თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2014, 00:13
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2578,
კომენტარები: 6
მატას 5 ფავორიტი ფეხბურთელი
ხუან მატამ ოფიცალურ საიტთან ინტერვიუში "იუნაიტედის" ხუთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელზე ისაუბრა.
მატას 5 ფავორიტი ფეხბურთელი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა საკმაოდ რთული კითხვა დაუსვა ესპანელ გამთამაშებელს, ხუან მატას, მას უნდა აერჩია "იუნაიტედის" ისტორიაში 5 ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი.

მე შემიძლია დაგისახელოთ მინიმუმ 20 ისეთი ფეხბურთელი, რომლთაც "იუნაიტედის" ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. თუმცა თუ მხოლოდ ხუთის დასახელების უფლებას მაძლევთ, ჩემი ჩამონათვალი ასეთია...

რაიან გიგზი, რა თქმა უნდა. მას კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გუნდისთვის როგორც ფეხბურთელი და როგორც მენეჯერის ასისტენტი. მისი შესანიშავი მარცხენა არასდროს მიეცემა დავიწყებას.

პოლ სქოულზი ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო ვისი თამაშიც ოდესმე მინახავს. გასულ სეზონში ის ჩვენთან ერთად იყო, მასთან ერთად ვვარჯიშობდი და გაოგნებული ვიყავი მისი შესაძლებლობებით. სქოულზს შესანიშნავი დარტყმა ჰქონდა და ყოველთვის ამარაგებდა თანაგუნდელებს ასისტებით... ის საოცარი ფეხბურთელი იყო.

კრიშტიანუ რონალდუ. როცა პორტუგალიელი აქ იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კლუბისთვის და კლუბი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის. მას უამრავი გოლი აქვს გატანილი და ნამდვილად უნდა იყოს ჩემს ხუთეულში.

რუუდ ვან ნისტელროი. ახლაგაზრდობიდან მახსოვს როგორ იტანდა ის გოლებს და აღნიშნავდა "ოლდ ტრაფორდის" მაყურებლის წინაშე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ვინც ოდესმე მინახავს.

რიო ფერდინანდი და ნემანია ვიდიჩი. რიო და ვიდა ქმნიდნენ საუკეთესო დუეტს "პრემიერ ლიგაში". ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ და ერთმანეთს კარგად უგებდნენ. წლების განამავლობაში მათი დუეტი ტიტულების მოგებაში დიდ როლს თამაშობდა.




წყარო: ManUtd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 ოქტომბერი 2014 00:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ხუთიო ხუან, ხუთიო! ეგ ექვსი გამოვიდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: A.HERRERA
24 ოქტომბერი 2014 00:38
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
:D:D meeqvse AR shevimchniot
0
№3
ავტორი: AkkRed
24 ოქტომბერი 2014 00:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Bolo 15 wlis igrokebi chamotvala da mainc ver chatia :D unitedi iseti gundia kalkulatori dagchirdeba chveni diadi fexburtelebis chamosatvlelad
0
№4
ავტორი: DiMaria
24 ოქტომბერი 2014 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ეს ალბათ იმათ გულისხნობს ვინც საკუთარი თვალით ყავს ნანახი, თორე ისე რას ჩამოთვლი კაცი.
0
№5
ავტორი: Wardell
24 ოქტომბერი 2014 00:45
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ეეეე არადა რამდენი ხნით ადრე მქონდა ეს სიახლე გამოგზვნილი :D :D


RojoDiablo,
ბოლოს მიაწერეს ვაპატიოთო რო მოგვატყუაო :D
0
№6
ავტორი: GeorgeBest
24 ოქტომბერი 2014 00:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მასთან ერთად ვვარჯიშობდი და გაოგნებული ვიყავი მისი შესაძლებლობებით


მასთან ერთად უნდა გეთამაშა და გაოგნება მერე გენახა ხუანიტო winked უკლებლივ ყველა როცა საუკეთესოების დასახელებაზე მიდგება საქმე სქოულზს ასახელებს და ყვეა გამოყოფს ცალკე როგორც სუაკეთესოს, მერე გამოვა ვინმე მაგარი "დსმა" და სტივენ პენალტს შემიდარებს და დაიწყებს სიბრძნეების ფრქვევას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top