თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2014, 23:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2212,
კომენტარები: 8
იანუზაი ფელაინის გოლით გახარებულია
ადნანი თანამემამულის გოლმა გაახარა.
იანუზაი ფელაინის გოლით გახარებულია
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი, ადნან იანუზაი თავისი მეგობრისა და თანამემამულის, მარუან ფელაინის გოლმა გაახარა.

"იუნაიტედის" 11 ნომერს მიაჩნია, რომ ფელაინი გაწეული სამუშაოსთვის დაჯილდოვდა და "იუნაიტედის" ქომაგი მარუანისგან ბევრს უნდა ელოდეს.

"მოხარული ვარ მის გამო, რადგან ის ჩემი მეგობარია და მან ძალიან ბევრი იმუშავა ამისთვის. მისთვის რთული იყო დაბრუნება და მიხარია, რომ გოლის გატანა მოახერხა."

"ის კარგი ფეხბურთელია და შეუძლია გუნდს კარგი თამაშით დაეხმაროს."


იანუზაიმ მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ და მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალის გეგმებში მას მცირედი როლი ერგება, იგი გამოცდილების მიღებით კმაყოფილია.

"მიმდინარე წელს ბევრი თამაში ჩავატარე და მსოფლიო ჩემპიონატზეც ვითამაშე, რაც დიდი გამოცდილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პირველობაზე მცირედი შანსი მეძლეოდა. ვიცი, რას უნდა ველოდე მომავალში. მოვლენათა განვითარებით ძალიან ბედნიერი ვარ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 ოქტომბერი 2014 23:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
იანუზაის ბედი ძალიან მაღელვებს. არ მინდა ისევე დაგვეკარგოს, როგორც პოგბა, მაგრამ ძალიან რთული იქნება მისთვის სათამაშო პრაქტიკის მიცემა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
25 ოქტომბერი 2014 23:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Ehh amas popularobam dzaan gaagija :/
0
№3
ავტორი: Mufc7
25 ოქტომბერი 2014 23:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გვეჩაგრება იანუზაი,არადა გადმოსვლით მახსოვს რა გახარებული ვიყავი,დიდი მომავალი აქვს,უბრალოდ ახლა დრო ნაკლები ეთმობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 ოქტომბერი 2014 08:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია რო არ წუწუნებს. იმედია მიეცემა იმდენი დრო რო ამანაც გამოიჩინოს თავი.
0
№5
ავტორი: DiMaria
26 ოქტომბერი 2014 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მეც მიხარია, მაგრამ მაინც ხე ხარ
0
№6
ავტორი: GeorgeBest
26 ოქტომბერი 2014 13:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩელსისთანაც გამოჩნდება ალბათ, წინაზე კარგი თამაში ჩაატარა და პირველი გოლიც შეაგდო
0
№7
ავტორი: red devil
26 ოქტომბერი 2014 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არადა რა კარგად დაიწყო ეხლა კიდე რა ჭირს?
0
№8
ავტორი: Manchester United 14
26 ოქტომბერი 2014 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
აბა შენი იცი კიდე ბევრი გაგეტანოს მანჩესტერის მაისურით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top