თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2014, 13:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2096,
კომენტარები: 6
Sky Sports-ის ექსპერტი მომდევნო მატჩზე
ედ ჩემბერლინი მომდევნო მატჩის შესახებ.
Sky Sports-ის ექსპერტი მომდევნო მატჩზე
"იუნაიტედს" თავის აქტივში ჯერ-ჯერობით მხოლოდ 12 ქულა აქვს, მაგრამ მის წინააღმდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებს არ უთამაშიათ. ამ თვალსაზრისით კვირას გასამართი შეხვედრა მათთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე რთული დაპირისპირება იქნება."

"ჩელსი" ფენომენალურ ფორმაში იმყოფება. ჩემპიონატშიც და ევროპაშიც შესანიშნავად გამოიყურებიან. "იუნაიტედს" ძალიან გაუჭირდება."

"ლუი ვან გაალისა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირება ძალიან მყვირალა აფიშაა. ორი სიმბოლო. არც ერთი მათგანი უკან არ დაიხევს. ორივე მწვრთნელი პატივისცემით არის განწყობილი ერთმანეთის მიმართ და მათი დაპირისპირება მხოლოდ მეორედ მოხდება."

"ეს ორი ტაქტიკოსის ბრძოლა იქნება. ჟოზეს ძალიან უყვარს დიდი თამაშები და ნებისმიერი მატჩის მოგებას ეცდება. "ჩელსიმ" უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბა, რომელიც გეგმიურ გამარჯვებებს აღწევს. მაგრამ "იუნაიტედს" დი მარია, ფალკაო და მსოფლიო დონის სხვა შემსრულებლები ჰყავს. მატჩი დაუჯერებლად საინტერესო გამოდგება."
- განაცხადა sky sports-ის ექსპერტმა, ედ ჩემბერლინმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 ოქტომბერი 2014 13:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რთული რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და არც ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მხოლოდ სხვას უყურებს ხელებში. ვნახოთ რა იქნება, მანამდე კი უბრალოდ გვჯეროდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 ოქტომბერი 2014 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბრძოლა რო იქნება ეხლა მაგაში ორი აზრი არაა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მწვრთნელების არჩევანს თუ რა წყობით და რა შემადგენლობით ითამაშებენ. ყველა ვარიანტში უდიდესი სანახაობა გველის winked


G G M U love
0
№3
ავტორი: DiMaria
25 ოქტომბერი 2014 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აუ აჭრელდა პრესა და საიტები რა... ძალიან ველოდები ამ მატჩს და იმედი არ მინდა გამიცრუვდეს
0
№4
ავტორი: Mufc7
25 ოქტომბერი 2014 15:15
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გათენდეს მალე და მოვიდეს 7 საათი, ეს ლოდინი მანადგურებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2014 18:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სეზონის ყველაზე რთული მატჩი იქნება და აქ გამოჩნდება რეალურად რას წარმოადგენს ვან გაალის იუნაიტედი

არამგონია ჩელსიმ ფრეზე ითამასოს რაღაც, ამიტომ კარგ თამაშს ველი
0
№6
ავტორი: RedGirl
25 ოქტომბერი 2014 20:01
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ძალიან მაგარი თამაში იქნება ! დიდ მატჩს და სანახაობას ველი და ისიც ვიცი, რომ უბრძოლველად არ დავნებდებით და იმედია მოვიპოვებთ სამ ქულას !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top