ფეხბურთელი მომწონს. ის შესანიშნავი იყო "რეალში", მაგრამ ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ისეა, როგორც ლუის შემთხვევაში - შესანიშნავი მოგონებები მაქვს, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში მათ ჩემი დამარცხების სურვილი ექნებათ და მეც ამითვე ვუპასუხებ."

მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება ხუან მატასთვისაც - ის უკანასკნელი ფეხბურთელია, რომელმაც ამ გუნდების დაპირისპირებაში უკანასკნელი გოლი გაიტანა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ "ჩელსის" ღირსებას იცავდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ლონდონში მასზე მოთხოვნა შეწყდა და მანაც "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურა, სადაც არ უდგას კარგი პერიოდი. კრეატიული ფეხბურთელების რაოდენობა იმდენად დიდია "იუნაიტედში", რომ ძირითადში ადგილი არავის აქვს გარანტირებული (გარდა იმ ფეხბურთელებისა, რომელსაც "ვან" ფუძე აქვს გვარში) და ხუანსაც ძალიან გაუჭირდება, თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე თავს არ წარმოაჩენს.

საინტერესო სტატისტიკა

- "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ მხოლოდ ორი "მშრალი" შეხვედრა ჩაატარა - ორივე ჩემპიონშიპიდან გადმოსული გუნდების, "ქპრ"-სა და "ბარნლის წინააღმდეგ, რომელთაც სატურნირო ცხრილში ორი უკანასკნელი ადგილი უჭირავთ.
- "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" წინააღმდეგ გამართულ უკანასკნელ 22 შეხვედრაში მხოლოდ 6 მოიგო.
- პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ უკანასკნელ ორ შეხვედრაში "ჩელსიმ" ორივეჯერ მოახერხა გოლის გაშვების გარეშე მატჩის დასრულება.
- "ჩელსი" "იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ უკანასკნელ 3 შეხვედრაში არ დამარცხებულა და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.
- "ჩელსის" წინააღმდეგ გამართული ბოლო სამი მატჩიდან ორ შეხვედრაში "იუნაიტედს" ფეხბურთელს უძევებდნენ.
- "იუნაიტედის" რიგებში ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრიდან ანხელ დი მარიამ 4-ში საგოლე გადაცემა გააკეთა.
- "ჩელსის" უკანასკნელ 8 შეხვედრაში ცესკ ფაბრეგასმა 8 გოლში მიიღო მონაწილეობა. - 1 გოლი და 7 საგოლე გადაცემა.
- რობინ ვან პერსიმ "ჩელსის" 6 გოლი გაუტანა, მაგრამ ყველა "სტემფორდ ბრიჯზე".
- მოურინიომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 14 სხვადასხვა ფეხბურთელი გამოიყენა - რაც ჩემპიონატის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ლუი ვან გაალმა კი 30 ფეხბურთელი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
- "ჩელსი" ერთადერთი მოწინააღმდეგეა პრემიერ ლიგაში, რომელთან "იუნაიტედს" უარყოფითი შედეგი აქვს - 13 მოგება, 15 მარცხი.

საკადრო მდგომარეობა

ის ფაქტი, რომ "იუნაიტედს" უეინ რუნი ვერ დაეხმარება ვან გაალს ალბათ უფრო ნაკლებად აღელვებს, ვიდრე ანხელ დი მარიას მდგომარეობა, რომელმაც "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩი ბოლომდე ვერ დაასრულა. არგენტინელი სავარაუდოდ მაინც ითამაშებს, მაგრამ "შაშვების" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მის კომპრესში ჩატანებული ყინულების რაოდენობის შემხედვარე ვერ იტყვი, რომ თავს კარგად გრძნობს.

უეინ რუნი დისკვალიფიცირებულია, მაგრამ ლუი ვან გაალს შეუძლია გამოიყენოს ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია - მაიკლ კერიკი, რომელიც წინა შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა. რუნის გარდა ხელმიუწვდომელია მაკნეირი, ევანსი, ვალენსია და ლინგარდი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (მატჩის წინ)


"ჩელსის" მთავარი საკადრო თავის ტკივილი დიეგო კოშტას მდგომარეობაა, რომელსაც ტრავმის გარდა ვირუსი შეეყარა. თავდამსხმელმა "მარიბორთან" და "კრისტალ პალასთან" ვერ შეძლო თამაში, მაგრამ მოურინიოს სიტყვებით მას მცირედი შანსი აქვს "ოლდ ტრაფორდზე" გასასვლელად. ლოიკ რემი კი გუნდს ერთი თვით დააკლდება, ხოლო დიდიე დროგბას სათამაშო ფორმა ნდობას არ იწვევს. სესარ ასპილიკუეტა "კრისტალ პალასთან" მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია, მაგრამ მწყობრში ჩადგა რამირესი.

ტაქტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვა გუნდის ყველაზე სუსტი წერტილია - "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში რაფაელის-ჯონსის-როხოს-შოუს ოთხეულმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. უკანასკნელი ცუდი შეხვედრიდან გამომდინარე შესაძლოა ვან გაალმა ძირითადში ჯონსის გვერდით ბლეკეტის დაბრუნება გადაწყვიტოს, ხოლო როხო მარცხენა ფლანგზე გადასწიოს. შესაძლოა მარკოსი იმდენად სასარგებლო არ იყოს შეტევაში, როგორც შოუ, მაგრამ ბედის ამარა მაინც არ ტოვებს თავის ფლანგს, როგორც ავანტიურისტი შოუ.

როგორ ტაქტიკას დააყენებს ვან გაალი ნახევარდაცვაში? "ვესტ ბრომთან" მატჩში ვან გაალმა გუნდი 4-1-4-1 ტაქტიკით ათამაშა, მაგრამ ადნან იანუზაიმ თავის სარგებლიანობაში ვერ დაარწმუნა, რის გამოც ლოგიკური იქნებოდა "დაიმონდზე" გადასვლა, სადაც ბლინდი ჩამშლელი იქნება, მატა გამწვავებაზე ითამაშებს, ხოლო ერერა და დი მარია ფლანგებზე. "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში კარგად შემოვიდა მარუან ფელაინი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალიან რთულია ისეთი ტაქტიკური სურათის მოფიქრება, რომელიც ამ ფეხბურთელს დაიტევდა. ალბათ, მას ჯოკერის როლით დაკმაყოფილება მოუწევს, რომელიც მხოლოდ მაშინ შემოდის, როცა მოწინააღმდეგის დაცვაზე ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო, როცა იგი საჯარიმოს მიემაგრება, რასაც "ჩელსი" რა თქმა უნდა არ გააკეთებს.

ასეთი ტაქტიკის ფონზე კი თავდასხმაში ვან პერსი-ფალკაოს წყვილი გავა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელი ბოლო პერიოდში უჩინარი ადამიანი უფროა, მისი გამოცდილება და ოსტატობა ყოველთვის სასარგებლოა და თანაც რუნის დისკვალიფიკაციის ფონზე ვან გაალს ერთადერთ ვარიანტად ერთი თავდამსხმელით თამაში რჩება, რაც უადგილოა.

"ჩელსი" "მარიბორთან" შეხვედრაში გადახალისებული შემადგენლობით კარგად გაერთო, მაგრამ როტაციის ფეხბურთელები ყველგან იყვნენ ჩართულნი, გარდა ნახევარდაცვისა. მატიჩი-ფაბრეგასი-ვილიანი-ოსკარი-აზარის ხუთეული "იუნაიტედთან" მატჩში გამოჩნდება და ერთადერთი საეჭვო ამ 5 ფეხბურთელში მხოლოდ ვილიანის თამაშია, რომელსაც კონკურენტად ანდრე შურლე ჰყავს, მაგრამ მისი ჯანმრთელობის საკითხი დიდ ეჭვს ბადებს.

კარში ტიბო კურტუა დაბრუნება, დაცვის ცენტრში ტერი-კეჰილის წყვილი დადგება, ხოლო მარცხენა ფლანგზე ასპილიკუეტას ფილიპე ლუისი ჩაანაცვლებს.

პროგნოზი


"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ ლუის გუნდი "ჩელსის" თამაშის დონით არ ჩამოუვარდება. მაგრამ სატურნირო ცხრილში "სიტისა" და "არსენალის" სიახლოვის გამო შესამჩნევი გადანაცვლებები ცუდი არ იქნებოდა. "ჩელსი" კი "მანჩესტერ იუნაიტედის" სისუსტით ისარგებლებს და კონტრშეტევებზე ითამაშებს. ნადირობის ამ გეგმის ნაწილი უფრო მეტად მოასწავებს მოურინიოს დიდ ნანადირვევს,

წყარო: fapl.ru
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 ოქტომბერი 2014 11:02
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მოლოდინი დიდია, დაძაბულობა მაღალი. ნერვები დაჭიმული. მზად ვარ ნებისმიერი შედეგისთვის, მაგრამ მე მჯერა წარმატების.

მოურინიო რას მოინადირებს ეს იმაზეა დამოკიდებული ჩვენ რას ვერ მოვინადირებთ. მოურინიოს ის შერჩება ხელში, რასაც დავუტოვებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
26 ოქტომბერი 2014 11:13
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ახლა დრო ისე გაიწელება თამაშამდე,საუკუნედ მომეჩვენება. იმედი მაქვს,მე-7 გამარჯვებას ვიზეიმებთ, იმედი მაქვს, დი მარია მე-5 საგოლე გადაცემას გააკეთებს,იმედი მაქვს,პერსი მე-7 გოლს გაუტანს,ახლა უკვე "ოლდ ტრაფორდზე".
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: AkkRed
26 ოქტომბერი 2014 11:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
არა ხო ვიგებთ ამ თამაშს? love
0
№4
ავტორი: dati-mata
26 ოქტომბერი 2014 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
Skysportma dacera costa asnavnoishiao
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№5
ავტორი: აკო
26 ოქტომბერი 2014 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ერთ ტაიმს მაინც ითამაშებს კოშტა, ყველაზე მეტად ფაბრეგასის უნდა გვეშინოდეს, მაგრამ დროგბა თუ იქნება ეგ უფრო სახიფათიოა ამ შემთხვევაში
0
№6
ავტორი: GeorgeBest
26 ოქტომბერი 2014 13:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
- "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" წინააღმდეგ გამართულ უკანასკნელ 22 შეხვედრაში მხოლოდ 6 მოიგო.


belay მეტი არა?
0
№7
ავტორი: red devil
26 ოქტომბერი 2014 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაროჩე 3 გოლს მინიმუმ გავუშვებთ მაგრამ იმედია უფრო მეტს გავიტანთ
0
№8
ავტორი: Manchester United 14
26 ოქტომბერი 2014 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მოგბა მოგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№9
ავტორი: GoGa.
26 ოქტომბერი 2014 17:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
უნდა მოვიგოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top