თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2014, 09:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1699,
კომენტარები: 5
კერიკი დაბრუნებით მოხარულია
მაიკლს დაბრუნება ახარებს.
კერიკი დაბრუნებით მოხარულია
მაიკლ კერიკმა "იუნაიტედის" 21 წლამდელთა გუნდში ითამაშა, რაც სეზონის პირველი შეხვედრა გამოდგა მისთვის. რეზერვებმა "ვესტ ჰემი" 2-1 დაამარცხეს.

33 წლის ნახევარმცველი მუხლის ოპერაციის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა საქმეს და მოედნის ცენტრის დაკავებისთვის მზადაა.

"გასული სეზონის დასასრულის შემდეგ 5 თვე ნახევარი გავიდა, რაც არ მითამაშია. ხანგრძლივი დროა, ასე რომ, სასიამოვნო იყო გამოსვლა და მატჩის შეგრძნების განცდა. ორი თუ სამი კვირის განმავლობაში ვვარჯიშობ, ამიტომ ეს მომდევნო ნაბიჯი გახლავთ, რაც ძალიან მახარებს."

როცა ჰკითხეს იგი დეილი ბლინდთან ერთად ითამაშებდა თუ მას კონკურენციას გაუწევდა, კერიკმა უპასუხა: "არ ვიცი, ეს მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ."

"აქ სათამაშოდ ვარ. არ ვიცი მწვრთნელს რა გეგმები აქვს, მაგრამ მინდა ყოველი მომდევნო შეხვედრის წინ ხელმისაწვდომი და ფორმაში მყოფი ვიყო. შემადგენლობის არჩევისთვის თავის ტკივილს მას ვუტოვებ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 ოქტომბერი 2014 09:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როცა ჰკითხეს იგი დეილი ბლინდთან ერთად ითამაშებდა თუ მას კონკურენციას გაუწევდა, კერიკმა უპასუხა:


მე ვფიქრობ ნახევარდაცვაში სიტუაციის გამოსწორებაზე მეტად კარგი სათადარიგო შეგიძლია იყო. ბლინდი ძალიან კარგია, ყველგან ყოფნას ასწრებს. გაცილებით ახალგაზრდაა და მისი უფრო მეტად მეიმედება. კერიკი რომ ფორმაში იყო შარშან წინ რასაც აკეთებდა კი ვნახეთ, მაგრამ იმის შემდეგ ორი წელი და ერთი სერიოზული ტრავმა გავიდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
25 ოქტომბერი 2014 09:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შემადგენლობის არჩევისთვის თავის ტკივილს მას ვუტოვებ."


გამეღიმა
0
№3
ავტორი: Mufc7
25 ოქტომბერი 2014 09:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
DiMaria,
მეც wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: VaRdo
25 ოქტომბერი 2014 12:41
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კერიკი მაგრად გვჭირდება. ყველაზე გამოცდილია ამწუთას გუნდში და მისი გამოცდილება ყველაზე მეტად გვჭირდება. იმედია ფელაინის ის გოლი გარდამტეხი იქნება და ცოტა ათამაშდებიან თორე დავიღალე სკამზე უიმედო ფეხბურთელების ყურებით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2014 18:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩელსისთან დაგვჭირდება და ითამაშებს ალბათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top