თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2014, 18:54
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2215,
კომენტარები: 8
რუსი ექსპერტების აზრი მატჩზე
მატჩისწინა პროგნოზები: "იუნაიტედი" - "ჩელსი"
რუსი ექსპერტების აზრი მატჩზე
პეტერ ჩულკოვი - ფეხბურთის პროფესიონალი ანალიტიკოსი

"მოურინიო აირჩევს 4-2-3-1 სისტემას, ხოლო ვან გაალი დიდი ალბათობით 4-4-2 ცენტრში რომბით. უმეტესობა აცხადებს, რომ ყველაზე ძნელი იქნება სესკ ფაბრეგასის განეიტრალება, მაგრამ მე სხვა მომენტზე გავამახვილებდი ყურადღებას - ფლანგები და განაპირა მცველების შეტევაში ჩართვა. ასეთი შემსრულებლებით დახუნძლულ ფნალგებს, მე დავარქმევდი ლუი ვან გაალის უდიდეს თავის ტკივილს. გადაავლეთ თვალი ბრანისლავ ივანოვიჩის სტატისტიკას, ხოლო მარცხენა ფლანგზე ფილიპე ლუისი, რომელიც "ატლეტიკოს" შემადგენლობაში გამუდმებით ერთვებოდა შეტევაში. "იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა გადაკეტოს ფლანგები, ამისთვის ლუის, რაფაელი და შოუ ჰყავს. პირველი მათგანი შეტევაში ბევრად სასარგებლოა ვიდრე დაცვაში, ხოლო მეორეს არ ჰყოფნის გამოცდილება და ხშირად უშვებს პოზიციურ შეცდომებს. სხვათაშორის არ გამოვრიცხავ მარკოს როხოს ფლანგზე გამწესებას.

ვფიქრობ, "იუნაიტედი" ბურთით უფრო ხშირად იქნება, იმის გათვალისწინებით რომ მოურინიოს უყვარს როცა მოწინააღმდეგეს მოედნის ცეტრში ხვდება. ვან გაალის ფილოსოფიის გამართულობა დამოკიდებულია მეტოქის ნახევარზე ბურთის სწრაფ მოძრაობაზე. ორი ფორვარდი რადამელ ფალკაო და ვან პერსი - ეს პრობლემაა "ჩელსისთვის". ნამდვილად არაა ადვილი საქმე მათი განეიტრალება.

რაც შეეხება ლონდონელთა გეგმებს, აქ ყველაფერი ისეა როგორც მოურინიოს აწყობს. უსწრაფესი კონტრ-შეტევები - ეს სწორედ ისაა რაც ნამდვილად კარგად გამოსდით მის გუნდებს. "იუნაიტედი" სწრორედ მეტოქის სწრაფ შეტევებს უნდა ერიდოს.

ფსონს "ჩელსიზე" დავდებდი, მაგრამ წითლების შეტევის ხაზს შეუძლია ყველაზე უსუსური თამაშის შემობრუნებაც კი."


დენის კაზანსი, ნტვ-პლიუსის კომენტატორი, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი.

"კვირას გასამართ მატჩში კითხვები უფრო მეტად "იუნაიტედის" შესახებაა, "ჩელსისთან" დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. არ იქნება კოშტა და რემი? იქნება დროგბა. შურლეს და ვილიანის ვარიანტი ფორვარდის პოზიციაზე ნაკლებად სავარაუდოა. ფილიპე ლუისი ასპილიკუეტას ნაცვლად, აქაც არაფერია გასაკვირი.

გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ გასულ წელს ჟოზე უშინოდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრას. ჯერ ერთი რომ, თვითონაც ახალი მისული იყო კლუბში და თავისებურად აწყობდა საქმეებს, მეორე მხრივ არ იცოდა რისი შეთავაზება შეეძლო მოიესის "იუნაიტედს". თუ გახსოვთ, მიუხედავად წარუმატებელი თამაშებისა, წითლები თამაშობდნენ ძლიერი სულისკვეთბით. მოურინიომ არ იცოდა რას შესთავაზებდა მას მოიესი, ამიტომ გადაწყვიტა თავი დაეზღვია. ამ წელს ყველაფერი სხვანაირადაა, "ჩელსიც" ძლიერი გუნდია და "იუნაიტედიც" ვან გაალთან ერთად, ამასთან ლონდონელთა თავკაცმა იცის თუ რა შეუძლია მის მეტოქეს, არამგონია თამაში ჩაკეტოს და ფრეზე ითამაშოს.

"იუნაიტედთან" დაკავშირებით ყველაფერი ბევრად საინტერესოა. უნდა გადაიჭრას ამოცანა მოედნის ცენტრში და მოიძებნოს ის ვინც გაანეიტრალებს სესკს და ოსკარს. მაგრამ ვინ? ფელაინი? გასულ მატჩებში იგი არცთუ კარგად გამოიყურება დაცვითი ფუნქციების შესრულებისას. ერერა? ის უფრო მეტად შემქნელია. ბლინდი? ხომ არ გასკდება ბოლო ბოლო.

ვფიქრობ, ვან გაალი 2 ფორვარდით ითამაშებს - პერსი და ფალკაო, მატა კი აუცილებლად სასტარტოში აქ მარტო საფეხბურთო მომენტი არაა, მატას პირადი ანგარიში აქვს გასასწორებელი. ხუანი ყველაზე მოტივირებული ფეხბურთელი იქნება მოედანზე. მოურინიომ ის მოიშორა და როგორც ხუანი ამბობს ახლოსაც არ იკარებდა. არაფერი აუხსნია, არაფერზე ულაპარაკიათ, უბრალოდ ადგა და მოიშორა ფეხბურთელი, რომელიც ზედიზედ 2 სეზონის განმავლობაში, წლის საუკეთესო ფეხბურთელი ხდებოდა.

კიდევ ერთს ვიტყვი, დიდი ალბათობით ვან გაალი პირველივე წუთებიდან დაცვიდან არ ითამაშებს, რადგან მის გუნდს არ გამოსდის დაცვაში კარგად თამაში. შეუძლებელია გარანტია გქონდეს ნოლზე თამაშის, როდესაც შენ ასეთი დაცვის ხაზი გყავს. შოუ-როხო-ჯონსი-რაფაელი, მათ შორის არც ერთი არ არის ტოპ-კლასის. არც ნახევარდაცვის ცენტრშია ასეთი ვინმე. არის ბლინდი, რომელიც დამაჯერებლად მოქმედებს და შესაძლოა ძალიან კარგი მომავალიც აქვს, მაგრამ ის მარტოა. "იუნაიტედმა" უნდა გაიტანოს რაც შეიძლება ბევრი, რადგან თუ დავიდ დე ხეამ ფანტასტიური მატჩი არ ჩაატარა, როგორც ეს "ევერტონთან" იყო, ისინი აუცილებლად გაუშვებენ.


არტიომ მუშტა, პროფესიოალი ანალიტიკოსი, football.ua-ს ექსპერტი

"ჩემი აზრით, "იუნაიტედისთვის" მთავარია არ წააგოს. წაგება იქნება ძლიერი ფსიქოლოგიური დარტყმა მათთვის, რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან შორს არიან იდეალური ფსიქოლოგიური კონდიციებისგან. ქულების დაგროვება ძლიერ გუნდებთან გაზრდის მოთამაშეების თავდაჯერებულობას. არ გამიკვირდება, თუ ვან გაალი შეცვლის გუნდის სტილს და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს დაცვაში კარგ თამაშს. ყველასთვის ცნობილია "ჩელსის" უსწრაფესი და სახიფათო კონტრ-შეტევების შესახებ. დიეგო კოშტას არ ყოფნა ნამდვილად არ აკნინებს ლონდნელთა შეტევის სიმწვავეს, მოურინიოს ჰყავს მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფალ ზონებში კარგად მოძრაობა და "ვესტ ბრომთან" შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ვან გაალის გუნდს დიდი რაოდენობით მოეძებნება თავისუფალი ზონები.

პირველი გოლის დროს, ლუკ შოუმ საჰაერო ორთაბრძოლა წააგო მოედნის ცენტრში და თავისუფალი დარჩა მისი ფლანგი, მარცხენა მცველის ადგილის შესავსებად ბლინდი გაიქცა, ხოლო თვითონ დეილი არავინ დააზღვია, რის გამოც საჯარიმოს მისადგომებთან დიდი თავისუფალი ზონა შეიქმნა, გატანა მხოლოდ ოსტატობის საქმე იყო. ერერა და დი მარია ამ ეპიზოდში მაღლა იყვნენ ასულები და ვერ მოასწრეს უკან სწრაფად დაბრუნება. ასეთი რამ თუ გამეორდა, "ჩელსიც" აუცილებლად დასჯის "ეშმაკებს".

მეორე გოლი - ეს ზუსტად დიეგო კოშტას საყვარელი მომენტია, მას მრავლად ააქვს ასეთი გოლები გატანილი ჯერ კიდევ " ატლეტიკოს" შემადგენლობაში. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე საინტერესო იქნება ხილვა თუ როგორ იასპარეზებს "იუნაიტედის" დაცვის ხაზი, რამდენად მაღლა აიწევს შეტევის ხაზი და ჩაერთვებიან თუ არა ხშირად შეტევებში განაპირა მცველები."


წყარო: carrick.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2014 19:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩელსისთან მართლა მარტივადაა საქმე, როცა გუნდში დროგბა ჰყავს მოუს არამგონია დიდად აწუხებდეს ფორვარდის პრობლემა. არამგონია არ ცმე სხვა რამე მოიფიქროს და დროგბა სკამზე დასვას

როხოს ფლანგზე გადაწევა დიდი სისულელე იქნება, შოუს და რაფაელს დიდი სამუშაოს შესრულება მოუწვთ. შოუ პოზიციურად ძალიან ცუდად თამაშობს და იმედია ცელსისთან არ მქიარავს არაფერს, არც რაფა წყვეტს ვარსკვლავებს. არც ჩელსი ითამაშებს ფრეზე და ორმხრივი შეტევები იქნება ალბათ. ჩვენ თავიდანვე შევუტევთ, სხვა გზა არც გვაქვს

2 ფორვარდი რამდენად გვაყსვ არ ვიცი მაგრამ პერსის სკამზე არ დავსვამს და ფლაკაოც სათამაშებელია
0
№2
ავტორი: Mufc7
25 ოქტომბერი 2014 19:39
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აუ,ცუდად ვარ,რაც უფრო ცოტა დრო რჩება და ბევრი იწერება... wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: RedGirl
25 ოქტომბერი 2014 19:53
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რაც შეეხება ჩელსის ფრეზე თამაშს ეს სისულელეა. ეს არის მატჩი, რომელიც სამი ქულის მოპოვებაზე მეტია. ეს მეტია ვიდრე თამაში. არც ჩვენ არ ვითამაშებთ ერთი ქულისთვის. სულისეკვეთების და სტადიონის იმედი მაქვს. პერსი რამდენად საშიშია ეგ არ ვიცი, ცუდ ფორმაშია. რუნი გვაკლია ძალიან. იმედია ფალკაოს ათამაშებს. დე ხეა კიდე ჯადოქარი არ არის დაცვის ყოველი შეცდომა გამოასწოროს. მოკლედ მისი კარგად თამაში აუცილებელია რა. მატაც ვფიქრობ ითამაშებს, მართალია დიდი მოტივაცია აქვს და ეგ მოტივაციაა ახლა სწორედ მნიშვნელოვანი.

მოკლედ არ ვიცი. რთული მატჩია ძალიან რთული, მაგრამ იმედია შევძლებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: giggs11-93
25 ოქტომბერი 2014 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ჩვენები გაიტანენ აუცილებლად მინიმუმ 1ს, მარა აუცილებლადაც გაუშVებენ მინიმუმ 1 თს. იმედი მაქვს 2-1ს მოვიგებთ :დ
0
№5
ავტორი: RojoDiablo
25 ოქტომბერი 2014 23:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დენის კაზანსკი
ეს კომენტატორი მაგრად მომწონს. ფლანგებიდან ჩვენც არაგვიშავს. მარჯვენაზე უკეთები ვართ, ვიდრე მარცხენაზე, მაგრამ საერთო ჯამში იქიდან შეტევა მაინც კეთდება, მეორე საკითხია რამდენად შედეგიანი იქნება.

ჰაზარის უფრო მეშინია მე, ვიდრე ფაბრეგასის და ძალიან დიდ თავსატეხად მიმაჩნია დაცვის ხაზის გაჭრა. სტანდარტულებზე იმედის ქონა მარტო იმიტომაა სისულელე, რომ არ გამოვიყურებით კარგად, პლუს ამას "ჩელსის" არაფერი დაეწუნება ამ მხრივ.

ბურთს რომ უფრო მეტად ჩვენ დავიჭერთ ეს მეც ასე მგონია, მაგრამ ეს მხოლოდ ფრის ან წამგები ანგარიშის შემთხვევაში. თუ წინ ჩვენ უფრო ადრე გავალთ ჩელსი წაგვართმევს ბურთს. და ჩვენც დავთმობთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: DiMaria
25 ოქტომბერი 2014 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
"მოურინიო აირჩევს 4-2-3-1 სისტემას, ხოლო ვან გაალი დიდი ალბათობით 4-4-2 ცენტრში რომბით.


ეს რომ წავიკითხე ამის მერე აღარ გავაგრძელებ კითხვას
0
№7
ავტორი: Wardell
26 ოქტომბერი 2014 01:26
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
DiMaria,
რატო რა ითქვა ეგეთი?
0
№8
ავტორი: zatara
26 ოქტომბერი 2014 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
lashavk6,
რატო და ტაქტიკიდან გამომდინარე ჩელსი ცენტრს დაიჭერს ჩვენ კი 1 კაცი ბლინდი გვეყოლება ცენტრში... აი ესააა პრობლემა და მიზეზი რის გამოცა აღარ წაიკითხა :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top