"ამ ბიჭს წარმოუდგენლად დიდი პოტენციალი აქვს, მე ვმუშაობდი მასთან მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში და შემიძლია ვთქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები ბედნიერები უნდა იყვნენ, რადგან მათ გუნდს შეუერთდა ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა. მას შეუძლია ნებისმიერი სიმაღლის დაპყრობა, რომელსაც კი მოისურვებს."-განაცხადა გარიმ.
"მან ჯერ კიდევ კარგად უნდა გააცნობიეროს თუ რას ნიშნავს იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, ჩვენ უნდა მივცეთ მას დრო და დაველოდოთ სანამ გაშინაურდება. ლუკი ფანტასტიური ფეხბურთელია. მე წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მას ძალიან კარგი მომავალი ელოდება. ის არის აგრესიული, ძლიერი, სწრაფი, ძალიან კარგი მეორე სართულზე, ძალიან კარგად აკონტროლებს ბურთს და იძლევა შესანიშნავ გადაცემებს. მოდი იმასაც ნუ დავივიწყებთ რომ ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, ამიტომ ნუ მოვითხოვთ მისგან ამ ეტაპზე ძალიან ბევრს"