"ჩელსისთან" გასამართი საკვირაო შეხვედრის შეხვედრის წინ, ჩემი გუნდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, და ისევ დაცვის ხაზი არის ის, რის გამოც გულშემატკივარი ღელავს, მას შემდეგ რაც წითლებმა 2 გოლი გაუშვეს "ვესტ ბრომისგან".
აი მე კი სხვა შეხედულება მაქვს, მე მიმაჩნია, რომ მარკოს როხოს და ფილ ჯონსის სახით კლუბს სტაბულურობა დაუბრუნდება დაცვის ხაზში და სწორედ "ჩელსისთან" მატჩი იქნება ამის დამადასტურებელი. სწორედ ასეთი მატჩები ითხოვს ერთ-ერთი (ან ორივე) მათგანისგან ლიდერობის საკუთარ თავზე აღებას.
"იუნაიტედი" ყოველთვის გამოირჩეოდა ასეთი მცველებით. კარიერის განმავლობაში მე მომიწია სტივ ბრუსთან, იაპ სტამთან, რონი იონსენთან, რიო ფერდინანდთან და ნემანია ვიდიჩთან ერთად თამაში და ყველა მათგანს გააჩნდა განსაკუთრებული ხასიათი და ლიდერის თვისებები.
საჭიროების შემთხვევაში, ისინი კარნახობდნენ და ეხმარებოდნენ განაპირა მცველებს, ასევე დიდი სიამოვნებით ხელმძღვანელობდნენ ნახევარდაცვას. როხოსა და ჯონსისთვის "იუნაიტედის" დაცვის ხაზში თამაში წარმოადგენს გამოცდას. მათ მხოლოდ თავდამსხმელების შეჩერება არ ევალებათ, ისინი უნდა გახდნენ მუხტი გუნდისთვის, უნდა იყვნენ ლიდერები.
"ვესტ ბრომთან" მატჩში, მასპინძელ გუნდს მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან ორივე გოლით დასრულდა. დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრაში წითლებს უბრალოდ არ გაუმართლათ. ეს იყო პირველი თამაში, როდესაც როხო და ჯონსი ერთად იდგნენ დაცვის ცენტრში და მათ ჰქონდათ შეუთამაშებლობის პრობლმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს გამოსწორდება.
ფილ ჯონსს ამოცანა აქვს შესასრულებელი, მან უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია და ნამდვილად აქვს იმის ძალა უხელმძღვანელოს გუნდს. სწორედ იგივეს თქმა შეიძლება მარკოსზე. მას ძალიან კარგი და ზუსტი პასი აქვს, მან ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ამის ბედნიერება ბევრ დიდ მოთამაშეს არ ჰქონია, ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს თუ რატომ უნდა იჯდეს იგი მორცხვად გასახდელში, რატომ არ უნდა უყვიროდეს და აძლევდეს მითითებებს თანაგუნდელებს. გაბრიელ ჰაინცე - კიდევ ერთი შესანიშნავი არგენტინელი მცველი, არასდროს არ ერიდებოდა ამის კეთებას, როდესაც "იუნაიტედში" გამოდიოდა.
მე ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია ამ მატჩში გამარჯვება, მათ შეუძლიათ ინდივიდუალურად დაჯაბნონ "ჩელსის" წამყვანი მოთამაშეები, რომელთა შორის რა თქმა უნდა ედენ აზარიცაა, რომელიც ურთულეს გამოცდას მოუწყობს რაფაელს. ბრაზილიელის ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები ხიფათი შექმნას ბელგიელმა.

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ლონდონელთა სუპერ სტარტი. ისინი გამოიყურებიან როგორც ერთი მთლიანი. მათ 2-3 ტოპ-კლასის შემტევი ჰყავთ ძირითად შემადგენლობაში, ხოლო დანარჩენები არიან მაღალი დონის, ჭკვიანი, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე მოედანზე.
ბევრი იქნება დამოკიდებული ასევე ანხელ დი მარიას ფიზიკურ კონდიციებზე. მე მომწონს მისი სტილი, მაგრამ ვურჩევდი ნაკლებად აიღოს თამაში თავის თავზე. ამ მოთამაშის მთავარი პლიუსი არის ის რომ, ყოველთვის დარწმუნებულია მისი ქმედება შედეგს მოიტანს და როცა მას რამე არ გასდის, ის არ ბრაზდება და ისევ ითხოვს ბურთს.
არგენტინელი ძალიან ჰგავს რაიან გიგზს, რომელიც არასდროს იტეხდა გულს, როდესცა მას ჩაწოდება ან დარტყმა არ გამოსდიოდა პირველი ცდიდან, ის ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ შემდეგ ჯერზე ყველაფერი ისე გამოვიდოდა, როგორც მას სურდა.
მე ძალიან გამიხარდა, როდესაც მარუან ფელაინიმ როგორც იქნა გაიტანა თავისი სადებიუტო გოლი. მე მცირე ხანს მომიწია მასთან მუშაობა, როცა რაიან გიგზის ასისტენტი გავხდი. მე მგონია, რომ მას აქვს შანსი იყოს ძირითად შემადგენლობაში "ჩელსისთან" და იყოს ის მოთამაშე, რომელიც პერსონალურად ითამაშებს სესკის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა თუ ვან გაალი ასეთ ტაქტიკას აირჩევს.

ფელაინი ნამდვილად არაა ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ არის თუ არა მისი ადგილი "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში? არა. შესაძლოა იგი არის კარგი პრეტენდენტი მეორე ფორვადის პოზიციაზე თუ ვან პერსი ტრამვას მიიღებს? არა. მიუხედავად ამისა, მარუანი, რომელმაც კარგი ფორმა აკრიფა, არის ძალიან კარგი ვარიანტი ვან გაალისთვის. წინათ "იუნაიტედი" არ ერიდებოდა ძლიერი ფეხბურთელის სკამზე დატოვებას, საჭიროების შემთხვევაში თამაშის გასაძლიერებლად. ჩემ დროს ასეთი მოთამაშეები იყვნენ: ტედი შერინგემი და დუაიტ იორკი.
ერთადერთ გამოცანად ჩეთვის რჩება რადამელ ფალკაო. არის თუ არა იგი მზად ითამაშოს სრული მატჩი? აწუხებს თუ არა მას მუხლი? ჩემი აზრით ის ჯერ კიდევ ვერ ჩადგა სასურველ ფორმაში. წინა მატჩის გათვალისწინებით, სავარაუდოდ სასტარტოში იქნება ვან პერსი. "იუნაიტედს" აუცილებლად 3 ქულა სჭრდება, მეტოქე ფრეზე ითამაშებს, მათთვის მოგება იქნება როგორც ბონუსი.
"არსენალს" სჭირდება ლიდერები, თუ სურს ტიტულისთვის ბრძოლადღეს გავიდა 10 წელი ტუნელში დაპირისპირბიდან, როდესაც "არსენალის" ფეხბურთელები გასახდელში შევიდნენ მე დავინახე, რომ სერ ალექსის პერანგი და პიჯაკი საჭმლის ნარჩენებით იყო დასვრილი, მაგრამ ვინ იყო დამნაშავე ამაში ვერ გეტყვით.
იმ საღამოს ჩვენ დავასრულეთ ლონდონელების 49 მატჩიანი წაუგებელი სერია, და "ხელშეუხებლებმა" შეწყვიტეს არსებობა. ისინი ვერ შეეგუენ მარცხს, სწორედ ამის გამო მოხდა ყველაფერი.
როდესაც მე ვიხსენებ იმ "არსენალს", მე თვალწინ მიდგება გუნდი, რომელიც სავსე იყო ლიდერებით. იმ პერიოდში უბრალოდ შეუძლებელი იყო მათი შეშინება, განსაკუთრებით პატრიკ ვიეირასი. სწორედ ასეთი ფეხბურთელების არ ყოფნაა მიზეზი თუ, რატომ ვერ იგებენ უკვე ამდენი ხნის განმავლობაში პრემიერ ლიგას.
"სიტიმ" უნდა ისწავლოს ევროპაში თამაშიისევ იგივე პრობლების წინაშეა "მანჩესტერ სიტი" და მოსკოვში გამართული მატჩი ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ არ უნდა ითამაშო ევრო ტურნირებზე გასვლაზე. როგორც ჩანს, ისინი ვერ აკეთებენ სწორ დასკვნებს. ისევ იაია ტურე, რომელმაც საშინელი მატჩი ჩაატარა. დავიდ სილვა ცდილობდა მალევე მოეშორებინა ბურთი. სწორედ მაშინ, როდესაც სიტის უნდა ჩაეგდო ხელში მატჩის სადავეები, ისინი გამუდმებით უშვებდნენ შეცდომებს და აბარებდნენ მოწინააღმდეგეს ბურთს.
მანგალამ ისევ ძალიან ცუდი თამაში აჩვენა დაცვაში. მწვრთნელმა სცადა თამაშის შეცვლა, როცა სილვას ნაცვლად მოედანზე ფერნანდინიო შეუშვა, მაგრამ სიტუაცია პირიქით გაუარესდა. მათ მხოლოდ უნდა დაეჭირათ ბურთი, რაც ვერ მოახერხეს.
ჯერ-ჯერობით "სიტიმ" ვერ ისწავლა თამაში ჩემპიონთა ლიგაზე. "იუნაიტედში" ამდენ წლიანი მონაწილეობის შემდეგ მივხვდით, რომ 2 თავდამსხმელით თამაში ისე არ შეეფერება ევროპას, როგორც ეს პრემიერ ლიგაშია. მანუელ პელეგრინის ჰყავს ასისტენტად ბრაიან კიდი, რომელიც იძულებულია მოახსენოს, რომ თავის დროზე "იუნაიტედიც" იძულებული გახდა შეეცვალა ტაქტიკა ჩემპიონთა ლიგისთვის.
ამ მომენტისთვის, მხოლოდ ერთადერთი ინგლისური კლუბია ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორის"ლივერპულის" მარცხმა "რეალის" წინააღმდეგ ერთი რამ ცხადჰყო იმ ოთხეულიდან, რომელიც ინგლისს წარმოადგენს ჩემპიონთა ლიგაზე, მხოლოდ "ჩელსის" აქვს თასის მოგების შანსი. მერსესაიდელები კლასის ხარჯზე იყვნენ დამარცხებულები, კრისტიანუ რონალდუმ კი თავისი ულამაზსი გოლით კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რატომ თვლიან მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად.
"რეალის" თამაში ნამდვილად არ იყო გამაოგნებელი ჩემთვის. რაც შეეხება "ლივერპულს", ისინი ძალიან დასუსტდნენ სუარესის წასვლის შემდეგ და სტარიჯის არ ყოფნაში კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებიან. დანიელი, რა თქმა უნდა არ არის ურუგვაელის დონის, მაგრამ დიდად არ ჩამოუვარდება მას. მის გარეშე მის გუნდში არ მოიძებნება ფეხბურთელი, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს რონალდოს, მოდრიჩს, კროოსს და ისკოს.
კვირის საუკეთესო მოთამაშე: სერხიო აგუერომიუხედავად გაცუდებული თერთმეტმეტრიანისა, გასული უიკენდის საუკეთესო ფეხბურთელი ჩემი აზრით სერხიო აგუეროა "მანჩესტერ სიტიდან".
წყარო:
carrick.ru