თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2014, 18:56
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1596,
კომენტარები: 8
მოსწავლე მასწავლებლის წინააღმდეგ
ვან გაალი და მოურინიო ერთმანეთის შესახებ საუბრობენ.
მოსწავლე მასწავლებლის წინააღმდეგ
მოურინიო ვან გაალის ასისტენტი იყო "ბარსელონაში" 1990 წელს და ამის შემდეგ ის გახდა წარმატებული მენეჯერი. მის ხელში რამდენიმე ევროპულმა გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია. ამ კვირას, ეს წყვილი ისევ შეხვდება ერთმანეთს, ოღონდ სხვა ამპულაში, როგორც მენეჯერი-მენეჯერს, რომლებიც იბრძოლებენ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულისათვის. მათი ამ სახის შეხვედრა 2010 წლის ლიგის ფინალის შემდეგ მეორე იქნება. არც ერთი მენეჯერი არ მალავს, რომ ისინი საოცრად აღელვებულნი არიან ამ თამაშის წინ და ორივე კონცენტრაციას მხოლოდ ამ მატჩზე ახდენს. ორივეს მიზანი ერთია: მიიღონ გამოწვევა და მოიპოვონ სამი ქულა.

ვან გაალი:

"მე არ ვიცნობ მას როგორც მენეჯერს, იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩვენ ერთ ჩემპიონატში არ გვიმუშავია. მე მას ვიცნობ, როგორც პიროვნებას და ჩემს ასისტნეტს. ალბათ თქვენ ყველამ იცით, რომ პაექრობის მოყვარული ადამიანი ვარ და ვფიქრობ, მედიასაც ბევრი აქვს დაწერილი ამის შესახებ. შეიძლება ცოტათი რკინის ადამიანსაც კი ვგავდე. ყველას შეუძლია წეროს და ილაპარაკოს ჩემს შესახებ და ამის შეცვლა არ შემიძლია. დიდი დრო დამჭირდა ამას შევგუებოდი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მივხვდი, მე ვერ შევცლი იმას, რასაც თქვენ ჩემს შესახებ წერთ. ამიტომაც მე ვისწავლე ერთი რამ, არ უნდა მოვახდინო რეაგირება ამაზე და მწამდეს ჩემი თავის, ფეხბურთელების და სამწრთვნელო შტაბის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდის ვისწავლე ეს? ინგლისში მოსვლის დღიდან. მე და მოურინიო ძალიან იშვიათად ველაპარაკებით ერთმანეთს. როცა ვხვდებით, ვგრძნობთ სითბოს ჩვენსა და ჩვენს ოჯახს შორის და ეს სასიამოვნოა."

მოურინიო:

"მე კვირას ლუის არ ვეთამაშები, ეს არ არის ბრძოლა ჩვენს შორის, ეს არის ბრძოლა "ჩელსისა" და "იუნაიტედს" შორის. მატჩის განმავლობაში ჩვენ არც ერთს არ გვექნება დრო იმისთვის, რომ გარემო დავათვალიეროთ და დავაკვირდეთ იმას, თუ ვინ არის მოწინააღმდეგე გუნდის მენეჯერი. მატჩამდე და მატჩის შემდეგ, ის ჩემთვის ერთ-ერთი დიდი მეგობარია საფეხბურთო სამყაროში და ყოველთვის მოხარული ვიქნები მისი დანახვით. არასდროს დამიმალავს რას ვგრძნობ მის მიმართ. ვან გაალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან დიდი გამოცდილება შემძინა და მასწავლა, თუ როგორ მემუშავა მაღალ დონეზე. ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მწრთვნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მუშაობა ისეთ კლუბში, როგორიც "ბარსელონაა" და თანაც ისეთ მწრთვნელებთან, შესაბამისად ერთი და სამი წლის გატარება, როგორებიცაა მისტერ რობსონი და ლუი ვან გაალი."

წყარო:ManUtd.com
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2014 19:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ასეთ დიდ გამოცდილებას მიიღებს გიგზიც ვან გაალის ხელში. გააგრძელებს მის დაწყებულ გზას და იმედი მაქვს ეგეც ძალიან წარმატებული იქნება

ხვალინდელი თამაში განსაკუთრებულია ორივესთვის, ლუის ერთხელ აჯობა მოუმ და ეხლა უფრო დიდი შანსი აქვს ჩემი აზრით. მაგრამ ოლდ ტრაფორდზე წაგების უფლება არ გვაქვს. დიდი გამოწვევაა ორივესთვის და იმედია გამარჯვებული ლუი იქნება
0
№2
ავტორი: ელენე
25 ოქტომბერი 2014 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
მე ვფიქრობ, რომ გრანდების თამაში თითქმის ყოველთვის მწრთვნელების დაპირისპირებაა. ძირითად შემთხვევაში, გრანდები ტოპ კლასის ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულები და, შესაბამისად, თამაშსაც ის გუნდი იგებს, რომლის მწრთვნელიც უფრო კარგად შეარჩევს სათამაშო ტაქტიკას.
0
№3
ავტორი: Esi
25 ოქტომბერი 2014 23:09
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ხეზე ასვლა არ უსწავლებია ლუისას მჯერა wink
0
№4
ავტორი: RojoDiablo
25 ოქტომბერი 2014 23:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Esi,
თუმცა ერთხელ კი დაამარცხა უკვე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DiMaria
25 ოქტომბერი 2014 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ხშირად მსმენია, ზოგი მოსწავლე მასწავლებელს სჯობიაო, მაგრამ ლუი იმედია მათ რიცხვში არ შევა
0
№6
ავტორი: ლადო
25 ოქტომბერი 2014 23:21
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მიდი ლუიიი love
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 ოქტომბერი 2014 08:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Esi,
მეც მაგის იმედი მაქვს wink
0
№8
ავტორი: აკო
26 ოქტომბერი 2014 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ისე პროფილში ლუი ჯობია :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top