თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2014, 09:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1963,
კომენტარები: 10
ლუი: "პერსის არ უმართლებს"
ვან გალის აზრით რობინს იღბალი აკლია.
ლუი:
ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ რობინ ვან პერსის მცირედი იღბალი სჭირდება და მისი პრობლემა მოგვარდება.

გამომდინარე იქიდან, რომ უეინ რუნი დისკვალიფიკაციას იხდის, მოსალოდნელია, რომ "ჩელსის" წინააღმდეგ კაპიტნის სამკლაურით "იუნაიტედს" 31 წლის ჰოლანდიელი გაიყვანს.

მიმდინარე სეზონში ვან პერსიმ მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ვან გაალი თანამემამულის დაბალ შედეგიანობაზე არ სწუხს.

"მას ძალიან არ უმართლებს. მაგალითად, "ვესტ ბრომთან" მატჩში რთული იყო იმის დაჯერება, რომ მარჯვენა ფეხით დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და გოლი არ გავიდა."

"სხვა დანარჩენთან ერთად თავდამსხმელს იღბალი სჭირდება, რათა თავდაჯერებულობა მოემატოს. ვან პერსი თვითკმაყოფილი არ გახლავთ, ამიტომაც მისგან გოლებს ველოდები - იქნებ სწორედ "ჩელსის" წინააღმდეგ."

"ვფიქრობ, ის ფიზიკურად უკეთეს ფორმაში იმყოფება, ვიდრე ოდესმე. მაგრამ ცოტა გოლი გააქვს. ჰოლანდიის ნაკრებში მას უფრო მეტი გოლი გაჰქონდა, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედში" გააქვს და მაშინ ასეთ კარგ ფორმაში არ იმყოფებოდა."

"ეს მსოფლიო ჩემპიონატზე დაამტკიცა და ახლაც ამტკიცებს იმ გამონაკლისით, რომ გოლები ვეღარ გააქვს. თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 ოქტომბერი 2014 09:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაშინ ასეთ კარგ ფორმაში არ იმყოფებოდა."

facepalm

ფიზიკურად როგორ გამოიყურება ეგ ნაკლებად მაღელვებს. მირჩევნია მალე იღლებოდეს და ორ თამაშში თითო იტანდებს, ვიდრე 90 წუთი დარბოდეს და არაფერს აკეთებდეს.

მესმის, რომ გოლს ვერ გაიტან თუ არ შეგექმნა მომენტი, მაგრამ რაც დი მარიამ ამას მომენტები შეუქმნა ახლა სულ ცოტა 5 გოლი მაინც უნდა ჰქონოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
25 ოქტომბერი 2014 09:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
პერსისადმი სიყვარული არ გვიშველის ჩვენ თუ შედეგი არ დადო ფეხბურთელმა. ვნახოთ, იქნებ ხვალინდელ მატჩში გაიტანოს ის ნანატრი გოლი, მის გოლებს მეც ველოდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: DiMaria
25 ოქტომბერი 2014 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოკლედ ამას ხომ ცუდს ვერ დააცდენინებ პერსიზე რა. რამე კრიტიკის მაგვარი არა? მომენტებს რომ ვერ იყენებს ეგ ხომ სულ იღბლის ბრალია არაა? მასე ყველაფერი თუ ფორტუნას დავაბრალეთ, კარგადაა ჩვენი საქმე
0
№4
ავტორი: Mufc7
25 ოქტომბერი 2014 09:50
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
DiMaria,
ზედმეტად უყვარს ეს ოხერი:დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: bziki
25 ოქტომბერი 2014 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
აჩრდილია ძველი პერსის არ უმართლებს კი არა
0
№6
ავტორი: VaRdo
25 ოქტომბერი 2014 12:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დააგდეთ სკამზე ეს და შემოუშვით ფალკაო რა. ტიპს შანსი არ მსიცეს იმენა სუ სკამზე ზის. ფორმაში მაინც იყვნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 ოქტომბერი 2014 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"ვფიქრობ, ის ფიზიკურად უკეთეს ფორმაში იმყოფება, ვიდრე ოდესმე"-ვითომ??? no
0
№8
ავტორი: Wardell
25 ოქტომბერი 2014 14:37
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ერთადერთი ვარიანტი, პერსის სკამზე დასმის არის თუ ტრამვას მიიღებს, მეტი შანსი არაა პროსტა რო არ დააწყებინოს. მარა ტრამვა არ გვაწყობს
0
№9
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2014 18:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რეებს ამბობს პერსი თუ ეხლა კარგ ფორმაშია მაშინ ამას მართლა არ უნახავს პერსის ფორმა

არ უმართლებს კი არ აუბრალოდ არაა სათამაშებელი ძირითადში როცა სკამზე ფალკაო გვიზის
0
№10
ავტორი: RedGirl
25 ოქტომბერი 2014 19:43
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რა კარგ ფორმაშ კარგი რა. არ უმართლებს კი არა სკამი მოუხდება ცოტა ხანი. ჩელსისთან იღბლის ლოდინის და ექსპერიმენტების დრო არ არის. მითუმეტეს როცა შრეკიც არიქნება. ფალკაო დაიდოს !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top