თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2014, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1494,
კომენტარები: 6
"ჩელსის" რემიც დააკლდება
ლოიკ რემი ნამდვილად ვერ ითამაშებს.
დიეგო კოშტას მსგავსად საკვირაო შეხვედრას ლოიკ რემიც გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ კვირას 19 საათზე "იუნაიტედი" "ჩელსის" დაუპირისპირდება.

დიეგო კოშტა სანაკრებო პაუზის შემდეგ ლონდონელებს ბარძაყის დაზიანებით დაუბრუნდა, რასაც მოგვიანებით კუჭის პრობლემით დაემატა, რის გამოც საავადმყოფოში მისვლა გახდა საჭირო.

მწყობრში არ იმყოფება "ლურჯების" ახალწვეული ლოიკ რემიც, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "მარიბორის" წინააღმდეგ საზარდული დაიზიანა.

გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ლოიკ რემი "ოლდ ტრაფორდზე" შეხვედრას დააკლდება. გარდა ამისა, იგი რამდენიმე კვირას გამოტოვებს.

შესაბამისად, ჟოზე მოურინიოს ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ვეტერანი დროგბასა და ახლახანს გამოჯანმრთელებული შურლეს ვარიანტიღა რჩება.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
24 ოქტომბერი 2014 16:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საინტერესო იქნება დროგბას ნახვა ისევ ოლდ ტრაფორდზე

მთავარია თავი არ გაიგიჟოს
0
№2
ავტორი: Count Alucard
24 ოქტომბერი 2014 16:09
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
აბა ბარემ რეზერვებს ვეთამაშოთ ვინღა დარჩა ჩელსის? დროგბასაც რაღაც აწუხებსო...
0
№3
ავტორი: RojoDiablo
24 ოქტომბერი 2014 16:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
nika_123,
საქმეც ეგაა ნიკა, რომ პრობლემას შეტევაზე მეტად ნახევარდაცვა წარმოადგენს. მე პირადად მირჩევნია სამივე თავდამსხმელი მწყობრში იყოს და ცესკი და აზარი დაშავებულები. არადა ბევრი მოვინდომე ხო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Mufc7
24 ოქტომბერი 2014 16:20
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მღელვარება იმატებს,რაც უფრო ცოტა დრო რჩება და მეტი იწერება ამ მატჩის ირგვლივ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: AkkRed
24 ოქტომბერი 2014 16:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფაბრე დღეს ვარჯიშზე რო დაიმტვრებ ჩემზე ბედნიერი თუ ვინმე იყოს რა love ჰო ვიცი ვიცი ბოროტი ვარ
0
№6
ავტორი: DiMaria
25 ოქტომბერი 2014 09:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ფაბრეგასსაც დამართეთ რამე რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top