თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2014, 23:29
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2160,
კომენტარები: 8
ვან გაალის პრესკონფერენცია
ლუი ვან გაალის პრესკონფერენცია
ვან გაალის პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი "ჩელსისთან" გასამართ შეხვედრის წინ ჟურნალისტებს შეხვდა და მათ დასმულ კითხვებს უპასუხა, ასევე შეეხო ვიქტორ ვალდესის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც.

ტრავბებზე- "ანდერი(ერერა) ისედაც მზად იყო წინა მატჩისთვის, ხოლო რაც შეეხება დი მარიას, მე ორშაბათსვე განვაცხადე, რომ მისი დაზიანება მძიმე არ იყო და ასეც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ერთი დღე არ ივარჯიშა, ანხელი სრულ მზადყოფნაშია. სამწუხაროდ ჩვენ არავინ შემოგვემატა, მე მივეცი მაიკლ კერიკს ნება დღეს რეზერვთა გუნდში ეთამაშა, მას ეს სჭირდება, თამაში იდეალური საშუალებაა ფორმაში შესასვლელად მითუმეტეს მას შემდეგ, რაც 5 თვე გაუცდა. "

ჩელსის შესახებ - "ისინი ერთ-ერთი საუკეთესონი არიან, მე ვფიქრობ "მაჩესტერ სიტიც" სწორედ ამ კალიბრისაა, ეს ორი გუნდი ტოპ კლასისაა. ჟოზემ უკვე 1 წელზე მეტი იმუშავა და მათ გასულ სეზონში ვერაფრის მოგება ვერ შეძლეს. ისინი თამაშობენ როგორც გუნდი და მე მინდა რომ ჩემი შეგირდებიც ასე იქცეოდნენ მთელი 90 წუთის განმავლობაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ "ვესტ ბრომთან", ვითამაშეთ გუნდურად, მაგრამ ინდივიდუალური შეცდომების გამო ვერ გავიმარჯვეთ."

დიეგო კოშტას ტრამვაზე - "მე ვფიქრობ ჟოზემ უნდა ათამაშოს ის, რა თქმა უნდა, თუ დიეგოს შეუძლია, რადგან მოურინიოს მოგება სურს. შესაძლოა კოშტამ ითამაშოს, რადგან მან ივარჯიშა ინდივიდუალურად. მე მოვისმინე და წავიკითხე ამის შესახებ. მე ყოველთვის ყურადღებით ვარ! მან 7 მატჩში 9 გოლი გაიტანა - ეს შესანიშნავი შედეგია, ამიტომ ის კარგ ფორმაში უნდა იყოს, მაგრამ ის ცუდად გახდა გუშინ, ამიტომ არავინ არაფერი იცის."

ჟოზე მოურინიოს შესახებ - "მან ბევრჯერ განაცხადა, რომ ბევრი ისწავლა "ბარსელონაში" მუშაობისას. მე ეს ძალიან მახარებს, მაგრამ მას მხოლოდ ვან გაალისგან არ უსწავლია, ის თავად შრომობდა ბევრს. მეც ერთ დროს ვსწავლობდი ლეო ბენჰაკერისგან, რომლის ასისტენტიც გახლდით, მე ყოველთვის ყურადღებით ვუსმენდი მას, მაგრამ საკუთარ თავთან შრომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი.

რა თქმა უნდა მე ვხედავდი მასში დიდ ტალანტს, როცა მივანდე კატალონიის თასის თამაშები მხოლოდ მას, მაგრამ ამდენი ტიტულის მოგება სხვადასხვა გუნდებით - ეს ფანტასტიკურია."


ვიქტორ ვალდესზე - "აქ არაფერია გასაკვირი, მე ეს ადრეც გავაკეთე და კიდევ გავაკეთებ სავარაუდოდ, მე ძალიან ბევრ ფეხბურთელთან მაქვს კარგი ურთიერთობა ამიტომ ეს სიურპრიზი ნამდვილად არ არის. მე დავეხმარე რონალდ დე ბურსა და ედგარ დავიდსს, როდესაც მათ სარეაბილიტაციო პერიოდი ჰქონდათ, ვალდესიც სწორედ ასეთი შემთხვევაა. თუ გახსოვთ ამ წელს რობინ ვან პერსი ჩამოვიდა ჰოლანდიაში ფორმის აღსადგენად და მე მასაც მივეცი ნება ნაკრების ექიმებთან გაევლო რებილიტაცია."

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
24 ოქტომბერი 2014 23:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი იმედი მაქვს კოშთა არ იქნება და არ გამოიყვანს მოუ. მოსაგებად გამოვა ეგ იასნია და ჩვენც გვჭირდება 3 ქულა, მითუმეტეს ოლდ ტრაფორდზე ვართ

კარგი თამაში იქნება და პირველ რიგში იმედია დაცვა ითამაშებს აკრგად, თავისებურები არ დაიწყონ. დი მარიაც მწყობრშია და მოგების იმედი მაქვს, ჩელსი მაგარ ფორმაშია მარა დაუამრცხებელი ნაღდად არაა
0
№2
ავტორი: RojoDiablo
25 ოქტომბერი 2014 00:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მოსწავლე მასწავლებეს სჯობიაო. მოდი ხვალ საწინააღმდეგო დაამტკიცე ლუი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: LizarD
25 ოქტომბერი 2014 00:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დროგბა მოიაზრება ალბათ ძირითადის ფეხბურთელად, ვნახოთ ისე ცუდად მყოფი კოშტა უფრო კარგი იქნება მცველებისთვის ვიდრე დროგბა. დაძაბული თამაში იქნება აუცილებლად და იმედია ჩელსის წაუგებელ სერიას ეშმაკები იმსხვერპლებენ
0
№4
ავტორი: bziki
25 ოქტომბერი 2014 08:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ერეა გამისწორდა მაგრა. მატა ზამენაზე უდა დასვას ვაბშე არაა ფორმაში ამოვარდნილია გუნდიდან ,იანუზაი და ფელაინი უნდა იყვნენ ჩემი აზრით წინ ფალკაო
0
№5
ავტორი: DiMaria
25 ოქტომბერი 2014 09:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ერთი ვიცი მე მხოლოდ, რომ სასურველი შედეგი მინდა. უნდა მოვიგოთ
0
№6
ავტორი: VaRdo
25 ოქტომბერი 2014 12:58
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჩელსის დამარცხებით უნდა გავიკვალოთ გზა ოთხეულისკენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: kopera7
25 ოქტომბერი 2014 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
დი მარია იმედია გაბრწყინდება ! smile
0
№8
ავტორი: Wardell
25 ოქტომბერი 2014 16:04
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
kopera7,
იმედია მართლა გაბრწყინდება და არა ისე როგორც იბერია :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top