თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2014, 21:07
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1797,
კომენტარები: 9
ტაქტიკების დაფა: "იუნაიტედი" – "ჩელსი"
"ოცნებების თეატრში" გრანდიოზული წარმოდგენის მოლოდინში
ტაქტიკების დაფა:
MUTV-ის ერთ-ერთერთი ცნობილი რუბრიკის: "ტაქტიკების დაფის" სტუმარი ამჯერად ყოფილი "ეშმაკი" ენდი რიჩი იყო. სწორედ მას მოუხდა საკვირაო შეხვედრის წინ ევარაუდა თუ როგორი შემადგენლობით და ტაქტიკით ითამაშებდნენ გუნდები. ასევე ენდიმ ისაუბრა თუ სად და ვის შორის იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება.

ენდიმ "იუნაიტედის" შემადგენლობით დაიწყო:

ტაქტიკების დაფა: "იუნაიტედი" – "ჩელსი"


"მე ვფიქრობ, ყველაფერი დამოკიდებულია ტრამვებზე, ჩვენ ვნახეთ, რომ დი მარია შეცვლილი იქნა ბარძაყის ტრამვის გამო, ასევე საეჭვოა ანდერ ერერას თამაში, რომელსაც წელი აწუხებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ანხელი შეძლებს თამაშს და სწორედ ამიტომ დავაყენე იგი თავის პოზიციაზე. ჩემთვის ასევე დიდ კითხვად რჩება ვინ დაიწყებს თამაშს თავდამსხმელის პოზიციაზე, ფალკაო თუ რობინ ვან პერსი. მე ვფიქრობ, რომ ფელაინი აუცილებლად დაიწყებს, რადგან მან ძალიან კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა, მაგრამ არავინ იცის ვის აირჩევს ვან გაალი წინ, შესაძლოა მან ორი ფორვარდით დაიწყოს. ფალკაო ნამდვილად იმსახურებს ძირითად შემადგენლობას, ის ფანტასტიურად შევიდა შეცვლაზე. რადამელის კარგმა ფორმამ შესაძლოა მისცეს მწვრთნელს საშუალება დაასვენოს ჰოლანდიელი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ რუნის არ ყოფნაში სწორედ ისაა გუნდის კაპიტანი.

"ჩელსის" შემთხვევაშიც იგივე პრობლემას ვაწყდებით, არავინ იცის გამოჯამრთელდება თუ არა დიეგო კოშტა, მაგრამ იმედი მაქვს, ის ვერ შეძლებს თამაშს (იცინის). რაც შეეხება ასპილიკუეტას, რომელსიც დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს შეხვედრას, მას ფილიპე ლუისი შეცვლის."


კითხვას, თუ სად იქნება მთავარი ბრძოლა, ენდიმ შემდეგი პასუხი გასცა-"რა თქმა უნდა, მოედნის ცენტრში, სადაც ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც არიან: ფაბრეგასი, მატიჩი, ბლინდი, მატა. სესკი უდავოდ ფანტასტიურ ფორმაშია, სწორედ ის არის მთავარი ფიგურა "ჩელსიში", ის ანაწილებს პასებს, იგი დირიჟორია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ედენ აზარი, რომელიც ჩემი აზრით 2-3 წელში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მსოფლიოში. ის სწრაფი, ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთელია, ამიტომ რაფაელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება მის გასანეიტრალებლად, მას ასევე ძალიან უყვარს ფლანგინდან ცენტრში შესვლა და იქიდან ხიფათის შექმნა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა გველის მწვრთნელებს შორისაც, ჩვენ ვიცით, რომ ორივე მათგანი უძლიერესი ტაქტიკოსია, სწორედ ეს ხდის ამ მატჩს ერთი-ორად საინტერესოს"
-დაასრულა ენდი რიჩმა.

წყარო manutd.com
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
23 ოქტომბერი 2014 21:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან მაგარი თამაში გველის და იმედია ფალკაო ძირითადში დაიწყებს, იმსახურებს ეგ კაცი მაგას

აზარს იმედია გაუმკლავდება რაფა, კაია კოშტა რომ არ ეყოლებატ მაგრამ ჩვენ უფრო დიდი დანაკლისით ვართ რუნის არ ყოფნის გამო. დი მარია იქნება როგორც ყოველთვის მთავარი ფიგურა და მაგის კარგ თამაშს ველი პირველ რიგში
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 ოქტომბერი 2014 21:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
პერსი აქაც არის derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Wardell
23 ოქტომბერი 2014 21:21
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
აქ 12 ფეხბურთელია და ან პერსი ან ფალკაოო ამბობს ეს კაცი და რავიცი რას იზავს ლუი
0
№4
ავტორი: AkkRed
23 ოქტომბერი 2014 23:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Falcaos jeric dadga memgoni da droa persie gadabargdes skamze, araferi dashavdeba magit
0
№5
ავტორი: bziki
24 ოქტომბერი 2014 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ერერა მაგრა დაგვაკლდება რუნი ხო საერთოდ. მატა საშინელ ფორმაშია არაა ძირითადის ამ ეტაპზე. ვალენსიაც ტრამვირებული არადა ერერა ან ვალენსია რო იყოს იანუზაი 10 ზე შეილებოდა მარა ეხლა კრაიზე არ რჩება კაცი იანგის გარდა. კერიკიც არ იქნება მზად ესეთი თამაშისთვის და სხვა გზა არაა ისევ მატა
0
№6
ავტორი: A.HERRERA
24 ოქტომბერი 2014 00:44
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Persis uechveli daayenebs marto imito ro kapitania Rooneys aryopnisas
0
№7
ავტორი: DiMaria
24 ოქტომბერი 2014 00:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
A.HERRERA,
სამკლაურზე თუ მიდგა საქმე ადგეს და რაფას ან დე ხეას მისცეს. იმათ მკლავი არ აქვთ თუ რა
0
№8
ავტორი: LizarD
24 ოქტომბერი 2014 20:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
bziki,
იანუზაიას თამაში ფლანგზე ისედაც რას გავდა და ახლა 10იანზე? ვალენსია თუ მწყობრში იყო ადნანი საერთოდ ამოვარდება. პერსის რაც შეეხება, გასაგებია რომ მეორე კაპიტანია მაგრამ ფალკაო აშკარად ჯობს. დე ჰეა, რაფაელი, ჯონსი გაუძღვებიან როგორმე კლუბს.

ციტატა: DiMaria
იმათ მკლავი არ აქვთ თუ რა

lol lol

დაიმონდით რომ ითამაშონ არც ეგ იქნება ცუდი
0
№9
ავტორი: Scholes18
24 ოქტომბერი 2014 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ნეტა ვალენსია თუ მოასწრებს გამოჯანმრთელებას, მიეხმარება რაფას აზარის დაკეტვაში, შარშან თუ გახსოვთ როგორ ეხმარებოდა ჯონსს რიბერის ფეხი არ გაანძრევინეს, და თამაშს რაც შეეხება კერიკი-ბლინდი-ფელაინი კარგი იქნებოდა ძირითადში( იმის გათვალისწინებით რო დი მარიამ შეიძლება ვერ ითამაშოს) ამ გზით მოვახერხებთ ალბათ მარტო ცენტრის მოგებას, თორე ფარეგასი-მატიჩი-ოსკარი ძაან ძლიერები არიან წელს :) ჩემი აზრით ცენტრს ვინც დაიჭერს ის მოიგებს თამაშსაც

http://lineupbuilder.com/?sk=53w5

http://lineupbuilder.com/?sk=53w9
თუ დი მარია გამოვა მოედანზე მაშინ ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top