თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2014, 08:57
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2811,
კომენტარები: 11
ტაქტიკური ბრძოლის მოლოდინში
ლუი ვან გაალი VS ჟოზე მოურინიო
ტაქტიკური ბრძოლის მოლოდინში
ლუი ვან გაალი და ჟოზე მოურინიო კვირას ერთმანეთს შეხვდებიან და ყველა ტაქტიკური ბრძოლის მოლოდინშია.

ეს წყვილი ერთად "ბარსელონაში" მუშაობდა, როდესაც ვან გაალი კატალონიელ გიგანტებებს თავკაცობდა და სწორედ ამიტომ ისინი დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა რომ ორივე მათგანი უდიდეს კლუბებს ედგა სათავაში ისინი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ და ეს 2010 წელს მოხდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ამ ერთადერთი დაპირისპირების გამარჯვებული ჟოზე მოურინიო გახდა, რომლის გაწვრთნილმა მილანის "ინტერმა" დიეგო მილიტოს დუბლის წყალობით, 2-0 სძლია მიუნხენის "ბაიერნს". ამ გამარჯვებამ მოურინიოს ტრებლი მოაგებინა, მაგრამ ამჯერად ვან გაალი შეეცდება პირად დაპირისპირებაში ანგარიშის გათანაბრებას.

ორი სპეციალისტი ერთმანეთს ამხანაგურ ტურნირზეც შეხვდა მას შემდეგ რაც პორტუგალიელი მადრიდში გადაბარგდა. მადრიდის "რეალმა" მხოლოდ პენალტების სერიით მოახერხა გამარჯვება.

როგორც ერთი, ისე მეორე სპეციალისტი დიდ ტაქტიკოსად არის აღიარებული, ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება, როდესაც პორტუგალიელი "ოლდ ტრაფორდს" ეწვევა თავისი გუნდით. მიუხედავად მათი მეგობრობრული ურთიერთობისა არავინ ფიქრობს იმას, რომ რომელიმე მათგანი დათმობას აპირებს, პირიქით ყველა დიდი ბრძოლის მოლდინშია.

წითლების ნახვარმცველმა დეილი ბლინდმა ინტერვიუში განაცხადა: "ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი, საკუთარი ტაქტიკით და რა თქმა უნდა გუნდურად. შესაძლოა ეს მატჩი ტაქტიკების ბრძოლა იყოს. მე ვფიქრობ რომ, ორივე მწვრთნელი ძალიან ძლიერია ამ კუთხით, ამიტომ მჭიდრო თამაშის მოლოდინში ვართ."

ჯონათან უილსონი ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში მატჩს ასე აფასებს: "შესაძლოა ცუდი სტარტი რაღაც მხრივ კარგიც იყოს, ეს ადრეც მომხდარა მის (ვან გაალის) კარიერაში. ცუდი სტარტი აძლევს მას საფიქრალს და უმეტეს შემთხვევაში მას საოცარი იდეები მოსდის. სწორედ ასე ხდებოდა უწინ, ვან გაალი ყოველთვის პოულობს გამოსავალს."

ვფიქრობ "ჩელსი" ისევ მჭიდროდ ითამაშებს, როგორც მათ ეს სხვა დიდ კლუბებთან გააკეთეს წინა სეზონში, ისინი შეეცდებიან გაიტანონ კონტრ-შეტევაზე. შეიძლება არაორდინალურად ჟღერდეს მაგრამ, ვფიქრობ სიღრმიდან თამაში "იუნაიტედს" სარგებელს მოუტანს."


ორი მწვრთნელი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობს და ეს ფაქტორი ნავთს ასხავს იმ ცეცხლს, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" დაანთებენ, "ოლდ ტრაფორდზე". "ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვაკვირდებით. მე ყოველთვის მჯეროდა რომ ის დიდი მწვრთნელი გახდებოდა. ის შესანიშნავი სპეციალისტი იყო ადრე, მაგრამ ახლა ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"-განაცხადა ვან გაალმა.

"მან არნახული სამუშაო გასწია ჰოლანდიის ნაკრებში, ჩემი აზრით გუნდი არ იყო ისეთი ძლიერი რომ ასეთ შედეგს მიეღწია და ეს რა თქმა უნდა მწვრთნელის დამსახურებაა. ის ძალიან, ძალიან, კარგი სპეციალისტია, იგი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას "იუნაიტედში". ჩვენ ორივენი ძალიან დიდი მწვრთნელები ვართ, სწორედ ამისთვის დავიბადეთ."-ჟოზე მოურინიო.

წყარო: manutd.com
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 ოქტომბერი 2014 08:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ერთხელ უკვე ვთქვი და არც ამჯერად მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას - ეს იქნება ცივი ომი. ომი, რომელიც უიარაღოდ დაიწყება და უიარაღოდ დასრულდება. ბრძოლის ერთადერთი საშუალება კი იდეოლოგიაა.

რა თამაშს ითამაშებს "ჩელსი" წინასწარ რთულია გამოიცნო. მითუმეტეს თავდამსხმელის არ ყოფნის ფონზე. ამიტომ უბრალოდ დაველოდოთ. ალბათ თავიდანვე შევუტევთ და მერე ბურთს დავთმობთ. ისე, როგორც ბარსასთან ვაკეთებდით. აი სწრაფი გოლი მისწრება იქნებოდა ჩვენთვის რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: A.HERRERA
23 ოქტომბერი 2014 09:51
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Imedia movigebt Da chven davasrulebt chelsis waugebel serias
0
№3
ავტორი: red devil
23 ოქტომბერი 2014 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჟოზე რო უძლიერესია ეგ ფაქტია და თან ახლა უფრო შეკრული გუნდიც ყავს ასე რო მაგათთან თამაში გაგვიჭირდება :/
0
№4
ავტორი: chudikone
23 ოქტომბერი 2014 10:50
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
30% გვაქვს მოგების შანსი..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Mufc7
23 ოქტომბერი 2014 11:05
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს თამაში რომ მოვიგოთ, სიხარულისგან გული გამიჩერდება, ალბათ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GeorgeBest
23 ოქტომბერი 2014 11:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფრეც კარგი შედეგი იქნება მგონი. კოშტა არ ეყოლებატ მაგრამ ეგ არამგონია დიდი დანაკლისი იყოს როცა ჩვენ რუნი არ გვყავს
0
№7
ავტორი: AkkRed
23 ოქტომბერი 2014 13:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ესეიგი იქნება რა ძალიან დიდი ტანჯვა წამება ჩვენი ნერვებისთვის. თამაში იქნება ძალიან ჩამჭიდროევებული, ჟოზეს ისეთი გუნდი ყავს მგონი მთელი ცხოვრება რო ოცნებოდა, მაგრამ მაინც არ რისკავს ეს კაცი და მოკალით მას ურჩევნია 100% შედეგი ლაღ და ლამაზ თამაშს, რაც შეეხება ლუის მას მოსწონს ლამაზი თამაშით მოგებული სასწაული თამაშები. ასე რომ მართლაც რომ თეატრი გველოდება ოლდ ტრაფორდზე love
0
№8
ავტორი: bziki
23 ოქტომბერი 2014 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ყველა ძალიან დიდი იმედებით ველოდებით ამ მატჩს და იმედია არ შერცხვებიან. ეს თამაში ჩვენთვის 3 ქულაზე მეტია, ჩელსისთვის მხოლოდ 3 ქულაა. ჩელსისგან რამე ახალს მე არ ველოდები ითამაშებენ როგორც ყოველთვის თამაშობენ დიდ გუნდებთან მითუმეტეს გასვლაზე.აი ვან გაალი არი უფრო სურპრიზების მოყვარული და გუნდიც ძაან არაპროგნოზირებადი. იდეალური თამაში უდა აჩვენონ რო 3 ქულა აიღონ. მოურინიო დიმარიასთვის ეცდება სივრცეები შეზღუდოს და თუ გამოუვა მაშინ დაგვერხა. ვან გაალის მჯერა დღეს დღეისობით ნომერ პირველ ტაქტიკოსად ვთვლი და აქაც უდა დაამტკიცოს კიდევ ერთხელ. ამ თამაშის შედეგი სიტისთან მაჩზეც მოახდენს გავლენას
0
№9
ავტორი: Manchester_M
23 ოქტომბერი 2014 15:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ ვიცი რატომ მაგრამ ძან მჯერა რომ მოვიგებთ :X
0
№10
ავტორი: Esi
23 ოქტომბერი 2014 15:41
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
დე ხეას იმედი მაქვს!

იმედია ფალკაოთი თავიწყებთ თაამაშს და არა ვან პერსით!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top