თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2014, 18:51
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1724,
კომენტარები: 7
ინტერვიუ ხუან მატასთან
მატა სხვადასხვა თემებზე საუბრობს
ინტერვიუ ხუან მატასთან
"ჩელსისა" და ჟოზე მოურინიოს შესახებ

"როდესაც მოურინიო, ლონდონში დაბრუნდა მე ძალიან იშვიათად მიწევდა თამაში. საქმე კარგ ან ცუდ ურთიერთობაში არაა, რადგან ჩვენ საერთოდ არ გვქონია ურთიერთობა. მე, რა თქმა უნდა, ამით უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ მაინც ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და პატივს ვცემდი გუნდს და პარტნიორებს."

ეროვნული ნაკრების შესახებ

"ვგრძნობ, რომ ინგლისში უფრო მეტად მაფასებენ ვიდრე ესპანეთში. მე ვერ მოვხვდი ბოლო პერიოდში ეროვნული ნაკრების განაცხადში, მაგრამ არ ვითხოვ ბოდიშის მოხდას ან მიზეზს, მე ყოველთვის ვშრომობ და ვიხარჯები ბოლომდე, გადაწყვეტილება ვისენტეს უნდა მიეღო. "

"იუნაიტედში" თამაშის შესახებ

"აქ იგრძნობა სიდიადე. ამას შენ აცნობიერებ გულშემატკივართა ქომაგობიდან დაწყებული კლუბის სტრუქტურით დამთავრებული."

ყველაზე რთული მოწინააღმდეგეები

"ვან პერსი, ბეილი და სუარესი. როდესაც მე ვთამაშობდი "ლივერპულის წინააღმდეგ, მე ვგრძნობდი რომ ლუის სუარესს შეეძლო მარტო მოეგო თამაშები. ის გუნდის 70 პროცენტი იყო. მე ახლაც მყავს რამდენიმე ძალიან მაღალი კლასის პარტნიორი ისეთი როგორიცაა რუნი. მაგრამ იანუზაი არის ის ვინც გამაოცა მე. ადნანი - შესანიშნავი ფეხბურთელია. მე მას თითქმის ყოველდღე ვხედავ და შემიძლია ვთქვა რომ იგი შესანიშნავად თამაშობს მარცხენა ფეხით. თუ ბელგიელი გახდება მომთმენი, მაშინ უკვე შეგვეძლება ლაპარაკი მის დიდ მომავალზე."

ინგლისურ ფეხბურთზე

"პრემიერ ლიგა პირველივე დღიდან გაყვარებს თავს. მე ყოველთვის მომწონდა ინგლისური ფეხბურთი. საერთოდ მე ძალიან მომწონს ბრიტანული კულტურა, სტილი, მუსიკა და მოდა. ფეხბურთელს აქ ცხოვრება ბევრად უადვილდება. დი მარია უკვე მიხვდა ამას. შენ აქ მოდიხარ ბაზაზე ყოველგვარი უცხო პირების გარეშე, ვარჯიშობ და ბრუნდები სახლში, აქ ბევრად იდუმალი გარემოა. ესპანეთში ასე არ ხდება, ჟურნალისტები ვარჯიშის დროსაც კი არ ეშვებიან ფეხბურთელებს."

ფალკაოს შესახებ

"რადამელი - შესანიშნავი და ძალიან თავმდაბალი ადამიანია, ამასთან ერთად ის ფანტასტიური თავმდამსხმელია. ის, თუ როგორ გადაადგილდება საჯარიმო მოედანში, ყოველთვის მზადყოფნაში უბრალოდ მაოცებს. მას უმძიმესი ტრავმა ჰქონა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა და ის შესანიშნავად გრძნობს თავს."

გუნდის სათამაშო სტილის შესახებ

"შესაძლოა, დღევანდელი "იუნაიტედი" არის ყველაზე შემტევი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი, სადაც კი აქამდე მითამაშია."

ლუის ვან გაალზე

"ის ძალიან გამოცდილია, და მე ბევრი რამის სწავლა შემიძლია მისგან. ლუის შეუძლია იყოს ძალიან მკაცრი, როდესაც ამის საჭიროებაა. ჩვენი მწვრთნელი ძალიან მკაცრი, დამაჯერებელი ტონით გვიხსნის თუ რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამის შემდეგ ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან. მას ძალიან უყვარს ჩვენთან საუბარი, გვეკითხება და აინტერესებს ჩვენი შეხედულება ვარჯიშებზე. ვან გაალი ცდილობს მოთამაშეს ასწავლოს, თუ როგორ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად დადებით შედეგს მოუტანს გუნდს. მე ძალიან მომწონს მისი ხედვა და გაგება ფეხბურთზე. მე ვფიქრობ რომ იყო კარგი ადამიანი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო კარგი ფეხბურთელი ან მწვრთნელი. ლუი სწორედ ასეთია - შესანიშნავი და სამართლიანი პიროვნება."

სერ ალექსის გავლენა გუნდზე

"მე არასდროს დამინახავს ის ვარჯიშის დროს. ვიცი რომ იგი დადის ჩვენ მატჩებზე, მაგრამ არასდროს მიგვრძნია მისი გავლენა გუნდზე. სერ ალექსი ლეგენდაა."

რაიან გიგზზე

"როდესც მე "იუნაიტედში" გადავედი, რაიანმა მომწერა რომ ერთის მხრივ ძალიან გაუხარდა ჩემს გამო, მაგრამ მეორე მხრივ გული დაწყდა, რადგან ვეღარ იქნებოდა საუკეთესო ცაცია გუნდში. არცთუ დიდი მაგრამ სასიამოვნო ხუმრობა გამოუვიდა."

დავიდ დე ხეაზე

"პირველი წელი მისთვის ძალიან რთული იყო. მას უნდა მოემატა წონაში, რათა უფრო ძლიერი გამხდარიყო და შეჩვეოდა ინგლისურ ფეხბურთს. ახლა იგი ძალიან ძლიერია."

იკერ კასილასზე

"მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ მას. იკერი ყოველთვის კარგად იყო განწყობილი ჩემ მიმართ. მე ვფიქრობ რომ პრესა ზედმეტად კატეგორიულია მის მიმართ, ის ან შესანიშნავია ან ძალიან ცუდი. რათქმაუნდა ასეთ ვითარებაში რთულია ყოფნა. შენ ყოველი თამაშისას მიკროსკოპით გაკვირდებიან და ეს არ არის სწორი. იკერმა ყველაფერი გააკეთა რეალისა და ეროვნული ნაკრებისთვის."


წყარო:el paris
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 ოქტომბერი 2014 17:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"შესაძლოა, დღევანდელი "იუნაიტედი" არის ყველაზე შემტევი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი, სადაც კი აქამდე მითამაშია."


ასეცაა. ვალენსია და იმ დროის ჩელსი როცა შენ იყავი მათ რიგებში ახლოსაც ვერ მივა "იუნაიტედთან".

ვგრძნობ, რომ ინგლისში უფრო მეტად მაფასებენ ვიდრე ესპანეთში.


ინგლისში კი არა "იუნაიტედში". ის კი არა აქაც პრობლემები გექმნება უკვე. ნაკრებში ზედემტად დიდი კონკურენციაა და მაგიტომ ჭირს.

როდესც მე "იუნაიტედში" გადავედი, რაიანმა მომწერა რომ ერთის მხრივ ძალიან გაუხარდა ჩემს გამო, მაგრამ მეორე მხრივ გული დაწყდა, რადგან ვეღარ იქნებოდა საუკეთესო ცაცია გუნდში. არცთუ დიდი მაგრამ სასიამოვნო ხუმრობა გამოუვიდა."


უბრალო თავმდაბლობაა, თორემ თავადაც იცის, რომ მას ვერ შეედრება ხუანი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
25 ოქტომბერი 2014 17:10
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და დადებითი ფეხბურთელი გუნდში love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2014 18:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იკერმა ყველაფერი გააკეთა რეალისა და ეროვნული ნაკრებისთვის


მაგას არ აქვს მნიშვნელობა რეალისთვის, მოისვრიან მალე მაგასაც როგორც სხვები მოისროლეს
0
№4
ავტორი: Mufc7
25 ოქტომბერი 2014 18:21
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გიორგი,
არა, "რეალი" ფეხბურთელების დაფასებაშიი... wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: RedGirl
25 ოქტომბერი 2014 19:55
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ძალიან მინდა ხვალ ითამაშოს და შეუგდოს კიდევაც რა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: LizarD
25 ოქტომბერი 2014 22:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Mufc7,
რეალი და ჩელსი
0
№7
ავტორი: DiMaria
25 ოქტომბერი 2014 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვგიჟდები ხუანი პიროვნებაზე, მაგრამ აღარ მომწონს როგორც ფეხბურთელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top