თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2014, 19:05
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1884,
კომენტარები: 8
ჯონსი: დი მარია სწორედ ისაა ვინც გვჭირდება
ჯონსმა "ჩელსისთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა
ჯონსი: დი მარია სწორედ ისაა ვინც გვჭირდება
ფილ ჯონსი დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დადგამს ნამდვილ შოუს კვირას გასამართ მატჩში და ყველას დაუმტკიცებს, რომ პირველადგილოსანი "ჩელსიის" დამარცხება შესაძლებელია.

MUTV-სთან საუბარში ჯონსმა აღიარა, რომ ჟოზე მაურინიოს გაწვრთნილი გუნდი ნამდვილად შესანიშნავად გამოიყურება. თუმცა ინგლისელი მცველი დარწმუნებულია, რომ ისეთი ფეხბურთელებით, როგორიც რადამელ ფალკაო და ანხელ დი მარია არიან, მათ შეუძლიათ "ჩელსისთვის" დიდი პრობლემების შექმნა.

"ედენ აზარი და დიეგო კოშტა ნამდვილად წარმოადგენენ საშიშროებას, ისინი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან." - განაცხადა ჯონსმა. "თუ "ჩელსის" შემადგენლობას გადახედავთ უამრავ ასეთ მაღალი დონის ფეხბურთელს იპოვით, თუმცა იგივეს თქმა შემიძლია ჩვენზე."

როცა ჯონსს დი მარიაზე ჰკითხეს, მან უპასუხა: "დი მარია საუკეთესოთა შორისაა, ის ფანტასტიური ფეხბურთელია."

"ის ჩუმი ადამიანია, გასახდელშიც და მოედანზე ჩუმად აკეთებს თავის საქმეს. თუმცა მას ყველაფერი აქვს - ტექნიკა, სისწრაფე, ცოდნა, მას შეუძლია გოლების გატანა და ამას თქვენ ყველა თამაშში შეამჩნევთ, მისი დარტყმული ბურთები ყოველთვის ხიფათს წარმოქმნის და მისი განეიტრალება ყოველთვის რთულია. ანხელი სწორედ ისაა ვინც გვჭირდება."


მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსის" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი (23) აქვს გატანილი, ფილი დარწმუნებულია, რომ თამაშის განმავლობაში "იუნაიტედი" დიდ დროს გაატარებს შეტევაში, "ჩელსი" კი წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდება. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო მატჩი ამ ორი გუნდის მონაწილეობით "ოლდ ტრაფორდზე" უგოლოდ დამთავრდა, მიუხედავად "იუნაიტედის" დიდი მცდელობისა.

"ისინი აღმართავენ ძლიერ დაცვას და ალბათ იტყვიან 'მოდით და დაშალეთ თუ შეძლებთ'" -გააგრძელა ჯონსმა. "ჩვენ რაიმე გზა უნდა ვიპოვოთ ამის გასაკეთებლად. ვფიქრობ, ჩვენ მათ უნდა ვანახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია. მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავები და არ შეგვეშინდეს "ჩელსის" წინააღმდეგ თამაშის. დიახ, მათ კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა არა დაუმარცხებელი."

ჯონსი ასევე აღიარებს, რომ აუცილებელია "ჩელსისთან" 10 ქულიანი სხვაობის შემცირება. "რა თქმა უნდა გვსურს სამი ქულის აღება, განსაკუთრებით საშინაო მატჩში. ჩვენ ეს გასულ ტურშიც უნდა გვექნა, თუმცა ვერ მოვახერხეთ, ამიტომ კვირის მატჩი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია."

ორშაბათს გამართულ მატჩში, ფილ ჯონსი ერთ თვიანი შესვენების შემდეგ პირველად გამოვიდა მოედანზე. მიუხედავად არასასურველი შედეგისა, ჯონსი კმაყოფილია, რომ მოახერხა მოედანზე დაბრუნება.

"ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ მატჩი საკმაოდ რთული გამოდგა. ისინი ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდნენ და პირველი 15 წუთი გაგვიჭირდა მათთან გამკლავება, თუმცა შემდეგ მოვახერხეთ ჩვენი თამაშის პოვნდა და უამრავი მომენტი შევქმენით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ უნდა მოგვეგო, თუმცა ეს ასე არ მოხდა."

"ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ჩემი ტრავმის გამო, თუმცა ბიჭებს მაინც მთელი გულით ვგულშემატკივრობდი ამ დროის განმავლობაში. მე თვალს ვადევნებდი თამაშებს და გასახდელშიც გუნდთან ერთად ვიყავი. მოხარული ვარ, რომ მოვახერხე დაბრუნება. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ მომავალი მატჩებისთვის."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
24 ოქტომბერი 2014 19:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დიახ, მათ კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა არა დაუმარცხებელი.

ვეთანხმები, მითუმეტეს როცა ფორვარდის პოზიციაზე ამხელა პრობლემა აქვთ. ძალიან რთული მატჩი იქნება და იმედია თავს არ დაზოგავენ. ახლანდელი შემადგენლობით თავისუფლად შეიძლება ჩელსეის დამარცხება.
0
№2
ავტორი: chudikone
24 ოქტომბერი 2014 20:03
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩვენ გვჩვევია სხვა გუნდების წაუგებელი სერიების დასრულება am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: GeorgeBest
24 ოქტომბერი 2014 22:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეხლა გამოცნდება რისი მაქნისია გუნდი. ფორვარდის პოზიციაზე დიდი პრობლემები რომ აქვთ უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ დროგბა ვერ უშველით

ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ჩემი ტრავმის გამო, თუმცა ბიჭებს მაინც მთელი გულით ვგულშემატკივრობდი ამ დროის განმავლობაში


ჩელსისთან უნდა ითამაშო როგორც გჩვევია ხოლმე winked ვეტს ბრომვიჩივით არ უნდა ჩაგდო ესეც
0
№4
ავტორი: RojoDiablo
24 ოქტომბერი 2014 22:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ის ჩუმი ადამიანია, გასახდელშიც და მოედანზე ჩუმად აკეთებს თავის საქმეს.


არ იცის ინგლისური და ჩუმი იქნება აბა...

ისინი მართლაც აღმართავენ დაცვას და გვემტყვიან მოდით და დაშალეტო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი კედლის დანგრევა. უფრო მთავარი ისაა, რომ ჩვენი კედელი არ დაინგრეს თუ საერთოდ გვაქვს კედელი რა თქმა უნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DiMaria
25 ოქტომბერი 2014 09:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
"თუ "ჩელსის" შემადგენლობას გადახედავთ უამრავ ასეთ მაღალი დონის ფეხბურთელს იპოვით, თუმცა იგივეს თქმა შემიძლია ჩვენზე."


მაგრამ ისინი შედეგს აჩვენებენ და ჩვენ ვერა. ისინი ძველი გუნდია ჩვენ არა.
0
№6
ავტორი: red devil
25 ოქტომბერი 2014 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
უნდა მოვიგოთ უეჭეელი თორე დაგვერხევა მაგრად
0
№7
ავტორი: VaRdo
25 ოქტომბერი 2014 13:08
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
წესირვად ითამაშე ჩელსისთან მაინც : ) ყველაზე მეტად ამ გუნდის დამარცხება მწადია ეხლა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: აკო
25 ოქტომბერი 2014 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ისინი კედელს აღმართავენ, ზატო ჩვენ ღობეს ავღმართავთ :D

უნდა მოვიგოთ ეს მატჩი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top