თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2014, 23:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1525,
კომენტარები: 10
პარკი დროგბაში ხიფათს ხედავს
პარკის აზრით დიდიე დროგბა ჯერ კიდევ სახიფათოა.
პარკი დროგბაში ხიფათს ხედავს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ჯი-სუნ პარკი დიდიე დროგბას "ჩელსიში" დაბრუნებამ გააკვირვა.

სამხრეთ კორეის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ დიდიე დროგბა თავის 36 წლის ასაკში ჯერ კიდევ წარმოადგენს მოწინააღმდეგისთვის საფრთხეს და თუ ჟოზე მოურინიო კვირას გასამართ შეხვედრაში მასზე შეაჩერებს არჩევანს, "იუნაიტედს" მისი სახით დიდი საფრთხე ემუქრება.

"გაკვირვებული ვარ. შესაძლოა ეს ჟოზე მოურინიოს ეფექტია. მაგრამ როცა დროგბამ დატოვა "ჩელსი" არავის ეგონა, რომ იგი უკან დაბრუნდებოდა, თუმცა ეს მოხდა. ის აღარ არის ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ადრე, მაგრამ ის იცნობს "ჩელსის" და იცნობს პრემიერ ლიგას და არც გოლების გატანის უნარი დაუკარგავს. ის მათთვის კარგი გამოსავალია და ისეთი გამოცდილების ფეხბურთელია, რომლის ყოლაც ყველა გუნდს სურს."

"ჩელსის" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი შეიცვალა, მაგრამ თამაშის სტილი ძლიერ არ განსხვავდება იმ პერიოდისგან, როცა მოურინიო წინათ ედგა "ლურჯებს" სათავეში. ეს ძლიერი გუნდია და მათ საკუთარი სიძლიერე უკვე დაამტკიცეს ამ სეზონში. წელს რამდენიმე დიდებული ფეხბურთელი შეიძინეს."

"ფაბრეგასი პრემიერ ლიგას იცნობს და არც "ოლდ ტრაფორდზე" თამაშია მისთვის უცხო. მას უნდა ვუფრთხოდეთ. როცა იგი "არსენალში" თამაშობდა მისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით და "ჩელსის" ფეხბურთელების საშემსრულებლო ოსტატობაზე არც კი ვწუხდით. თუ კარგად ვითამაშებთ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ჩვენ წინააღმდეგ - "იუნაიტედს" ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეუძლია კარგი შედეგის მიღწევა."

"ჩელსი" პრემიერ ლიგის სათავეში იმყოფება, მაგრამ ამ თამაშში ეს მათ უპირატესობას არ ანიჭებს. მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" იმართება, ასე რომ, დარწმუნებულნი ვერ იქნებიან, რომ გაიმარჯვებენ. ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ მოედანზე, რასაც მუდამ ვაკეთებდით, არც დავიძაბოთ და შემდეგ ინდივიდუალური კუთხითაც უნდა გავისარჯოთ. ამ ყველაფრის გაკეთების შემთხვევაში სასურველ შედეგს მივაღწევთ"
- განაცხადა პარკმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 ოქტომბერი 2014 23:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მომკალით და არავის არ ვუფრთხი ისე, როგორც ცესკსა და აზარს. არ მაინტერესებს არც დროგბა, არც კოშტა. ჩემთვის უპირველესი საფრთხე ეს ორი კაცია და თუ მათ გავანეიტრალებთ ცუდადაა ჩელსის საქმე. არ ვიმბობ, რომ ეს გუნდი ორი კაცისგან შედგება, მაგრამ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული თითქმის.

ასე რომ მათ უნდა მოვუღოთ ბოლო და თუ მათ გავანეიტრალებთ, ყველაფერი კარგად იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
25 ოქტომბერი 2014 23:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
Me piriqit var yvelaze metad drogbasi meshinia da nu fabrec :/
0
№3
ავტორი: RojoDiablo
25 ოქტომბერი 2014 23:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
დროგბას იმიტომ მივიჩნევ ნაკლებ საფრთხედ, ვიდრე ამ ორს, რომ დროგბა ვეღარ არის ფორვარდი, რომელიც ინდივიდუალურად ქმნის მომენტებს. მიმწოდებელი სჭირდება, მიმწოდებელი კი ეს ორია. მათი განეიტრალება ისევე ვნებს "ჩელსის", როგორც "იუნაიტედს" დი მარიასი. ან შეიძლება ცოტა მაკლებად, მაგრამ პოტენციური საფრთხე გაცილებით სუსტია მათი ცუდად თამაში შემთხვევაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
25 ოქტომბერი 2014 23:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Drogbas exlac sheudzlia erti modzraobit moxsnas 3-4 fexburteli
0
№5
ავტორი: Mufc7
25 ოქტომბერი 2014 23:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აუ,აღარ დაწეროთ ხვალინდელ მატჩზე აღარაფერი,თორემ გასკდა გული wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 ოქტომბერი 2014 08:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჩელსი გუნდურად ძალიან კარგად თამაშობს, პლიუს ამას ის ინდივიდუალური მხარეები თუნდაც აზარის, ოსკარის და რა თქმა უნდა დროგბასი. მოკლედ ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდება რო ეგ თამაში მოვიგოთ, მე მაინც ვფიქრობ რო თუ დაცვამ შეცდომები არ დაუშვა და პოზიციები არ დატოვა თავისუფალი, მაშინ ყველაფერი ჩვენსკენ იქნება.
0
№7
ავტორი: DiMaria
26 ოქტომბერი 2014 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
საფრთხეს ჯერ კიდევ წარმოადგენს დიდიე. საშიში ფორვარდი იყო და არის
0
№8
ავტორი: GeorgeBest
26 ოქტომბერი 2014 13:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფაბრეგასი მართლა დიდი ძალაა ჩელსისთვის და იმედია დღეს ვერაფერს იზამს. რაც შეეხება დროგბას მართალია ძველი დროგბა აღარ არის მაგრამ მაინც სახიფათოა და თუ იქნება დიდ პრობლემებს უნდა ველოდოთ
0
№9
ავტორი: red devil
26 ოქტომბერი 2014 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დროგაც საშიშია მაგრამ მთავარი ფაბრეგასია
0
№10
ავტორი: Manchester United 14
26 ოქტომბერი 2014 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მე დროგბასი კი არა აზარის მეშინია :დ უფრო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top