თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2014, 20:27
ავტორი: Esi,
ნანახია: 1981,
კომენტარები: 7
დი მარია "ჩელსისთან" ითამაშებს
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ანხელ დი მარია და ანდერ ერერა ჩელსისთან ითამაშებენ
დი მარია
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, განაცხადა, რომ ანხელ დი მარია და ანდერ ერერა ჩელსისთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.

"ერერა ვესტ ბრომვიჩთანაც მზად იყო მოედანზე გამოსასვლელად და ასეც მოხდა. ხოლო რაც შეეხება დი მარიას, საბედნიეროდ მისი ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა და იგი კვირისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება" - განაცხადა ვან გაალმა

"მან მხოლოდ ერთი დღე არ ივარჯიშა კლუბთან ერთად, მას შემდეგ კი ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, ასევე დღესაც სრულად ივარჯიშა, მას არანაირი ტრავმა არ აწუხებს. სამწუხაროდ, სხვა ფეხბურთელებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. მაგალითად, მაიკლ კერიკმა რეზერვებთან ერთად ითამაშებს ვესტ ჰემის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ მას ახლა ეს სჭირდება. მას სჭირდება ითამაშოს მატჩები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც შენ 5 თვეა ტრავმა გაწუხებს."

"ანტონიო ვალენსია და ჯონი ევანსი, სამწუხაროდ ჯერ არ არიან მზად მოედანზე გამოსასვლელად, მათ ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებთ"
- დაასრულა ბოსმა MUTV-სთან ინტერვიუში.

წყარო:manutd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
24 ოქტომბერი 2014 20:32
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვიცოდი რო დღეს რაღაც გამიხარდებოდა love

"ანტონიო ვალენსია და ჯონი ევანსი, სამწუხაროდ ჯერ არ არიან მზად მოედანზე გამოსასვლელად, მათ ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებთ"


რას ამბობ კაცო, იმედია კიდე დიდი ხანი იქნება ვალენსია დალეწილი ან მანქანა გადაუვლის, ან მეხი დაეცემა yuno
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: A.HERRERA
24 ოქტომბერი 2014 21:03
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Mshvenieria
0
№3
ავტორი: LizarD
24 ოქტომბერი 2014 21:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
WhoScoredის ინფორმაციით ეს წყობა იქნება

მე კიდე მგონია რომ დი მარია ერერას ნაცვლად იქნება და მატა ათიანზე.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
24 ოქტომბერი 2014 22:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი სიახლეა მატჩის წინ winked
0
№5
ავტორი: RojoDiablo
24 ოქტომბერი 2014 22:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მადლობა ღმერთს და ექიმებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: DiMaria
25 ოქტომბერი 2014 09:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ალილუია. ამის გამოკლება იქნებოდა აბა?
0
№7
ავტორი: VaRdo
25 ოქტომბერი 2014 13:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: chudikone
რას ამბობ კაცო, იმედია კიდე დიდი ხანი იქნება ვალენსია დალეწილი ან მანქანა გადაუვლის, ან მეხი დაეცემა


კაი იანუზაის და იანგის უყურე შენ სკამზე. ორივეს მირჩევნია ამწუთას და ელმენტარული დაცვაშიც პრობლემები რომ შეგვექმნას მანდაც აკრგია. ნუ გიყვართ დაუფასებლობა ფეხბურთელების. ვალენსია გვჭირდება რადგან უკეთესი არავინ გვყავს მანდეთ სათადარიგოზე. 11 კაცი არაა მთავარი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top