თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2014, 22:29
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1241,
კომენტარები: 0
მატას ტოპ ხუთეული
ხუან მატა "მანჩესტერის" ყველა დროის საუკეთესო 5ეულს ასახელებს
მატას ტოპ ხუთეული
"შემიძლია მინიმუმ 20 მოთამაშე დაგისახელოთ, რადგან ამ კლუბში ყოველთვის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ თქვენ მხოლოდ 5-ის დასახელებას მთხოვთ. მაშ ასე:

რაიან გიგზი - ცხადია რომ მან ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურით. ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გუნდში, როგორც ფეხბურთელი და ახლა უკვე როგორც ასისტენტი. მისი მარცხენა ყოველთვის მემახსოვრება.

პოლ სქოულზი - ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ნახევარმცველი ვინც კი ოდესმე მინახავს. ის იყო ჩვენთან ერთად გასულ სეზონში, მე ხშირად ვვარჯიშობდი მასთან ერთად და გაოცებული ვრჩებოდი მისი ტექნიკით, დარტყმით და პასებით. ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო.

კრიშტიანუ რონალდუ - როდესაც ის იყო აქ, ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე და კლუბიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის. მან გაიტანა უამრავი გოლი და ის იმსახურებს ადგილს ჩემ ტოპ-5-ში.

რუუდ ვან ნისტელროი - როდესაც მე ვიყავი პატარა მე ვუყურებდი მის ბრწყინვალე გოლებს და როგორ აღნიშნავდა ის გატანილ ბურთს "ოლდ ტრაფორდის" პუბლიკის წინაშე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი.

რიო ფერდინანდი და ნემანია ვიდიჩი - რიო და ვიდა საუკეთესო ცენტრალურ მცველთა დუეტს ქმნიდნენ წლების განმავლობაში მთელს მსოფლიოში, მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ტიტულების მოგებაში."


მატამ მოგვატყუა და 6 მოთამაშე აირჩია მაგრამ ჩვენ მივცემთ მას დუეტის არჩევის ნებას. მადლობა ხუან.

წყარო: manutd.com
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top