თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2014, 08:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1458,
კომენტარები: 6
დროგბა "იუნაიტედისთვის" მზადაა
დიდი დროგბა "იუნაიტედის" მოლოდინშია.
დროგბა
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ კვირას გასამართ შეხვედრაში თავდამსხმელის პასუხისმგებლობის ასაღებად მზადაა.

ლოიკ რემისა და დიეგო კოშტას ტრავმები ჟოზე მოურინიოს დროგბას სახით ერთადერთ არჩევანს უტოვებს.

"ჯერ კიდევ მესაჭიროება დრო, რადგანაც დაბრუნებამდე ორი თუ სამი კვირა არ მითამაშია. შემდეგ რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გამოვტოვე, ასე რომ, პრაქტიკა აუცილებლად მჭირდება. თუმცა თავგამოდებით ვვარჯიშობ და ფორმის პიკის მიღწევას ვცდილობ.

"მე თავდამსხმელი ვარ და თუ კი შედეგიან გადაცემას ვიძლევი და სხვებისთვის სივრცეებს ვქმნი, გოლის გატანა თავადაც მსიამოვნებს. მწვრთნელის გადასაწყვეტია ვინ ითამაშებს სასტარტოში, მაგრამ ვინ იტყოდა "ოლდ ტრაფორდზე" თამაშზე უარს? მე მოხარული ვიქნებოდი. მზად ვარ."

"მახსოვს "იუნაიტედის" წინააღმდეგ 2010 წელს გამართული შეხვედრა. ორივე გოლი ბრწყინვალე გამოდგა. სასიამოვნო იყო მათი დამარცხება. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ლიგას ვიგებდით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მატჩი ჯერ კიდევ იყო დარჩენილი."

"იუნაიტედი" ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს. იქ სიძლიერითა და რწმენით უნდა ჩავიდეთ და ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მათ კარგი გუნდი ჰყავთ."
- განაცხადა დროგბამ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 ოქტომბერი 2014 10:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ყოველთვის მეშინოდა ამის როცა ჩვენ წინააღმდეგ თამაშობდა. დადგება წინ, გადააწვდიან ბურთს, ჩამოიღებს და იწყება შეტევა. არამგონია ფიზიკურად დასუსტებულიყო. რა თქმა უნდა კოშტას მსგავს საფრთხეს უკვე ვეღარ წარმოადგენს, მაგრამ მაინც საშიშია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Svanii
24 ოქტომბერი 2014 10:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
მოდი დიდიე მოდი გელით !!! ))))
0
№3
ავტორი: Wardell
24 ოქტომბერი 2014 11:11
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კოშტას არყოფნა გამიხარდეს თუ არა აღარ ვიცი ძალიან გამოცდილია ეს ოხერი, მითუმეტეს ჩვენთან ძალიან ბევრი აქ ნათამაშები ფიზიკურად ისევ ჯანზეა სისწრაფე აქ ცოტა დაკარგული მაგრამ იმედი მაქ როხო აიყვანს კარგად ერთი-ერთზე კარგია ძალიან მარკო
0
№4
ავტორი: AkkRed
24 ოქტომბერი 2014 13:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს ბებერია მგელია, სადაც ეს ხიფათს შეგვიქმნის იქ კოშთა თავის ახალგაზრდული გამოუცდელობით ვერაფერს გვიზამს )))
0
№5
ავტორი: Mufc7
24 ოქტომბერი 2014 14:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს თამაში რომ მოვიგოთ ,აი არ ვიცი რა:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GeorgeBest
24 ოქტომბერი 2014 15:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა ასაკშიც არ უნდა იყოს ეს მაინც ყველაზე მეტ პრობლემას ამისგან ველი და იმედია არ ითამაშებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top