თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2014, 10:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3138,
კომენტარები: 7
იცით თუ არა რომ...
10 ფეხბურთელი, რომელმაც "იუნაიტედში" არ გადასვლა ინანა.
იცით თუ არა რომ...
სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქა "იუნაიტედის" გულშემატკივარს ისტორიის უდიდეს პერიოდად დაამახსოვრდა. პოპულარობის წლებმა "იუნაიტედი" ცამდე აიყვანა და მხოლოდ სულელი თუ იტყოდა უარს წითელი ფორმით თამაშზე. გასაოცარია, მაგრამ ყველა არ თანხმდებოდა მანჩესტერული კლუბის რიგებში თამაშზე და მომდევნო წლებში ბევრი მათგანი ნანობდა კიდეც.

პოლ გასქოინი


იცით თუ არა რომ...


80-ანი წლების მიწურულს "გაზა" დიდების მწვერვალზე იმყოფებოდა. ბრწყინვალე, მაგრამ არასტაბილური გასქოინი უძლიერესი კლუბების ყურადღებას იპყრობდა და 1988 წელს მას სერ ალექსმა მიმართა. "გაზამ" კი უარი განაცხადა. 1995 წელს "ლაციოში" მოთამაშე გასქოინი "იუნაიტედს" შეეხვეწა, მაგრამ ფერგიუსონმა მის მიმართ ინტერესი დაკარგა. გასქოინის აზრით შოტლანდიელს პირველი უარი კარგად დაამახსოვრდა და მის მიმართ სწორედ ამიტომ გაცივდა.

"იუნაიტედის" აკადემიამ ჩემზე არნახული შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინვე შევამჩნიე, თუ რა მოწიწებით ეკიდება ფერგიუსონი ბიჭებს, როგორ სცემს მათ პატივს და ბავშვებისგან კაცებს ქმნის. 6 წლის განმავლობაში სერ ალექსს და მე გზა არ გადაგვკვეთია. "ლაციოში" თამაშისას გადავწყვიტე კლუბს შევხვეწებოდი."

"მაშინ ერიკ კანტონასთან ერთად იყო. მითხრა, რომ მოიცდის და დააკვირდება, თუ როგორ ითამაშებს კანტონა, მაგრამ ალბათ ყველა მეტყვის, რომ სერ ალექსი მეორე შანსს არ იძლევა. მე ერთადერთი შანსი მქონდა, ის კი ხელიდან გავუშვი."


ბევრის აზრით, სერ ალექსის გუნდში გასქოინი აყვავდებოდა და შესაძლოა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემებიც აერიდებინა თავიდან.


პაოლო დი კანიო


იცით თუ არა რომ...


2001 წელს სერ ალექსი კოულის, იორკის, შერინგემისა და სოლსკიაერის კვარტეტის შემცვლელ თავდამსხმელებზე ჩაფიქრდა. პირველ რიგში "პსვ"-დან ფერგიუსონმა 19 მლნ. ფუნტად რუუდ ვან ნისტელროი შეიძინა.

ტედი შერინგემი "ტოტენჰემში" დაბრუნდა, ენდი კოული "ბლექბერნში" გადავიდა, სადაც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ინგლისის ნაკრებში თამაშს ემილი ჰესკიზე ნაკლებად არ იმსახურებდა. დუაით იორკის უმსგავსო საქციელმა მისი "მიდლსბროში" გადასვლა გამოიწვია და თანაც მხოლოდ სამ მილიონ ფუნტად.

გუნდის შემტევი ძალა თვალსა და ხელს შუა სუსტდებოდა და სერ ალექსმა პაოლო დი კანიოს დაადგა თვალი. დი კანიომ კი გადაწყვიტა, რომ ხომალდთან ერთად ჩაძირვა უკეთესი იყო და "ვესტ ჰემს" მიაშურა. იტალიელი ამტკიცებს, რომ მთვრალი სერ ალექსი მის გადაბირებას ტელეფონის დახმარებით აპირებდა, მაგრამ ვიჩინისადმი სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა. თუმცა, ეს სიყვარულიც მალევე დასუსტდა, რადგან დი კანიო უმალ "მიდლსბროში" აღმოჩნდა.

"ხმაზე შევატყვე, რომ ნასვამი იყო. თავიდან მეგონა, რომ რომელიმე ჩემი მეგობარი მეხუმრებოდა და ჯანდაბაში გავგზავნე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მართლაც ის იყო. "არა" თქო ვუთხარი. მე "ვესტ ჰემის" კაპიტანი ვიყავი და ასე ვერ მოვიქცეოდი."

ამ სიტყვებიდან სამ თვეში დი კანიო "ჩარლტონში" გადავიდა, სერ ალექსმა კი დიეგო ფორლანი შეიძინა, რომელიც მსოლფიოს ყველა კლუბში გაიტანდა გოლს, გარდა "იუნაიტედისა". ინტერვიუში სერ ალექსმა თითქოს განაცხადა, რომ დი კანიო "იუნაიტედის" სტილს მოერგებოდა.

"ის გასაოცარი ფეხბურთელია. მას შეეძლო ისეთივე დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო, როგორიც ბესტი, კანტონა, გიგზი, რუნი, რონალდუ და ბერბატოვი იყვნენ. ჩვენ ფეხბურთელებისგან გმირებს ვქმნით. დი კანიოს შეეძლო ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო."


სტენ კოლიმორი


იცით თუ არა რომ...


თავის წიგნში "Glory Glory!" ენდი მიტენი წერს, რომ 95 წელს სერ ალექსი 31 წლის მარკ ჰიუზის "ევერტონში" გაყიდვას აპირებდა, რომელიც იმჟამად "წითელი ეშმაკების" სტილის კოპირებას ცდილობდა. ფერგიუსონი თავდამსხმელს ეძებდა და მის რადარზე ორი კანდიდატი გამოჩნდა: სტენ კოლიმორი და ენდი კოული.

კოლიმორი "ფორესტის" რიგებში "იუნაიტედის" წინააღმდეგ კარგად თამაშობდა და თითქოს "წითელი ეშმაკების" შემადგენლობას შეუერთდებოდა, მაგრამ სცენაზე მოულოდნელად "ლივერპული" გამოჩნდა, რომელმაც უფრო მეტი ფული შესთავაზა. "Stan the man" შემდეგში გამოტყდა, რომ "იუნაიტედში" სურდა გადაბარგება, მაგრამ მისმა აგენტმა, პოლ სტრეტფორმა, რომელიც ენდი კოულის ინტერესებსაც წარმოადგენდა, გადაწყვიტა ორივე ფეხბურთელი გაეყიდა, რის გამოც სტენი სკაუზერებს შეუერთდა.

"მომხდარს ძლივს ვიჯერებ. პრობლემა იმაშიც მდგომარეობდა, რომ ენდი კოული სტრეტფორდის კლიენტი იყო. სტრეტფორდმა დამარწმუნა, რომ შემეძლო "იუნაიტედში" აღმოვჩენილიყავი, თუ ამაზე იმუშავებდა."

"მას ოთხჯერ თუ ხუთჯერ დავურეკე, მაგრამ საუბარი არ ისურვა. თითქმის ვიტირე. არ მჯეროდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ენდი კოული გადადიოდა, მე კი ვერა. სტრეტფორდი არ მპასუხობდა და მზად ვიყავი მომეკლა."

"ფერგიუსონს არ ვადანაშაულებ. ეს ბიზნესია. ჩემს აგენტს კი ვერ ვაპატიებ იმას, რომ სხვა კლიენტი შესთავაზა, მე კი არა."


როგორც ორივე მოთამაშის სტატისტიკამ აჩვენა, კოლიმორის აგენტი მართალი აღმოჩნდა: ენდი კოულმა 195 შეხვედრაში 121 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა სტენს დიდი არაფერი გაუკეთებია.


რონალდინიო


იცით თუ არა რომ...


დევიდ ბექჰემის წასვლის შემდეგ სერ ალექსი შემცვლელის ძებნას მოჰყვა. რონალდიონიოს სახით ფერგი "სპაის ბოი"-ს იდეალურ შემცვლელს ხედავდა და მათ შორის სიტყვიერი შეთანხმებაც შედგა.

ტრანსფერი თითქმის დასრულდა, მაგრამ "ბარსელონა" ჩაერია, რომელმაც უცებ მოაგვარა ფეხბურთელის შეძენის საკითხი.

"იუნაიტედში" თითქმის გადავედი. წითელ მაისურს მხოლოდ 48 საათი მაშორებდა. მაშინ სანდრო როსელმა მკითხა, გადავიდოდი თუ არა "ბარსაში" მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში. მითხრა, რომ არჩევანი მას უნდა გაეკეთებინა და ესპანეთში წასვლა ვარჩიე. ინგლისელებს ვუთხარი, რომ "ბარსას" ვირჩევდი."

ეს იყო პიტერ კენიონის პირველი მარცხი, რომელმაც მოგვიანებით რობენი "ჩელსის" დაუთმო. მსოფლიო ვარსკვლავის ვერ შეძენის შემდეგ "იუნაიტედმა" თავისი ყურადღება პორტუგალიაში მოთამაშე ამომავალ ვარსკვლავზე გადაიტანა.


ჰენრიკ ლარსონი


იცით თუ არა რომ...


2007 წელს "იუნაიტედი" ჰენრიკ ლარსონის სახით მსოფლიოს ერთ-ერთი ამომავალი ვარკსკვლავით გამდიდრდა. ორ თვიანი პერიოდი წარმატებული გამოდგა და სერ ალექსი "ჰელსინგბორგთან" მოლაპარაკების მიღწევას ეცადა. ლარსონმა კი შვედეთში დაბრუნების პირობა დადო, რაც მოგვიანებით ინანა:

"ჩემი კარიერის განმავლობაში ერთადერთი შეცდომა დავუშვი: დავბრუნდი შვედეთში მაშინ, როცა მისტერ ფერგიუსონი მიხმობდა. "იუნაიტედში" უნდა მეთამაშა: იქ ძალიან მომეწონა და ყველას სურდა, რომ დავრჩენილიყავი. "ოლდ ტრაფორდზე" ძალიან ცოტა ვითამაშე. ინგლისში ჩემი ყოფნა წარმატებული გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ 35 წლის ვიყავი, ვგრძნობდი, რომ კლუბისთვის სარგებლის მოტანა შემეძლო."


ალან შირერი


იცით თუ არა რომ...


თავის დროზე ბრწყინვალე შიშერს შეუძლია ტიტულების ცარიელ კუთხეს უყუროს და ამაში მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს: შირერმა არა მარტო იუარა "იუნაიტედი", არამედ ეს ორჯერ გააკეთა.

პირველად ინგლისელმა 1992 წელს განაცხადა უარი, როცა "ბლექბერნის" მდიდარ ბიჭებს შეუერთდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემ მიმართ ინტერესს ავლენდა, მაგრამ რამდენიმე კვირა დასჭირდათ საჭირო თანხის შესაგროვებლად. "იუნაიტედი" რომ სერიოზულად მოკიდებოდა ამ საქმეს, ასე არ გაწელავდნენ. თანაც, კენი დალგლიშთან, რეი ჰარფორდთან და ჯეკ უოკერთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს და შევპირდი, რომ სამ-ოთხ დღეში ვაცნობებდი პასუხს. საბოლოოდ გადასვლას დავთანხმდი."

1996 წელს "იუნაიტედი" შირერის სანაცვლოდ იმ დროისთვის სარეკორდი თანხას, 15 მლნ. ფუნტს იხდიდა. თითქოსდა ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ სერ ალექსის სინელემ თავისი როლი ითამაშა და ცბიერმა კევინ კიგანმა შირერი მშობლიურ "ნიუკასლში" მიიპატიჟა.

ვერ ვიტყვით, რომ შირერის კარიერამ ტყუილად ჩაიარა, მაგრამ ის "ბლექბერნთან" ერთად მოგებული ერთადერთი მედლის ამარა დარჩა.

შირერი იდეალურად მოერგებოდა "იუნაიტედს" 92 წელს, მაგრამ მაშინ კანტონას გარეშე დავრჩებოდით, 96-ში გადმოსვლის შემთხვევაში კი ვერ ვიხილავდით ბიჭს, რომელმაც გერმანელთა კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

პატრიკ კლუივერტი


იცით თუ არა რომ...


თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში სერ ალექსი ადასტურებს, რომ 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პატრიკ კლუივერტით დაინტერესდა, მაგრამ ჰოლანდიელმა ლუი ვან გაალის "ბარსელონაში" გადასვლა ამჯობინა. "იუნაიტედი" ამ ჯერადაც უკანასკნელ წამს დამარცხდა და კლუივერტმა სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათში გააფორმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი. ფერგიუსონი ამ მარცხის შესახებ თავის წიგნში მოგვითხრობს.

"როცა პატრიკ კლუივერტი, ეს ჰოლანდიელი ნიჭიერი თავდამსხმელი ჩვენ კლუბთან საუბარზეც კი უარს აცხადებდა, მივხვდი, რომ ერთადერთი სულელი ის იყო."

კლუივერტის უარიდან ერთი კვირის შემდეგ "იუნაიტედმა" დუაით იორკი გაიფორმა, რომელმაც მოგვიანებით "ბარსელონა" დახვრიტა და "ეშმაკები" ტრებლის გასაფორმებლად გაგზავნა.


ჯეიმი ქიურეტონი


იცით თუ არა რომ...


ისტორიას არაერთი საშინელი კარიერული გადაწყვეტილება ახსოვს: დიკ როუვმა უარი უთხრა "ბითლზს", გარი გლიტერმა პორნოგრაფიით გადავსებული კომპიუტერი სარემონტოდ გაიტანა, ჯეიმი ქიურეტონმა კი სერ ალექსს განუცხადა "არა".

ამის თავადაც არ სჯერა.

"როცა სერ ალექსმა დამირეკა, ვუთხარი, რომ "იუნაიტედში" თამაში არ მსურდა. რატომ? - არ ვიცი, მე თავადაც ხომ "იუნაიტედს" ვქომაგობდი. იქნებ "ნორვიჩს" ვუერთგულე, იქნებ არ მჯეროდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შანსს მომცემდნენ."

"იუნაიტედის" სტადიონს აღდგომასა და საზაფხულო არდადეგებზე ვეწვიე. იქ მთელი "კლასი" დამხვდა, მათ შორის დევიდ ბექჰემი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვით იყო ჩემზე უფროსი. "კლას 92"-ს მხოლოდ გამტანი თავდამსხმელი აკლდა, რომელიც სწორედ მე გახლდით. ვინ იცის რა მოხდებოდა?"


"თუმცა ამის განხილვას აზრი არ აქვს. ჩემი კარიერით კმაყოფილი ვარ"

ეჰ, ქიურეტონს რომ სცოდნოდა რამდენ შანსს აძლევდა ფერგიუსონი ახალგაზრდებს...


დევიდ ჰიორსტი


იცით თუ არა რომ...


1992 წელს "იუნაიტედი" ჯერ კიდევ იბრძოდა 1967 წლის შემდეგ პირველი ტიტულისთვის. კლუბის ფორვარდები შედეგიანობით არ გამოირჩეოდნენ და "იუნაიტედმა" ყურადღება დევიდ ჰიორსტს მიაპყრო, რომელიც გოლებით იწონებდა თავს. "იუნაიტედმა" 4 მლნ. შესთავაზა, მაგრამ "შეფილდმა" უარი განაცხადა. ფერგიუსონი იმ დროის მოვლენას აღწერს:

"ტრევორ ფრენსისი ჩემს ზარებს არ პასუხობდა და მისთვის ფაქსის გაგზავნა მომიხდა. ამან მისი გაბრაზება გამოიწვია და მივხვდი, რომ "შეფილდი" არ დანებდებოდა."

ამ ყველაფერს კი 1.2 მლნ. ფუნტად "ლიდსიდან" ერიკ კანტონას შეძენა მოჰყვა, ხოლო ჰიორსტმა რამდენიმე თვეში კოჭი დაიზინა და იგი ყველას მიავიწყდა.


სტივენ ჯერარდი


იცით თუ არა რომ...


რა თქმა უნდა, ჯერარდის სახელი ჩვენთვის საძაგლობასა და საშინელებასთან არის დაკავშირებული, რომელსაც "ლივერპული" ჰქვია, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ სტივი ჯი კარგი ფეხბურთელია.

"ლივერპულის" სიმბოლომ თავისი კარიერის განმავლობაში იმაზე ნაკლები ტიტული მოიგო, ვიდრე რონი უოლვორკმა და მხოლოდ იმიტომ, რომ 2002-03 წლებში "იუნაიტედში" გადასვლაზე განაცხადა უარი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საცდელი ვადით ამიყვანა. 13 წლის ვიყავი და კლუბმა 7 წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა. 2002-03 წლების სეზონში სერ ალექსმა ჩემი გადაბირება კვლავ სცადა, მაგრამ უარით გავისტუმრე. ცოტათი ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, რადგან ფერგიუსონის მუდმივი თაყვანისმცემელი ვიყავი."

მას შემდეგ "იუნაიტედმა" 5-ჯერ მოიგო პრემიერ-ლიგა, "ლივერპულმა" და სტივენ ჯიმ კი სულ რაღაც ხუთით ნაკლებჯერ.

წყარო: redevils.ru
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
24 ოქტომბერი 2014 08:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
10 yvelaze goimi fexburteli
0
№2
ავტორი: RojoDiablo
24 ოქტომბერი 2014 09:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მას შემდეგ "იუნაიტედმა" 5-ჯერ მოიგო პრემიერ-ლიგა, "ლივერპულმა" და სტივენ ჯიმ კი სულ რაღაც ხუთით ნაკლებჯერ.


შემიძლია ამაზე ბევრი ვიცინო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: DiMaria
24 ოქტომბერი 2014 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აქედან ერთადერთი, ვისაც ვისურვებდი რონალდინიოა, მაგრამ მაშინ რონალდუს ვეღარ ვნახავდით. თითქმის არც ერთი არ გვაქვს სანანებელი, გარდა ალბათ უფრო ჯერარდისა
0
№4
ავტორი: RedTeen
24 ოქტომბერი 2014 12:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Mat sanacvlod ufro karg fexburtelebs idzendnen..kargia rom uars ambobdnen..:D
0
№5
ავტორი: Mufc7
24 ოქტომბერი 2014 14:10
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აუ,დასასრული:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GeorgeBest
24 ოქტომბერი 2014 15:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვერ წარმომიდგენია ჯერარდი სხვა კლუბის ფორმით მითუმეტეს მანჩესტერის. ეგ მანდ უნდ ამოკვდეს უპრემიერ ლიგოდ

ყველაზე მაგარი შირერის შეძენა იქნებოდა ალბათ, ამ სიაში რონალდინიოცაა, თუნდაც გასქოინი მაგრამ შირერი დაგვხატავდა
0
№7
ავტორი: Count Alucard
24 ოქტომბერი 2014 16:12
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ჩვენთან რო ყოფილიყო სტივი სავსე ექნებოდა სახლი მედლებით ახლა იყოს და შურით გასკდეს lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top