თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2014, 21:35
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1680,
კომენტარები: 4
დე ხეა:"მანჩესტერში ბედნიერი ვარ"
დე ხეა არსად წასვლას არ გეგმავს.
დე ხეა:
23 წლის ესპანელი მეკარე, რომელიც მადრიდიდან "იუნაიტედში" 2011 წელს, 17.8 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა, ბევრმა იკერ კასილასის შემცვლელად მოიაზრა "მადრიდის რეალში".

ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ მადრიდელები ახლავე ამზადებენ გრძელ ვადიან კონტრაქტს დავიდისთვის, რადგან მას "მანჩესტერთან" მიმდინარე კონტრაქტი ზაფხულამდე აკავშირებს და "რეალის" ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ესპანელის გადაბირებას ეცდება.

მაგრამ, როდესაც თვითონ დავიდ დე ხეას ჰკითხეს ჭორების თაობაზე მან შემდეგი პასუხი გასცა: "ეს მხოლოდ ჭორებია, მე ძალიან ბედნიერი ვარ აქ."

"იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში მე-6 ადგილს იკავებს და გასული 8 ტურიდან მათ მხოლოდ 12 ქულა დააგროვეს, რაც ნამდვილად არ იყო ის, რასაც მათგან ელოდნენ.

"არცთუ კარგი სტარტი ნორმალურია, რადგან ჩვენ სრულიად ახალი გუნდი გვყავს, ახალი მენეჯერით. ეს პროცესია, რომელიც აუცილებლად გამოსწორდება და ჩვენ მოვუმატებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს დროს მოითხოვს. ერთი კი ცხადია, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ ჩემპიონთა ლიგის საგზური."

ესპანელმა სერ ალექსის მადლიერია, რომელიც იცავდა და ენდობოდა მას სადებიუტო სეზონებში.

"თავიდან მართლაც რთული იყო, მაგრამ სერ ალექსი მე მხარში მედგა და მეხმარებოდა. ის მიცავდა კრიტიკისგან. დღეს მე მადლიერი ვარ იმ კრიტიკის, მან მე ძალიან გამაძლიერა. მეკარეობა ძალიან რთული საქმეა. ადამიანები უშვებენ შეცდომებს და როცა შენ ცდები შენ უნდა მოუმატო. ახლა მე ძლიერი ვარ."

წყარო: goal.co.uk
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
23 ოქტომბერი 2014 21:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არამგონია ეს კლუბის დატოვებაზე ფიქრობდეს. ბოლომდე ჩვენთან დარჩება და იმედია აკრიერასაც აქ დაასრულებს
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 ოქტომბერი 2014 21:06
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კი დათო. ახლა ძლიერი ხარ. ძალიან ნიჭიერი და იმედია მართლაც არსად წამსვლელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
23 ოქტომბერი 2014 23:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Datoo chemi brati xar xo ici :D da 40 wlamde unda darche dalshe rame adgils gachitav unitedis elchi an rame egeti :D
0
№4
ავტორი: DiMaria
24 ოქტომბერი 2014 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მეც ბედნიერი ვარ შენ რომ ბედნიერი ხარ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top