თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2014, 23:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1894,
კომენტარები: 6
ლუი ვალდესის სიტუაციას ხსნის
ლუი ვან გაალმა ვალდესის აყვანის მიზეზებზე ისაუბრა.
ლუი ვალდესის სიტუაციას ხსნის
ლუი ვან გაალმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად ვიქტორ ვალდესი "მანჩესტერ იუნაიტედში" ივარჯიშებს.

ვალდესმა მარტში ტრავმა მიიღო, რის გამოც ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა. "ნოუ კამპზე" მისი კარიერა შეწყვეტილია და ფორმის აღდგენის გამო ესპანელმა კიპერმა გადაწყვიტა "იუნაიტედის" სავარჯიშო კომპლექსზე ივარჯიშოს.

2002/2003 წლების სეზონში "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას ვან გაალი ვალდესთან ერთად მუშაობდა და 32 წლის მეკარის უნარებით ახლაც მოხიბლულია.

"ჩემთვის ეს სიურპრიზი არ გახლავთ, რადგან მსგავსი რამ ბევრი ფეხბურთელის შემთხვევაში გამიკეთებია. მე უამრავ ფეხბურთელთან მქონია ურთიერთობა. რონალდ დე ბურსა და ედგარ დავიდსსაც მივეცი ფორმის აღდგენისა და ვარჯიშის საშუალება, ასე რომ ვიქტორი ერთ-ერთი ასეთ ფეხბურთელთაგანია."

"რობინ ვან პერსის, როცა იგი გასულ წელს ჰოლანდიის ნაკრებში ჩემთან ერთად მუშაობდა, ჩვენს სამედიცინო დეპარტამენტში მოსვლის უფლებას ვაძლევდი, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად ყოფილიყო. ახლაც იგივე შემთხვევაა. "იუნაიტედის" მწვრთნელი იმ დროს არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთ რამეს მუდმივად ვაკეთებდი და არა მარტო დიდი, არამედ ისეთი ფეხბურთელების შემთხვევაშიც, რომელთა სახელიც კი არ გსმენიათ."
- განაცხადა ვან გაალმა.

როცა ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა, რომ ვალდესი "იუნაიტედში" დარჩენილიყო, ვან გაალმა უპასუხა: "მანჩესტერ იუნაიტედს" თვალები ყოველთვის გახელილი აქვს."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 ოქტომბერი 2014 23:04
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თუ დატოვებთ მხოლოდ მესამე მეკარედ, ან თუ ანდერსი წავა მეორედ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: gilmour
24 ოქტომბერი 2014 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ივარჯიშოს რას აშავებს თავისი გაჭირვებია:)
0
№3
ავტორი: GeorgeBest
24 ოქტომბერი 2014 23:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩვენი რა მიდის რო? ოღონდ ეს კოჭლი კლუბში არ დავინახო. სადაც დე ხეაა იქ ვალდესების ადგილი ნაღდად არაა

ისე ფორმას აღიდგენს და ვუჯიგროთ wink
0
№4
ავტორი: LizarD
25 ოქტომბერი 2014 00:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
უბრალოდ ვარჯიშობს, როგორც ბექსმა გააკეთა სანამ პე-სე-ჟეში გადავიდოდა. ბოლო სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა არადა.
0
№5
ავტორი: DiMaria
25 ოქტომბერი 2014 09:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოდი, ივარჯიშე და წადი
0
№6
ავტორი: Mufc7
25 ოქტომბერი 2014 09:59
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
პერსი ხომ ყველგან უნდა ახსენოს wink ამან კიდე ივარჯიშოს,ჩვენი რა მიდის wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top